"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

"რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების....



    საქმე N22905-61
       საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი...



კაბინეტი თუთუნის კვამლში იყო გახვეულიმაგიდის ლამპის შუქით განათებულ ოთახში მხოლოდ სერგო ორჯონიკიძის გაბურძგნული თმა და ბოროტად მოელვარე თვალები მოჩანდამზერით ხვრეტდა მის კაბინეტში მყოფ შალვა დადიანსპავლე ინგოროყვასა და ალექსანდრე აბაშელსრომლებიც მისგან ვაჟა-ფშაველას შვილისლევან რაზიკაშვილის განთავისუფლებას ითხოვდნენდაძაბული სიჩუმე იმდენ ხანს გაგრძელდარომ მწერლებს კინაღამ ნერვებმა უმტყუნათორჯონიკიძემროგორც იქნახმა ამოიღო და კბილებში გამოსცრა: „ვაჟა-ფშაველას შვილი კი არათვით ვაჟა რომ ყოფილიყო ცოცხალიიმასაც დავხვრეტდი!“
პავლე ინგოროყვამ ქუდს ხელი დაავლო და პირველი გამოვარდა კაბინეტიდანდანარჩენებიც უხმოდ მიჰყვნენ
საქართველოს შსს- არქივში დევს საქართველოს "ჩეკაშიგამოძიებული სისხლის სამართლის საქმე N22905-61, რომელიც 1922 წელს შეიკერა და რომლის საფუძველზეც ლევან ლუკას ძე რაზიკაშვილს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტავაჟა-ფშაველას ვაჟიქვეყნის დიდი პატრიოტი და ინტელიგენტობით განსაკუთრებით გამორჩეული პიროვნება ლევან რაზიკაშვილი საბჭოთა ხელისუფლებამ ქვეყნის მტრად გამოაცხადა დასამაგალითოდსიკვდილით დასაჯა.
სხედან:თამარ დიდებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ვახტანგ რაზიკაშვილი.დგას ლევან რაზიკაშვილი

                                                          
ლევანი 1887 წელს დაიბადაის ვაჟა-ფშაველასა და კეკე ნებიერიძის მეორე შვილიალევანი ცოტა ხანს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდასადაც ერთ მერხზე ისხდნენ ის და ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ძალიან ახლო მეგობრები იყვნენეს მეგობრობა შემდგომშიც გაგრძელდა და ლევან რაზიკაშვილს ბედისწერად ექცა...
                           მარჯვნიდან პირველია ლევან რაზიკაშვილი
ლევანი სკოლის მერხიდან სოციალ-ფედერალისტობდა და სხვათა შორისეს ამბავი კომუნისტებს მთავარ „ბრალდებად“ უდევთ სისხლის სამართლის საქმეში.
სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ვაჟა ცდილობდალევანს სწავლა გაეგრძელებინაამიტომაც ხან ვის აწუხებდა სტიპენდიის თაობაზე და ხან – ვისთუმცა ამაოდბოლოს ლევანმა გორში სოცუზრუნველყოფის გამგებლად დაიწყო მუშაობასწორედ გორში ყოფნის პერიოდში გაიცნო ლევანმაულამაზესი 17 წლის თამარ თვარელიძელევანი თამარის ძმასიოსებს დაუმეგობრდა და მათ ოჯახში ხშირად დადიოდა.  ახალგაზრდები დაქორწინდნენ. ნეფე-პატარძალს უკან ვაჟა-ფშაველა მოჰყვებოდადიდი პოეტის ნახვას ხალხი ისე აღუფრთოვანებიარომ ეკლესიამდე მისასვლელ გზაზე ფარდაგები და ია-ვარდი მოუფენიავაჟას ბევრი არაფერი ებადათუმცა შვილს გული არ დასწყვიტა და თავისი ერთადერთი ძვირფასი ნივთიოქროს ძეწკვზე ჩამოკიდებული საათიქორწილშივე უსახსოვრასიკვდილის პირას მყოფი ვაჟა ლევანმა და თამარმა თბილისში მოინახულესვაჟა ფეხმძიმე რძალს მუცელზე მოეფერა და უთხრამალე ლუკა დაიბადებაოლუკა რაზიკაშვილი ვაჟას სიკვდილის შემდეგ მოევლინა ქვეყნიერებას.
1920 წელს ლევანი ოჯახთან ერთად ჩარგალში დაბრუნდასადაც ფშავის მილიციის უფროსადაც დანიშნესმიუხედავად ასეთი თანამდებობისაის კარგი ადამიანი იყო და ძალიან უყვარდათ ფშაველებსრომლებმაც მისი დაჭერის შემდეგ საკუთარი სიცოცხლე სასწორზე შეაგდეს და ორმოცდაათზე მეტი ადამიანი წერილობითი ფორმით ითხოვდა ლევან რაზიკაშვილის გათავისუფლებას.

