"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

პ ე დ ა გ ო გ თ ა თ ვ ი ს

                                      ჰუმანისტური     თეორია
                        როჯერსი  - ,,სწავლა გამოცდილებით“
თეზისები:
1.    როჯერსის თეორიის მიხედვით,სამყარო მოსწავლის თვალით უნდა დავინახოთ.

2.    ადამიანის ქცევა გარეგან სტიმულზე   უფრო მეტად სუბიექტურ გამოცდილებაზე  არის დამოკიდებული.
3.    ადამიანს ბუნებრივი მიდრეკილება აქვს 
·         სიკეთის;
·         სიყვარულის;
·         შემოქმედების.
     4.  პიროვნული ზრდისთვის საჭიროა
·         გულწრფელობა;
·         კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
·         ემპათია.
როჯერსის თქმით, გულწრფელობა,კეთილგანწყობა, ემპათია არის: წყალი,მზე,საკვები,რომლებიც ადამიანებს ეხმარება მუხასავით გაიზარდნონ.
როჯერსი თვლიდა,ადამიანითვის მნიშვნელოვანია ,,საკუთარი მეს“ შეცნობა,თვითაღქმა-,,ვინ ვარ მე?’’
როჯერსის შეხედულებით, განათლებულია ადამიანი,რომელმაც ისწავლა,თუ როგორ ისწავლოს.
·         შეიძინა ადაპტირებისა და შეცვლის უნარი;
·         გაიაზრა,რომ არანაირი ცოდნა არ არის ურყევი და უცვლელი;
·         მხოლოდ ცოდნის ძიების პროცესი გვაძლევს სამყაროს საფუძველს.
  როჯერსის აზრით, განათლების მიზანია სრულყოფილი ადამიანის ჩამოყალიბება, რომელიც მოიცავს კოგნიტურ და ინტელექტუალურ განათლებას,პიროვნულ ზრდას.
  მასწავლებლის მიზანია :შექმნას მოსწავლეთა ჯგუფი,საზოგადოება,რომლის ერთ-ერთი წევრი თვითონ მასწვლებელი იქნება.მთელი სამყარო კვლევის საგანი ხდება.ხელს უწყობს სწავლებას და თუ როგორ ვისწვლოთ.
 როჯერსი განასხვავებს სწავლის ორ სახეობას:

     I.    უაუაზრო სწავლის სახეობა-დაზეპირება(არ მოიცავს გრძნობებს);
   II.        გამოცდილებით სწავლა-ენის ბუნებრივ გარემოში სწავლა; სწავლს ინიციატორი                                                   მოწაფეა;შეფასება შინაგანად,მოწაფის მიერ ხდება;მასწავლებელი სწავლის ფასილიტატორია/ხელის შემწყობია.
როჯერსის შეხედულებით,
  გულწრფელობა და რეალურობა ხელს უწყობს სწავლას;
მასწავლებელს უნდა შეეძლოს საკუთარი შეცდომების აღიარება;
დაფასება,კეთილგანწყობილი დამოკიდებულება,პატივისცემა.
 მასწავლებელს უნდა შეეძლოს:
  მოსმენა(არ გულისხმობს შეფასებას);
 პასუხის გაცემა და რეაგირებ(დიახ,კარგია,გაიმეოროს მოსწავლის ნათქვამი...);
ემპათა(სამყაროს მოსწავლის თვალით დანახვა).
როჯერსი ამბობს,რომ
 ადამიანური ღირსების პირობები გარეგანი ზემოქმედებით იქმნება;
განათლებულ ადამიანს შესწევს ადაპტირებისა და შეცვლის უნარი;
 აქცენტი უნდა გადავიტანოთ პროცესზე და არა უცვლელ ცოდნაზე როჯერსი გამოყოფს სწავლის ორ სახეს : 
§  კოგნიტურს (ლექსიკონის გამოყენება, გამრავლების ტაბულის ათვისება);  
§  გამოცდილებაზე დაფუძნებულს ( პიროვნული ჩართულობა, მოსწავლის ინიციატივა, თვითშეფასება).
                                                             მასალა მოამზადა პედაგოგმა ნინო ნანობაშვილმა



                       21-ე საუკუნის მასწავლებლის 15 მახასიათებელი: 
1.მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება და ინდივიდუალურად მიცემული ინსტრუქციები – რადგანაც მოსწავლეებს აქვთ განსხვავებული პიროვნული თვისებები, მიზნები, საჭიროებები ამიტომ, მათ უნდა მივცეთ ინდივიდუალური ინსტრუქციები მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.
