იცით თუ არა, რომ... მსოფლიოში სამი იბერია არსებობს?
მსოფლიოში არსებობდა სამი იბერია .საყოველთაოდ ცნობილია კავკასიისა და პირენეის იბერები, მაგრამ თურმე ნისლიანი ალბიონის პირველ სახელმწიფოებრივი ტიპის გაერთიანებასაც იბერიაერქვა. ეს მანამ,
სანამ კელტები შეესეოდნენ ნისლიანი ალბიონის კუნძულებს. აკაკი გელოვანი აღნიშნავდა, რომ ალბიონი კუნძულს დაარქვეს იქ მიგრირებულმა ხალიბებმა.ხალიბიონი-ხალბიონი-ალბიონი. როგორც ცნობილია, ხალიბები ქართველუ-რი ტომები იყვნენ.
ამგვარად, ჰიბერნია იგივე ალბიონია და სიტყვა იბერიიდან წარმოიშვა :იბერია- ჰიბერნია – ალბიონი.
გიორგი ლოლაძის მონადირული არქივიდან: "გინახავთ ოდესმე, როგორ კვდება კაკაბი, ცალი რომ ეღუპება? ბალახში გალენჩებული დაჯდება... დაადგები თავს, ნაბიჯსაც არ მოიცვლის. აიყვან, შეგეცოდება და დასვამ. ისევ დგას, არც სვამს, არც ჭამს. სიკვდილი უნდა და კვდება...
აბა, ციყვი ნახეთ: მოუკვდება შეყვარებული და ზის ეგრე, ავადმყოფივით, ყურები ჩამოყრილი აქვს, თავი - ჩამოკიდებული... შეიძლება იცოცხლოს, მაგრამ აღარასოდეს არავის შეუუღლდება, კვდება მარტო...
ირემია და... სიცოცხლის ფასად რომ დაუჯდეს, ვინც უყვარს, არავის დაუთმობს. შეყვარებულისთვის ბრძოლაში კვდება...
ახლა დედაშვილობისას გეტყვით: მერცხალს, ბუდეს რომ დაუნგრევენ, გამოექანება და მიწას დაასკდება... მტრედმაც ეგრე იცის, ბარტყი რომ აღარ დახვდება, წვეტიან ქვას ამოირჩევს, მკერდით ეხლება და სულს ღაფავს...
ნამდვილი მონადირე არწივს ან შევარდენს არ ესვრის, არც მაკე ნადირს... ნათქვამია, თოფი წელიწადში ერთხელ თავისით გაისვრისო და... ნამდვილი მონადირე წასახემსებლად რომ დაჯდება, თოფს გადახსნის და ისე დაიდებს გვერდით..."აბა, ციყვი ნახეთ: მოუკვდება შეყვარებული და ზის ეგრე, ავადმყოფივით, ყურები ჩამოყრილი აქვს, თავი - ჩამოკიდებული... შეიძლება იცოცხლოს, მაგრამ აღარასოდეს არავის შეუუღლდება, კვდება მარტო...ირემია და... სიცოცხლის ფასად რომ დაუჯდეს, ვინც უყვარს, არავის დაუთმობს. შეყვარებულისთვის ბრძოლაში კვდება...ახლა დედაშვილობისას გეტყვით: მერცხალს, ბუდეს რომ დაუნგრევენ, გამოექანება და მიწას დაასკდება... მტრედმაც ეგრე იცის, ბარტყი რომ აღარ დახვდება, წვეტიან ქვას ამოირჩევს, მკერდით ეხლება და სულს ღაფავს...ნამდვილი მონადირე არწივს ან შევარდენს არ ესვრის, არც მაკე ნადირს... ნათქვამია, თოფი წელიწადში ერთხელ თავისით გაისვრისო და... ნამდვილი მონადირე წასახემსებლად რომ დაჯდება, თოფს გადახსნის და ისე დაიდებს გვერდით..."