ქაიხოსრო(ქაქუცა) ჩოლოყაშვილი
ამ პერიოდში ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი რაზმი გააფთრებით იბრძოდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგსაბჭოთა ხელისუფლება ქაქუცას პარტიზანული რაზმების წევრებისა და აჯანყებულ ხევსურთა მიმართ დაუნდობელი და სასტიკი სადამსჯელო ღონიძიებების გატარებას შეუდგასერგო ორჯონიკიძის ინიციატივით ხევსურეთის სიღრმეში შეიგზავნა მსხვილი სამხედრო შენაერთებირომელთაც დაევალათ აჯანყების უმოკლეს დროში ჩახშობა და ხევსურთა დამორჩილებალევან რაზიკაშვილი ამ დროს ფშავის მილიციის უფროსი იყოალყაში მოქცეული ჩოლოყაშვილი კი გაქრა

ქაიხოსრო(ქაქუცა) ჩოლოყაშვილი
აღმასკომის თავმჯდომარე სერგო სურგულაძემრომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ოპერაციასვერ შეასრულა სახკომსაბჭოს განსაკუთრებული და საგანგებო დავალებარომლის მიხედვითაცმას ხევსურეთისკენ დახეული ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმისთვის გზა უნდა გადაეკეტარისთვისაც ის დროებით თანამდებობიდან გადააყენესსერგო სურგულაძემ ქაქუცასა და მისი რაზმისთვის გზის არგადაკეტვის მიზეზად ფშავის მილიციის უფროსის - ლევან რაზიკაშვილის მიერ ბრძანების შეუსრულებლობა და ღალატი დაასახელა.
ლევან რაზიკაშვილის საქმეში დევს საქართველოს შინსახკომის მოადგილისა და მილიციის სამმართველოს უფროსის იოვიძის მიერ საქართველოს "ჩეკასადმი" 1922 წლის 8 ნოემბერს გაგზავნილი N445 სრულიად საიდუმლო მიწერილობარომელშიც ნათქვამია: "თქვენი 3 ნოემბრის N17756 მოთხოვნის თანახმად გაცნობებთრომ ჩემი ხევსურეთში ყოფნის დროსროცა იქ საბჭოთა ხელისუფლების ორგანიზაციას ვახდენდითიანეთის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარემ მომახსენა სიტყვიერადრომ მაღაროსკარის მილიციის უფროს რაზიკაშვილს კავშირი ჰქონდა ბანდიტ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და მილიციის ბრძოლის თვალსაზრისით სრული უმოქმედობაის კი არათანაგრძნობაც კი გამოავლინასაკუთარ თავს უწოდებდა ეროვნულ დემოკრატსფშავ-ხევსურეთში ჩვენი ოპერაციების დროს იგი თვითნებურად წავიდა სამსახურიდანყოველივე ამის გამო მე განკარგულება გავეცირაზიკაშვილი დაეპატიმრებინათ და ყველა საბრალდებო მასალით საქჩეკაში გადაეგზავნათ".
ამ მიწერილობის საფუძველზევითომდა სამსახურებრივი საქმეების გამოლევან რაზიკაშვილი თიანეთის მილიციაში დაიბარეს. 1922 წლის 30 სექტემბერს ის თავისი ფეხით გამოცხადდა თიანეთის საგანგებო კომისიაშისადაც დააპატიმრეს და ბრალი დასდეს ბანდიტიზმში მონაწილეობასა და სამსახურის თვითნებურად მიტოვებაში.
ლევან რაზიკაშვილის ბრალდებათა სერია შემდეგნაირად ააწყვეს: მამამისივაჟა-ფშაველაფედერალისტებს თანაუგრძნობდა და მისი შვილიც "სკოლის მერხიდან სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი იყო". არადაიმ დროს ის მხოლოდ 14 წლის მოსწავლე იყო და სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაშისკოლის მერხზე ლევანი ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით მჯდარაქაქუცასთან მეგობრობა და სოციალ-ფედერალისტობა შემდეგაც