2. მოსწავლეები, როგორც მწარმოებლები – დღეს მოსწავლეებს ხელი მიუწვდებათ ციფრულ ტექნოლოგიებზე, რომელთა გამოყენებითაც მათ შეუძლიათ ოჯახის წევრებს, მეგობრებს დაურეკონ, შეტყობინება გაუგზავნონ. ამავე დროს, მათ შეუძლიათ ამ ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან ბლოგები, ვიდეოები, წიგნები და შემდეგ ეს ყველაფერი გაუზიარონ სხვებს.
3. ახალი ტექნოლოგიების ათვისება – იმისათვის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს შესთავაზოს არჩევანი მასწავლებელმა უნდა იცოდეს ტექნოლოგიები და უნდა ეცნობოდეს მათ განვითარებას მუდმივად. გთავაზობთ ვებ-გვერდს, რომლის გამოყენებითაც შეძლებთ ახალი ტექნოლოგიების ათვისებას www.lynda.com და მათ გამოყენებას.
4.იყავი გლობალური – ჩვენ დროში სირცხვილია, მხოლოდ სახელმძღვანელო წიგნის გამოყენებით ვასწავლოთ მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყნების,  კულტურების და ადამიანების შესახებ, რომლებიც სამყაროს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ. ასწავლეთ მოსწავლეებს ტექნოლოგიების გამოყენებით სამყაროს ნებისმიერ კუთხეში მოხვედრის საშუალება. ეს მათ ძალიან მოეწონებათ.
5.იყავი მოქნილი და გამოიყენე სმარტფონი – უთხარით თქვენს მოსწავლეებს, რომ არ იცით გუგლის გამოყენება და დაელოდეთ მათ რეაქციას. თუ თქვენ მოსწავლეებს მისცემთ საშუალებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მოწყობილობები, ეს მათ დაეხმარება ამ მოწყობილობების დანიშნულების უკეთ აღქმაში.
6.ბლოგინგი – გამოიყენეთ ბლოგები წერისთვის, ეს გააუმჯობესებს მათ წერით უნარებს.
7.იყავი ციფრული – ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება აგარიდებთ ბევრ ფურცლებს. მიეცით საშუალება მოსწავლეებს ტექნოლოგიები აითვისონ და გამოიყენონ.
8.თანამშრომლობა – ტექნოლოგიების გამოყენებით თანამშრომლობა ხდება მაშინ, როც ამასწავლებელი და მოსწავლე ერთობლივად ქმნიან პრეზენტაციას, ვიდეოს, ციფრული რესურსს და პროექტებს. ასევე დოკუმენტები გაცვლა-გამოცვლა ელქტრონული ფოსტით.
9.გამოიყენე ტვიტერის ჩატი – ტვიტერის ჩატში მონაწილეობის მიღება, ყველაზე მოსახერხებელი და იაფი საშუალებაა, რომ კომუნიკაცია განვავითაროთ. ასევე სასარგებლოა პროფესიული განვითრებისთვის.
10.დაკავშირება – დღეს ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, რომ მოვძებნოთ ყველა, ყველგან, ყოველთვის. დავუკავშირდეთ მათ სოციალური მედიის გამოყენებით: Follow, Join.
11.პროექტზე დაფუძნებული სწავლება – დღეს მოწავლეებს არ სჭირდებათ მხოლოდ სახელმძღვანელოები, მათ შეუძლიათ მოიძიონ, შექმნან და მისცენ პროექტს საბოლოო სახე. მასწავლებელი მათ სჭირდებათ მხოლოდ იმისათვის, რომ მითითება მისცეს და გიდის ფუნქცია შეასრულოს.
12.შექმენი შენი საკუთარი ციფრული ფეხის ნაკვალევი – დღეს მასწავლებლი არის მოდელი სოციალური მედიის გამოყენების პროცესში, ის ტვირთავს ფოტოებს, აზიარებს ინფორმაციას, საკუთარ აზრებს. ამ ყველაფრის სწორად გამოყენება საკლასო ოთახში მოსწავლეებს დაეხმარება ტექნოლოგიების სწორად გამოყენებაში.