შვიდი დიდი ებრაელი
პირველმა დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ყველაფერი ღმერთიდან მოდის და ეს იყო მოსე…
სოლომონის ბეჭედი
მესამე დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ყველაფერი გულიდან მოდის და ეს იყო იესო…
მეოთხე დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ყველაფერი სექსისგან მოდის და ეს იყო ფროიდი…
მეხუთე დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ყველაფერი კუჭიდან მოდის და ეს იყო მარქსი…
მეექვსე დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ყველაფერი ეს ფარდობითია და ეს იყო აინშტაინი…
მეშვიდე დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ეს ყველაფერი ფეისბუქზე უნდა
განთავსდეს და ეს იყო ცუკერბერგი…
სმაილები
9 წლის გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 60 ათასი ბავშვის გადარჩენა შეძლო
პატარა ამერიკელი გოგონა რეიჩელი
საკუთარი მე-9 დაბადების
დღის აღსანიშნავად ემზადებოდა, როცა ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ლექციაზე მოხვდა, სადაც
მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების
მოსახლეობის პრობლემებზე, მათ შორის
უწყლობაზე იყო საუბარი.
აქ რეიჩელმა პირველად მოისმინა, რომ აფრიკაში
არსებობს ქვეყნები, სადაც ათასობით
ბავშვი ბინძური წყლის მოხმარების
გამო ინფექციური დაავადებით იღუპება. რეიჩელმა ბავშვების დახმარება გადაწყვიტა. დედის დახმარებით,
რეიჩელი დარეგისტრირდა საქველმოქმედო ორგანიზაციის საიტზე, სადაც
საკუთარი გვერდი შექმნა.
გოგონა გვერდის ყველა ვიზიტორს
სთხოვდა, არ ეჩუქებინათ
მისთვის დაბადების დღის საჩუქარი,
არამედ შეეწირათ ფული ბავშვებისთვის,
რომლებიც აფრიკაში უწყლობით და ეპიდემიით
იტანჯებიან. მას უნდოდა
300 დოლარის
შეგროვება, რათა ამ
თანხით 15 ბავშვს მაინც
შეძლებოდა სუფთა წყლის
მიღება. სამწუხაროდ, მხოლოდ 11 ბავშვის
სამყოფი თანხა შეგროვდა.
ამ ფაქტმა რეიჩელი
დაადარდიანა.მალე ამერიკა
შეძრა ცნობამ უბედური
შემთხვევის შესახებ: სიეტლის ერთ-ერთ
მაგისტრალზე ერთმანეთს 20 ავტომანქანა შეეჯახა. ავტოკატასტროფაში რეიჩელი ოჯახთან ერთად მოყვა.
პატარა გოგონა ხერხემლის
მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა
ვერ მოხერხდა. ამ ამბის
გაგების შემდეგ სკოტ
ჰარისმა, რომლის ლექციაც
თავის დროზე რეიჩელმა
მოისმინა, კვლავ გახსნა
გოგონას გვერდი. გვერდზე
ფულადი შემოწირულობების ნაკადი არ
წყდებოდა. ათასობით ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რეიჩელის გვერდზე გულისამაჩუყებელ წერილებს წერდა. შეგროვებული
მილიონ 200 ათასი დოლარით
60 ათასი
ბავშვის გადარჩენა მოხერხდა. ამრიგად, მსოფლიომ გაიგო ამბავი
გოგონაზე, რომელმაც ორჯერ შეიჭრა
თმა იმისთვის, რათა ის
კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის პარიკების დასამზადებლად გამოეყენებინათ, მსოფლიომ შეიტყო, თუ
როგორ გადაარჩინეს დაღუპული რეიჩელის ორგანოების გადანერგვის შედეგად ერთი ადამიანის
სიცოცხლე. სიეტლში, პატარა რეიჩელის
მშობლებს მთელი სტადიონი
ფეხზე წამოუდგა. ეს იყო
მადლიერების ნიშანი იმის
გამო, რომ აფრიკის
253 სოფელში
ადამიანები უწყლობითა და ეპიდემიით
აღარ დაიტანჯებიან.
ვის უძღვნა ბეთჰოვენმა თავისი მეცხრე სიმფონია?
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიაზე ამჟამად ერთადერთი წარწერაა - ”გოლიათური”. ცნობილია, რომ ავტორმა თავდაპირველად
სიმფონია ნაპოლეონს მიუძღვნა, შემდეგ კი ეს მიძღვნა გააუქმა.სინამდვილეში კომპოზიტორმა მეცხრე სიმფონია ქართველ მეფეს, ერეკლე მეორეს მიუძღვნა წარწერით: ”ეძღვნება აღმოსავლეთის ნაპოლეონს”.
ბეთჰოვენის ეს ნაბიჯი გასაკვირი არ არის, რადგან უძლეველ მხედართმთავრს პატივის მიაგებდნენ როგორც კავკასიის, ასევე აღმოსავლეთის ხალხები. ამას ადასტურებს ფრიდსრიხ დიდის ცნობილი სიტყვები:
"ქვეყანაზე ახლა ორი სარდალია: დასავლეთში მე და აღმოსავლეთში ერეკლე მეფე."