გაგრძელებულარასაც ლევანი თვითონვე აღიარებდა. "1909 წლიდან თანავუგრძნობდი ფედერალისტებს," - გულწრფელად განაცხადა ერთ-ერთი დაკითხვის დროსასევე გაგრძელებულა მისი მეგობრობა ქაქუცა ჩოლოყაშვილთანქაქუცა 1915 წელს ვაჟა-ფშაველას დაკრძალვასაც კი დასწრებიასაქართველოს გასაბჭოების წინააღმდეგ ბრძოლების დროსროცა ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავისი რაზმით ფშავში გამოჩენილალევანი გულუხვად გამასპინძლებია სტუმარს და ნაბადი და ხანჯალიც უჩუქებიაეს ამბავი მაშინვე გახმაურებულა და იმდროინდელ ხელისუფლებას საბჭოთა რეჟიმის მიმართ მტრულ მოქმედებად მიუჩნევია.
ლევანის უდანაშაულობაში დარწმუნებულმა მისმა ცოლმა თხოვნით მიმართა საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს.
"უმორჩილესად გთხოვთშეხვიდეთ ჩემს უმწეო მდგომარეობაში და ჩემი მეუღლის ლევან რაზიკაშვილის საქმე საჩქაროდ გამოიძიოთ და გაარჩიოთრომ ყოვლად უდანაშაულო ადამიანი ტყუილ-უბრალოდ არ დაიტანჯოს საპყრობილეში ჯდომითო“,- თუმცა, რა თქმა უნდა, თხოვნამ არ გაჭრა.
მიუხედავად ყველაფრისალევან რაზიკაშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯესგანაჩენის სისრულეში მოყვანა გაჭიანურდა არაერთი მიზეზის გამოსაბჭოთა ხელისუფლებას სურდა ლევან რაზიკაშვილისაგან რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეღო ჩოლოყაშვილის ჯგუფის წევრთა ვინაობისა და საქმიანობის შესახებ და გამოევლინა ბრალდებულის უკან მდგარი ავტორიტეტული პიროვნებები.
ლევან რაზიკაშვილისთვის 1922 წლის 3-5 დეკემბერს გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი 16 თებერვალს მოიყვანეს სისრულეშიამის თაობაზე საბჭოთა ხელისუფლებას "ჩეკასკომენდანტმა ჩააბარა ანგარიში.
"საქართველოს "ჩეკას" 1923 წლის 13 თებერვლის და საქართველოს "ჩეკასპრეზიდიუმის 1923 წლის 13 თებერვლის 913 მიწერილობის საფუძველზე ჩემისაქჩეკას კომენდანტის მიერ 1923 წლის 15-დან 16 თებერვალსღამის 2 საათზე სისრულეში იქნა მოყვანილი სასიკვდილო განაჩენი - დახვრეტაშემდგომ ქვემოთ დასახელებულ განსასჯელებზე: 1. რაზიკაშვილი ლევან ლუკას ძე, 35 წლის... ყურადღებიანი დათვალიერების შემდეგ ცხედრები დაფლულ იქნა დახვრეტის ადგილას".
აიასეთი ტრაგიკული იყო ბედიკიდევ ერთი ქართველი გმირისა.აქვე დავამატებთ ერთ საინტერესო ფაქტსაცმწერალ გივი ბუთხუზისათვის ვიღაც მოხუცს გაუმხელია – რაზიკაშვილის დახვრეტაში მონაწილეობას მეც ვიღებდიოროცა დასახვრეტად მიგვყავდაერთხელაც არ შეუხრია წარბიგვეძახდა სამშობლოს გამყიდველებსხალხის მტრებსმკვლელებს.
მოტყუებით ჩამიგდეთძაღლებოარაოარ შეგრჩებათ ჩემი დახვრეტამოვა დროისევ აღსდგება საქართველომომავალი თაობები კეთილად გაიხსენებენ სამშობლოსათვის დაცემულთ და ბრალი თქვენითქვე უწმინდურებორომ მომგონებელიც აღარავინ იქნება თქვენიო”.მართლაცდრომ ყველას თავისი მიაგო .
ლევან რაზიკაშვილისა და მისთანათა უდანაშაულობასა და ღვაწლზე საუბარი და ძიება კი დღემდე გრძელდება.
                                                                  ელა ლიონიძე



Комментариев нет:

Отправить комментарий