13.კოდირება, გაშიფვრა – თუ მე-20 საუკუნის მასწავლებლისთვის მთავარი იყო კალამი და ფანქარი, დღეს 21-ე საუკუნის მასწავლებლისთვის „კალამი და ფანქარი“ არის კომპიუტერი. ვებ-გვერდის გაშიფვრა საოცრად საინტერესოა – HTML ეს არის გასაოცარი.
14.სიახლეთა დანერგვა – საკლასო ოთახში საიხლეების დანერგვა ძალიან კარგი საშუალებაა მოსწავლეების ჩართულობის გაზრდის მიზნით. გამოიყენეთ TED https://www.youtube.com/user/Tedpyc -ის საუბრები და დანერგეთ აქტივობები საკლასო ოთახში.
15.გაგრძელე სწავლა – დღის განმავლობაში თუნდაც 20 წუთი დაუთმე სიახლეების გაცნობას, ეს უკვე დიდი საქმეა.


კარგი მასწავლებლის 8 მახასიათებელი
1. არიან თავდაჯერებულნი
სწავლების პროცესში თავდაჯერებულობა შეიძლება ბევრ რამეში გამოიხატებოდეს. მაგალითად: მასალის ცოდნაში, ან თქვენი სწავლების მეთოდების უბადლოობაში. რა თქმა უნდა, ამ ორი მიმართულებით თავდაჯერება მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაზე აუცილებელი სულ სხვა რამ არის და არც თუ ისე ადვილი ასახსნელია.
ვგულისხმობ იმ თავდაჯერებას, როცა თქვენ ზუსტად იცით, რომ იქ ხართ სადაც ხართ და აკეთებთ იმ საქმეს, რასაც უნდა აკეთებდეთ, თუ მიუხედავად იმ მძიმე შრომისა, რასაც ამ საქმეში დებთ, ისაა, რაც თქვენთვისაც და თქვენი მოსწავლეებისთვისაც სარგებლის მომტანია. მოსწავლეები მასწავლებლის ამ დამოკიდებულებას გრძნობენ. სკოლაში მუშაობა რთული და სტრესულია, თუმცა შედეგები – სასიამოვნო. მაგრამ თუ ასწავლით და არ ხართ დარწმუნებული, რომ ეს თქვენი საქმეა… ესე იგი, არც არის.
2. გამოირჩევიან ცხოვრებისეული გამოცდილებით
რეალური ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც სკოლისა და განათლების სფეროს ჩარჩოების მიღმა გამოცდილებას გულისხმობს, დაგეხმარებათ სასწავლო თემების გასაგებ კონტექსტში წარმოდგენასა და რეალობასთან დაკავშირებაში. მასწავლებლებს, რომელთაც უმოგზაურიათ, უმუშავიათ სხვა სფეროში, უთამაშიათ რომელიმე სპორტულ გუნდში და ზოგადად, საინტერესო გამოცდილებები მიუღიათ, არ შემოიფარგლებიან, მხოლოდ ერთი პროფესიით – პროფესია “მასწავლებლით”. იქნება ეს პასუხი გუნდური მუშაობის მნიშვნელობაზე, თუ პასუხი პატარა მოსწავლის კითხვაზე – თუ რაში დასჭირდება მათემატიკა. მასწავლებლებს, რომელთაც საკმარისი დრო და ენერგია აქვთ დახარჯული სხვა პროფესიულ საქმიანობაში, შეუძლიათ უკეთ და საფუძვლიანად დაინახონ, თუ რა როლი აკისრია სასკოლო განათლებას ცხოვრებისეულ ჭრილში.