შემონახულია საქართველოში მოღვაწე ფრანცისკელი ბერის - ბონიფაციუს ებერჰარდტის წერილები, რომელიც მან თავის მეგობარს, დიდ კომპოზიტორ ბეთჰოვენს გაუგზავნა:
”ძმაო ლუდვიგ, რომ იცოდე, რა გმირი ხალხია ქართველები და როგორ ვაჟკაცურად იტანენ ტანჯვას, რომელიც უფალმა რუსთა ბატონობის სახით მოუვლინა მათ. ქართველების ქვეყანა ოდესღაც ჰყვაოდა, მეფენი მისნი იყვნენ ბრძენნი და ძლევამოსილნი. უკანასკნელი მათგანი იყო დიდი კახი - ერეკლე მეორე....ძალზე გამახარა იმ ამბავმა, რომ ირაკლიზე, რომელსაც ჩვენმა მეგობარმა მათიამ ”აღმოსავლეთის ნაპოლეონი” უწოდა, სიმფონიის შექმნა გქონია განზრახული და კიდევაც შესდგომიხარ მუშაობას...”
მუშაობის დასრულების შემდეგ ბეთჰოვენს სიმფონიისათვის წაუწერია ”ეძღვნება აღმოსავლეთის ნაპოლეონს”, მაგრამ ეს ევროპაში ბევრისთვის გაუგებარი ყოფილა და ”აღმოსავლეთის” ამოუღიათ. დარჩენილა ”ეძღვნება ნაპოლეონს”,რამაც კომპოზიტორი ისე აღაშფოთა, რომ მიძღვნა გააუქმა და სიმფონიას”გოლიათური” უწოდა.
საქართველოს უცხოელი მოამაგეები
ქრთველები კავკასიაში მუდამ პირველები იყვნენ თავიანთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ბრძოლის სულისკვეთებით... თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიოს მეზობელ ხალხთა ურთიერთობებს, უსათუოდ დამეთანხმებით, რომ ქართველები, როგორც მეზობლები, ქვეყნად ერთ-ერთი საუკეთესონი არიან.
ედუარდ მაიერი (1835-1930) გერმანელი ისტორიკოსი
„კავკასიელ ხალხთაგან ყველაზე უფრო ცნობილი არიან ივერიელები (ახლანდელი ქართველები)...ისინი ღრმად იყვნენ შეჭრილი მცირე აზიაში, მათ უნდა მივათვალოთ მესხები (მოსხები), ტიბარენები (ტებილტაბალი), რომელთა ხეთების სამეფოს დაცემის შემდეგ კაბადოკია ეჭირათ და იქიდან ლაშქრობდნენ ტიგროსის მხარეში“ (ამავე აზრს გამოთქვამენ ბულგარელი ვ. გეორგიევი, აკად. Aრნ. ჩიქობავა, აკად. შ. ძიძიგური და სხვა)“
გერმანელი მეცნიერი ფ. შლოცერი
კაკავკასიური ტომის ხალხებს ეკუთვნით ყველაფრის – მეცნიერებასა და ხელოვნებაში ნამდვილად კეთილშობილების გამოგონება, ყველაფრის, რაც გონიერი არსებობის ღირსია... ის ყოველგვარი შესვენების გარეშე შეადგენს კაცობრიობის ბირთვსა და ცენტრს, რომლის ირგვლივ ბრუნავს მთელი სამყაროს ისტორია.
ჯონ სტაინბეკი. ამერიკელი მწერალი,ნობელის პრემიის ლაურეატი
წაგვიკითხავს, რომ ქართველების წინაპრები ევფრატის ნაპირზე ცხოვრებდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბაბილონი ქალაქი არ იყო, ვიცით, რომ ისინი შუმერების შთამომავლები არიან და ამჟამად მსოფლიოში არსებულ ტომთა შორის ერთ-ერთი უძველესი ხალხია.ამაყი და მხიარული ხალხია, ვისთვისაც აღტაცებული არიან რუსეთის სხვა ხალხები... დიახ, ესაა პოეტური, მუსიკალური ხალხი და ტრადიციული აზრით გულანთებული შეყვარებულები. ცხოვრობენ კურთხეულ მიწაზე, რისთვისაციძულებული იყვნენ გამუდმ ებით ებრძოლათ ორი ათასი წლის მანძილზე.
