ფედია ჩუდეცკის
იყო ღრმა ფილოსოფოსი,სახელად ერქვა სპინოზა,
ის ქადაგებდა: რათა სომთ
ამდენს არაყს და ღვინოსა.
ეს რომ სიკვდილმა გაიგო, -
სთქვა: ცოტა მამითმინოსა,
გამაუქროლა სპინოზას -
და მტვრად აქცია სპინოზა!
ესე ამბავი სახუმრო -
სერიოზულზე მეტია,
რაც დღე დააკლდა სპინოზას -
შენ შაგემატოს, ფედია.
გლაკტიონ ტაბიაძე
ერთ სტროფში ჩატეული დიდი ოცნება
მკვლევარები და ლიტერატურათმცოდნეები თვლიან, რომ ეს ერთსტროფიანი ლექსი გალაკტიონს ეკუთვნის და ქართველიხალხის დიდ ოცნებას ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს:
"დადგება დრო, „უფროსი ძმა“
„უმცროსს“ ვეღარ უბატონებს,
გწამდეთ ყველას, საქართველო
კვლავ თავის თავს უპატრონებს".
გამოცანა
თავშეხვეულს გავექეცი
წითელქუდამ დამიჭირა
წითელქუდამ დამიჭირა
,შემბოჭა და სასიკვდილოდ
დანა გულზე დამაჭირა.
მომეშველა უცხო ქერა,
ლეში იხსნა, სული მოკლა,
ვაი, უით შემიცვალა
და ვინც ამას გამოიცნობს
ერთი გუდა ხიზილალა.
აკაკი წერეთელი
Комментариев нет:
Отправить комментарий