3. ხედავენ და ესმით თითოეული მოსწავლის მოტივაცია
ისევე, როგორც მოსწავლეების ინტერესები განსხვავდება ერთმანეთისაგან, ასევე განსხვავებულია მათი მოტივატორებიც. უმეტესობა მათგანი შეძლებს საკლასო ოთახშივე გამოავლინოს საკუთარი ხედვა და ამბიციები. შესაბამისად, მოტივაციაც რეალობიდან გამომდიანრე ჩამოუყალიბდეს. სამწუხაროდ, ზოგი მოსწავლე მხოლოდ გარე მოტივატორებზე რეაგირებს, მაგრამ კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ გვხვდება ისეთი მოსწავლეც, რომელიც საერთოდ ვერ აკავშირებს საკლასო ოთახში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ ინტერესებთან. დიდია ალბათომა იმისა, რომ ასეთი მოსწავლეები ვერ ჩაერთვებიან საერთო პროცესში. პროფესიონალმა მასწავლებელმა იცის, თუ როგორ მიუდგეს თითოეულ ასეთ მოსწავლეს და ის მასალა, რასაც სწავლის პროცესში გადიან, ამ მოსწავლეებისათვის გასაგებ კონტექსტში განიხილოს და დაანახოს კავშირი საგანსა და მათ ინტერესებს შორის. მასწავლებლები, რომელთაც არ შეუძლიათ, ხელი შეუწყონ მოსწავლეების მიერ ამ კავშირის დანახვას, საერთოდ უნდა დაფიქრდნენ, რა აზრი აქვს იმ ბავშვებთან მუშაობას, რომელთაც არც ინტერესი აქვთ და ვერც აკავშირებენ გონებაში მიღებულ ინფორმაციას შესაბამის თემასთან.
4. არიან ჩვეულებრივი ადამიანები და არა გმირები
დიახ, ყველა მასწავლებელი გმირია. ახლა დავივიწყოთ ეს ბანალური ფრაზა და ვცადოთ ამ კლიშეს მიღმა რეალური მნიშვნელობა განვმარტოთ. ზოგ მასწავლებელს ჯერ კიდებ უჭირს იმის ჩვენება, რომ რაღაც შეიძლება მასაც შეეშალოს. ასეთ პედაგოგებს დიდი ენერგიის ფასად დაუჯდებათ მოსწავლეებისათვის მათი იმედგაცრუების, წყენისა, და გაბრაზების დაფარვა. რატომ? იმიტომ, რომ რიგი მასწავლებლებისა ვერ ითავისუფლებს თავს ბარიერისაგან, რომ თქვას “წარმოდგენა არ მაქვს, რა არის პასუხი შენ კითხვაზე”. სამაგიეროდ, მასწავლებლები, რომლებიც ბუნებრივად ახერხებენ მოსწავლეებთან დაკავშირებას, არ ეშინიათ ემოციების გამოხატვის და შეუძლიათ აღიარონ, რომ ცოცხალი ენციკლოპედიები არ არინ.
რა თქმა უნდა, არავის უნდა, ზედმეტად საცოდავი იყოს, ან ემოციების კორიანტელი დააყენოს კლასში, მაგრამ რა არის იმაზე უკეთესი გზა ბავშვებს თანაგრძნობა ასწავლოთ, ვიდრე ის, რომ თავად იყოთ თანაგრძნობის ობიეტი, როცა ცუდი დღე გაქვთ? გუნდური მუშაობის წახალისებისათვის და იმისათვის, რომ ბავშვებს ასწავლოთ, რომ არაუშავს, როცა რაღაც არ ვიცით, საუკეთესო საშუალობაა უთხარათ: “არ ვიცი, მაგრამ რატომ არ გავარკვიოთ ერთად?
5. ერკვევიან ტექნიკაში
მოდით, ამ თემაზე ძალიან ბევრს ნუ ვისაუბრებთ, რადგან უკვე საკმაოდ დაიხარჯა მელანი (და უკვე პიქსელიც) ამ საკითხის განხილვისას. რაც დრო გადის, იმის თქმა, რომ – “მაგრამ მე არ ვიცი _________ გამოყენება” (იგულისხმება ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობა) ჟღერს, როგორც – “მაგრამ მე არ ვიცი ტელეფონის გამოყენება”.
ერთადერთი შემთხვევა, როცა ეს განცხადება მისაღებია, არის მხოლოდ შემდეგი გაგრძელებით: “…მაგრამ ძალიან მინდა ვისწავლო!” ბავშვებმა, რომ მსგავსი სუსტი არგუმენტი მოიშველიონ დავალების არშესრულების მიზეზად, მოგვეწონებოდა? დღევანდელ დღეს, გამოწვევებისაგან თავის არიდების მიზნით, თითოეული მსგავსი უსუსური კომენტარით დავკარგავთ ქულებს, როგორც პროფესიონალი.
