"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

вторник, 15 декабря 2020 г.

იტვინინგი - 2020

პროექტის გეგმა ჩვენი სკოლა ეს ძალიან საინტერესო პროექტია. მოსწავლეები ერთმანეთს აცნობენ თავიანთ სკოლას,საკუთარი სასკოლო საქმიანობის შედეგებს , კურსდამთავრებულებს, წარმატებულ მოსწავლეებს. შეუძლიათ შეადარონ თავიანთი სკოლის მოვლენები, ტრადიციები, ისტორიული ფაქტები პარტნიორი სკოლების შედეგებს.ამგვარად, ისინი გაეცნობიან სხვა ქვეყნის სკოლის მოსწავლეების ცხოვრებას. მათ მირწევებსა და პრობლემებს. მიზნები განავითარეთ ICT უნარები. 21 საუკუნის უნარების დახვეწა. ცოდნის მიღება სხვა ქვეყნებისა და სკოლების შესახებ სამუშაო პროცესი წარუდგინონ ერთმანეთს, თითოეული პარტნიორის ქვეყნის, ქალაქის და სკოლის წარმომადგენლები. მონაწილეები გაეცნობიან ერთმანეთს. (ვიდეო ან პრეზენტაცია). შეძლებენ შეადაროს სხვა ქვეყნების თინეიჯერების ცხოვრება და დაწეროს ნამუშევარი "სკოლა და მოსწავლეები" მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები და მასწავლებლები შეისწავლიან ევროპელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ცხოვრებას განავითარეთ ICT უნარები. ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავება ვებინარი პროექტების ეფექტურად მართვა eTwinning პორტალის სივრცეში თბილისის 42-ე სკოლის მასწავლებლის ანა სალაყაიას რეფლექსია 1 დღე ტრენერი ნონა გორგაძე გაგვეცნო,შემოგვთავაზა, გაგვეხსენებინა პადლეტზე მუშაობა და ამ დაფის დახმარებით ერთმანეთს გავცნობოდით,შემდეგ გაგვაცნო ტრენინგის მიზნები ვებინარის წესები. შევავსეთ ონლაინ აღრიცხვის ფორმა.გავეცანით პროექტის განხორციელების ეტაპებს, პორტალზე განთავსებულ 6 საფეხურიან გეგმას. ძალიან შევშინდი, ბევრი რამ დამავიწყდა და ვერ წარმომიდგენია, როგორ შევძლებთ ამდენი ინსტრუმენთის 4 დღეში გაცნობას.გ ავეცანით ითვინინგის პორტალზე განტავსებულ ერთ-ერთ გეგმას.დაგვევალა ამ გეგმის მ მიხედვით დაგვეწერა საკუთარი პროექტის დროში გაწერილი გეგმა. ვისწავლეთ, როგორ შეგვედგინა ელექტრონული გამოკითხვის ფორმა . google.maps -ის გამოყენებით შევქმენით სასურველი რუკა, განვიხილეთ, რა ტიპის ინფორმაციას იძლევა ასეთი რუკა. შემდეგ გავეცანით ბლოგის გამოყენებას პროექტში.გავხსენით გვერდი www.blogger.com და გავეცანით ნავიგაციას ბლოგზე. გავეცანით ციფრული ხელსაწყო https://www.genial.ly/en. ვიმუშავეთ პრაქტიკულად, სახელდახელოდ შევქმენით მარტივი პრეზენტაცია. ეს სამუშაო დღე მეტად დატვირთული და საინტერესო იყო. 2 დღე მეორე დღე დავიწყეთ საქმიანად.