ფრიც ჰომელი ორიენტალისტი, მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი
ჰუგო ჰუპერტი, «თბილისის აპოლოგია»
საქართველო – მშვენიერი ქვეყანაა. ჩემი თანამემამულეები ხშირად მეკითხებიან, ლეგენდებით მდიდარმა ქვეყანამ, აზიასა და ევროპას შორის კუნძულივით რომ ჩამჯდარა, რით მომაჯადოვა. უამრავი რამით! უცხოელებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს უპირველეს ყოვლისა ქართველთა კეთილშობილური სტუმართმოყვარეობა, რისი წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ გერმანელებს. თან გადაგყვებიან, ყოველ ნაბიჯზე გვხდებიან, სასიამოვნო სიურპრიზებით გახარებენ, მეტადრე თუ ორიოდე სიტყვას იტყვით მათ ენაზე. ქუჩაში საკუთარ მანქანას გაგიჩერებენ, რესტორანში ღვინოს გამოგიგზავნიან, სანაქებო სუფრას გაგიშლიან, ენამჭევრი თამადა მოგხიბლავს... ქართველთა ცხოვრების არსს რომ ჩასწვდე, თვითონ უნდა იყოს მათი ზეიმის მონაწილე. გაგაოცებთ საქართველოს ძველი კულტურა, ციხე კოშკებისა და ტაძრების სახით, დიდი ხელოვნების სახით... ყოველივე ამას იოლად ვერ ჩასწვდებით.
როზემარია კულინგ-ლიტშკე, მოგზაურობა
თუ შეიძლება საქართველოს სიმბოლური სინონიმი გამოეძებნოს, მე ვიტყოდი, რომ ეს ედემია. ეს საოცარი მხარე ზღაპრული მშვენიერების, სიკეთის, სიბრძნის, ბედნიერების, მძლავრი შემოქმედებითი შრომის, სიხარულისა და უკვდავების უშრეტი წყაროა, მისი ყოველი კუთხე-კუნჭული ერთიმეორეზე უკეთესი წალკოტია.
გუნთერ ბროკი, გერმანელი ჟურნალისტი
საქართველო – საოცრებათა ქვეყანაა, ცათა სწორი კავკასიონის მწვერვალებით, მშვენიერი ხალხით, რომანტიკული ციხე-ბურჯებითა და ქალაქებით, იშვიათი ლეგენდებითა და მძლავრი ისტორიული ტრადიციებით. აქ აზიდულა პრომეთეს ამაყი მთა, ღრუბლებს ახევს მისი მწვერვალი, აქაა წარღვნისმერმინდელი ხალხის აკვანი დარწეული.აქ მომხდარა მსოფლიოს შემძვრელი დიდი საქმეები, აქ გამართულა ბევრი გადამწყვეტი ბრძოლა. აქ გადიოდა ყველა ძველი ხალხის დამაკავშირებელი საქარავნო და საცალფეხო გზები, აქეთ ისწრაფვოდენ ძველად და შუა საუკენეებში გამოჩენილი სარდლები და დამპყრობლები, უხსოვარ წარსულშიც და რომანოვების მეუფების ჯამსაც.აქ დამარცხდა პირველად ნიმვროდი, ბაბილონის სამეფოს დამფუძნებელი ბიბლიური გმირი, და აქვე ნახა სამარე. ძველ კოლხეთში უვლიათ არგონავტებს, დამარცხებულნი გაბრუნებულან, ასევე დამარცხდა ცბიერი ოდისევსი.
კავკასიაში გაუვლიათ სკვითების ურდოებს, აქ ულაშქრია მძლე კიროსს, ალექსანდრე მაკედონელს. აქ მეფობდა მითრიდატე. აქ გაავრცელეს ქრისტიანობა ყოველ ხალხზე უწინარეს ნინომ და გრიგოლმა...
აქ დაძრულა დიდი ნაკადები ხალხთა დიდი გადასახლების ჯამს, უმსხვერპლია ყველა კულტურა, ვაჭრობა, მეცნიერება, მაგრამ სამუდამოდ კი არა.