6. აძლევენ სხვებს რისკის მაგალითს
ჩვენ მოსწავლეებს ვურჩევთ, რომ იყვნენ რისკიანები. ყველას მოგვწონს, როცა გარისკვა შეგვიძლია, მაგრამ ვაღიაროთ, რომ მასწავლებლების უმეტესობა რისკისგან შორსაა. ეს კონკრეტული პრინციპი წინა თემის გაგრძელებაა, როცა შეცდომის აღიარების თაობაზე ვსაუბრობდით. პედაგოგი, რომელსაც შეუძლია, გამოვიდეს სტატიკური ჩარჩოდან, სცადოს რამე ახალი და თუნდაც სხვების თვალში “გიჟად” წარმოჩინდეს, მაინც გარისკოს პროფესიის ხათრით, მოსწავლეების პატივისცემას მოიპოვებს.
არ აქვს მნიშვნელობა, ეს რისკი წარმატებას მოიტანს, თუ არ გაამართლებს. მთავარია, რომ ბავშვებს დაამახსოვრდებათ და მიიღებენ გამოცდილებას, რომელზეც ისწავლიან. სწორედ ეს არ არის ჩვენი მიზანი? რაც არ უნდა იყოს, როცა იქნება მითქმა-მოთქმა დასრულდება. ცუდი PR არ არსებობს.
7. აკეთებენ აქცენტს მნიშვნელოვანზე
იქნება ეს: დაგვიანებების აღრიცხვა, დავალებების შეგროვება, ქულების დათვლის მიზნით, თუ ბავშვების ჩიჩინი, რომ ისწავლონ – საკმარისი მიზეზებია იმისათვის, რომ მასწავლებელის ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანიდან წვრილმანებზე გადავიდეს. ძლიერმა მასწავლებლებმა იციან, რომ ქრონიკული დაგვიანებების, ან სკოლის ხშირი გაცდენის უკან, უფრო ღრმა მიზეზია და არ კარგავენ დროს მათ “მოგვარებაზე”, როცა რეალურად აზრიც არ აქვს. ამისათვის არსებობს სკოლის ადმინისტრაცია და სასწავლო ნაწილი.
ამასთან, წარმატებულმა მასწავლებლებმა იციან, რომ კონკრეტული და ეფექტიანი დავალებით და მიზანმიმართული უკუკავშირით საკუთარ შრომასაც გაიმარტივებენ და ბავშვებსაც უფრო ჩართავენ აქტივობებში. ასევე, მასალის მოსწავლეების ინტერესებსა და გატაცებებზე მორგებით, სწავლის შედეგებს მაქსიმალურად გაზრდიან. ბევრი უმნიშველო დეტალია, რომელიც უაზროდ ხარჯავს მასწავლებლის დროს. ძლიერი პედაგოგები კი ყოველთვის ახერხებენ კონცენტრაციას მთავარზე.
8. ნაკლებად ღელავენ იმაზე, თუ რას იტყვის ადმინისტრაცია
ეს ნაწილი ძალიან ბევრ ზემოაღნიშნულ თემას უკავშირდება. ძლიერი მასწავლებლები თავიანთ საქმეს ისე აკეთებენ, რომ გონებას ნაკლებად იღლიან იმაზე ფიქრით, თუ რას იფიქრებს სასწავლო ნაწილი. ისინი რისკავენ. მათი კლასი შეიძლება ხმაურიანიც იყოს, მოუწესრიგებელიც, ან ორივე ერთად. მათ ქმედებებში შეიძლება მცირე დარღვევებიც იყოს (უმეტესად სასკოლო წესების), მაგრამ სამაგიეროდ მეტად დააინტერესებენ მოსწავლეებს და ჩართავენ სასწავლო პროცესში.
მასწავლეების ამ კატეგორიამ იცის, რომ სწავლა არ არის აკურატული და წესრიგიანი პროცესი და წესების ზედმიწევნით ზუსტად დაცვით ბავშვების ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას, სპონტანურობას და გატაცებებს რუტინით ჩაკლავენ. მუდამ იმაზე შიში, თუ რას იტყვის უფროსი, შეგზღუდავთ ყველა საქმეში და არც სწავლებაა გამონაკლისი.
პირიქით, საუკეთესო მასწავლებლები მისდევენ დევიზს: “პატიება უფრო ადვილია, ვიდრე ნებართვის მიღება”.