გავიხსენეთ პირველ დღეს შესწავლილი მასალა. ტრენერი დაგვეხმარა დავალების დროს შექმნილი დაბრკოლებების დაძლევაში. შემდეგ გავეცანით ამ დღის სამუშაო გეგმას . უნდა შევსულიყავით იტვინინგის პორტალზე , დაგვეგეგმა ივენთი, მოგვეწვია მონაწილეები. ძალიან გამიჭირდა, რადგან იტვინინგში ვერ შევედი, არ მახსოვდა პაროლი, სანამ ახალი პაროლი მოვითხოვე, თრენინგის მონაწილეები ძალიან დაწინაურდნენ, ალბათ, დღეს მოცემულ დავალებებს ან ვერ შევასრულლებ, ან ბევრი წვალება დამჭირდება. დროც მცირე მაქვს, ვესწრები სხვა ტრენინგებს, ვატარებ გაკვეთილებს. აქ მოცემულ მასალას კი სჭირდება დაკვირვებით შესწავლა. ვისაუბრეთ„პროექტის აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტურ გზებზე“ . გავეცანიტ ინსტრუმენტებს: https://biteable.com და www.Postermywall.com-ს . მუშაობა ძალიან სახალისო იყო,მოვამზადე პოსტერი ჩემი სკოლის შესახებ. გავეცანით გამოკითხვის ნიმუშს www.tricider.com .-ს დაგვევალა განვათავსოთ Twinspac- და ბლოგზე ჩვენ მიერ შექმნილი რესურსების ბმულები, პრეზენტაცია, პოსტერი /ფლაერის და ონლაინ გამოკითხვა. ეს დღეს დატვირთული და საინტერესო იყო. დღე 3 გავიხსენეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა.ტრენერმა გვიპასუხა კითხვებზე, რომლებიც გაგვიჩნდა მუშაობის პროცესში.კვლავ ითვინინგის პორტალში ვიმუშავეთ.გავიხსენეთ, როგორ უნდა მოვითხოვოთ პროექტში გაწევრიანება,,როგორ უნდა დავიმატოთ ჩვენს პროექტში პარტნიორები,მიმოვიხილეთ ტვინსფეისი და ჩანართები მიმოვიხილე ჩანართები Page, Materials , Forum, Members ; გავეცანით ციფრულ ხელსაწყოს https://www.emaze.com და www.Issuu.com-ს , რომელიც გამოგვადგება პროექტის შეფასების საპრეზენტაციო ფაილის მომზადებისას. შევისწავლეთ, როგორ უნდა დავამატოთ ბლოგზე გაჯეტები, ინფორმაცია. დღე 4 გავიხსენეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა.ტრენერმა ამომწურავად გვიპასუხა სეკითხვებსე, შემდეგ გაგვაცნო ჩვენი ვებინარის ბოლო დრის სამუშაო გეგმა. გავეცანით, გვერდს www.voki.com. ტრენერმა აგვიხსნა, როგორ უნდა წარვუდგინოთ ამ ინსტრუმენტის დახმარებით საკუთარი თავი პროექტის მონაწილეებს. გავეცანით, როგორ უნდა აიკინძოს მოსწავლეთა ავატარები ბლოგის გვერდზე. ადგილზევე შევქმენით მარტივი რესურსი და გადავუგზავნეთ ტრენერს ვისწავლეთ რესურსის www.voki.com გამოყენება. ტრენერი გვესაუბრა ხარისხის ნიშანზე პრეზენტაცოიის თანხლებით. დეტალურად გავიარეთ ყველა ნაბიჯი ფორმის შესავსებად. დაგვევალა ტრენინგის მიმდინარეობისას შექმნილი ყველა რესურსი განვათავსოთ ბლოგზე და პროექტის თვინსფეისზე. ამგვარად, დასრულდა ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის 4 საინტერესო დღე. გავეცანით სიახლეებს, გავეცანით ახალ ინსტრუმენტებს, გავიხსენეთ ადრე შესწავლილ გვერდებზე მუშაობა, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენეთ ჩვენს თრენერს, ქალბატონ ნონა გორგაძეს. ვფიქრობთ, სეზენილ ცოდნასა და გამოცდილებას ეფექტურად და ეფექტიანად გამოვიყენებთ სწავლა-სწავლების პროცესში. .