საუკეთესო მასწავლებლის ხუთი მახსიათებელი
  1. პროფესიის ძლიერი სიყვარული – სიყვარულის გარეშე ნამდვილად ვერ შეძლებთ იყოთ კარგი თქვენ პროფესიაში. თუ თქვენ არ აღმერთებთ და არ გიყვართ თქვენი საგანი, მაშინ როგორ შეაყვარებთ მას თქვენ მოსწავლეებს? არ შეგეშინდეთ, რომ ანახოთ მოსწავლეებს თქვენი სიყვარული ყველაფრისადმი რასაც მათ ასწავლით. მაშინაც კი, თუ თქვენი მოსწავლეები შემოგხედავენ ისე, როგორც გიჟს, როცა თქვენ სიყვარულით ანთებული თვალებით ხსნით ალგებრას. დარწმუნებული იყავით, თქვენი ენთუზიაზმი და ინტერესი მათაც მალე გადაეგებათ.
  2. შემოქმედება – მოსწავლეებს უყვართ მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია, რომ მოსაწყენი საგანი საინტერესო გახადოს, გააფერადოს დამხმარე მასალებით და თამაშებით. სტანდარტიზებული ტესტები და მუდმივად ახალი სასწავლო კურიკულუმების მიღება საკმაოდ რთულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. მარტივად სასწავლი მასალა მოსწავლეების თვალში თქვენ კარგ მასწავლებლად გაქცევთ. მაგრამ თუ გსურთ იყოთ საუკეთესო, თქვენ უნდა გამოიყენოთ უნიკალური სწავლების მეთოდები და მოსწავლეებზე მორგებული გაკვეთილის გეგმები.
  3. მოქნილობა – იყო მასწავლებელი, ნიშნავს იყო შენი პროფესიისთვის თავდადებული. თუ მოსწავლემ ტესტი ცუდად გააკეთა, მზად უნდა იყოთ, შესთავაზოთ დახმარება დამატებითი მეცადინეობის სახით გაკვეთილების შემდეგ. გარდა ამისა, ხშირად გაუმეორეთ მოსწავლეებს, რომ მათ შეუძლიათ გაჭირვების დროს, როდესაც რაიმეს ვერ გაიგებენ, დახმარებისთვის თქვენ მოგმართონ და ჰქონდეთ თქვნი დახმარების იმედი.
  4. ინტეგრირება – ყოველდღიური ცხოვრება არ უნდა დატოვოთ იზოლირებული და მხოლოდ განათლებაზე არ უნდა იყოთ ორიენტირებული. არ აქვს მნიშვნელობა, თუ თქვენ მხოლოდ ერთი ხართ მთელ სკოლაში, რომელიც ინტეგრირებას ახდენს, უნდა გააგრძელოთ ამის კეთება. თუ თქვენ არ ხართ საკმარისად მზად, რომ ახსნათ ალგებრა მუსიკასთან ერთად, მაშინ ბავშვის მსგავსად, პატარა ნაბიჯებით უნდა მოახდინოთ ინტეგრირება და დროთა განმავლობაში დაინახავთ როგორ უნდა მიხვიდეთ ინტეგრირებამდე. მოიძიეთ რესურსები ინტერნეტში, თქვენ ნახავთ არაერთ სასწავლო რესურსს, რომლებიც მოგცემენ იდეებს ინტეგრირებისთვის.5
  5. კავშირი – ნუ გექნებათ იმედი ეფექტური სწავლების, თუ არ გექნებათ მუდმივი კავშირი თქვენ მოსწავლეებთან. თქვენსა და თითოეულ მოსწავლეს შორის მყარი და საიმედო კავშირი უნდა შედგეს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, თქვენ ხართ ცოდნის წარმომადგენელი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს. გარკვეული დროის შემდეგ, მოსწავლეებში გაჩნდება თქვენდამი ნდობა, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ საინტერესო მათთვის. მართალია, თქვენ ნამდვლი სიყვარეული უნდა გქონდეთ თქვენი საგნის, თუმცა ეს არ უნდა იყოს თქვენი ერთადერთი უნარი. უნდა გქონდეთ ჰობი, როგორიცაა წერა, მძლეოსნობა და დაკვრა მუსიკალურ ინსტრუმენტზე, ის, რაც მოსწავლეებს აინტერესებთ. ამ ფორმით თქვენ აუცილებლად აღმოაჩენთ რაიმე საერთოს მოსწავლეებთან, რაც თქვენსა და მათ შორის ბარიერის მოხსნაში დაგეხმარებათ. თქვენ უნდა შეძლოთ სრულყოფილი კომუნიკაცია მოსწავლეებთან.

Комментариев нет:

Отправить комментарий