ბერნჰარდ შტერნი
საქართველოს ისტორია ერთიანი მარტიროლოგიაა. შექსპირს შეეძლო აქ ეპოვნა ფასდაუდებელი ტრაგიკულ სიუჟეტების უშრეტი წყარო.მთელს ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებით თბილისში მოღვაწეობის დროს პატივსა ვცემდი, მიყვარდა და ვიცავდი რიცხვმცირე, კაცთმოყვარე, კეთილშობილ ქართველ ხალხს, ვიცავდი ორგულთა ვერაგობისაგან, და ვერასოდეს ვერავითარი მზაკვრული ღონისძიებით ვერ შეარყიეს ჩემი რწმენა, ამ ერისადმი ერთგულება.
ვასილ ველიჩკო (დაიბ. 1860 წ.),
ფრიც ჰომელი ორიენტალისტი, მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი
„მცირე აზიაოდესღაც თითქმის მთლიანად დასახლებული იყო იმ ხალხით, რომლებიც ხეთებთან შეადგენდნენ ერთ მონოითურ ჯგუფს.იმ ძველ ხალხთა უშუალო მონათესავედ უნდა ჩავთვალოთ ქართველები.“
პროფ. დ-რი კარლ კოხი
„საქართველოს წარსულში ქონია ისეთი პერიოდი, როცა ქვეყანა [ფურჩქნებოდა, როცა ქარტველთა მეფეები მთელი კავკასიის ისთმოსს-ორ ზღვას შუა მდებარე მხარეს განაგებდნენ
ტამანის ტალახიან ვულკანებიდან, ვიდრე მარად ცეცხლოვან ბაქომდე, ბეშთაუს ხუთი მთაგრე-ხილიდან, ვიდრე სომხეთის ზეგნის სიღრმემდე გაშლილ ვრცელ ქვეყანაზე ბატონობდნენ“.
„ საქართველო ძველთაგანვე ცნობილი კლასიკური მიწა-წყალია... ჯერ კიდევ სამი ათასზე მეტი წლის წინათ იყო მაღალი კულტურის ქვეყანა, შემდეგ მტერთა სათარეშოდ ქცეულა, არაერთხელ გაპარტახებულა და კვლავ გამოცოცხლებულა და აყვავებულა“
კარლ ჰაინრიხ ფონ გაიერსბტი
„ესაა დასაბამიდან ოქროს საწმისის ქვეყანა კოლხეთი. ფაზისს მოჰქონდა ოქრო არგონავტების ჟამიდან. აქ იცოდნენ ოქროს მოპოვების ხელოვნებაც, რომელთა ძირები იაზონისა და ადამის ჟამისაა საძიებელი“.
„ჩემი მოგზაურობა კავკასიაში“ (1871-1872), მანჰეიმი 1875, 20.
„ჩემი მოგზაურობა კავკასიაში“ (1871-1872), მანჰეიმი 1875, 20.
შარლ ჰუმელი ჟურ. „ატლანტისის“ რედაქტორი
ქართველები უმაღლესი კულტურის ხალხია. ეს ერი თავისი ძეგლებითა და გმირული ისტორიით უმდიდრესი ერია, მისი წარმოშობის ფესვი უხსოვარ წარსულში იკარგება.
დანამდვილებით არავინ იცის ვის ენათესავებიან ისინი –ძველშუმერებს, ეტრუსჯებს თუ ბასკებს... კავკასიაში ცხოვრობს უძველესი კულტურისა და ენის მფლობელი ხალხი. ამ ხალხის გაცნობა დიდად გაამდიდრებს მკითხველთა შემეცნებას, განუზომელ სულიერ სიამოვნებას მიანიჭებს მათ“
დანამდვილებით არავინ იცის ვის ენათესავებიან ისინი –ძველშუმერებს, ეტრუსჯებს თუ ბასკებს... კავკასიაში ცხოვრობს უძველესი კულტურისა და ენის მფლობელი ხალხი. ამ ხალხის გაცნობა დიდად გაამდიდრებს მკითხველთა შემეცნებას, განუზომელ სულიერ სიამოვნებას მიანიჭებს მათ“
ჰუგო ჰუპერტი, «თბილისის აპოლოგია»
თბილისი რომ არა, შესაძლოა ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგისხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები. თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენევროპამდე.
ტონინო გუერა
“თქვენს ერს მარად აღტაცებით შესცქერის ყველა. დარჩით ასეთ ხალხად, რომელსაც შეუძლია ასწავლოს სხვას ცხოვრების წესი.
” ასჯერ დაეცა თბილისი და, ჰოი საოცრებავ! ასმეერთედ აღდგა! მოშავდებოდნენ და წაშავდებოდნენ გადამთიელი დამყრობლები – რომისა და ბიზანტიის მხედრიონი, არაბი, სპარსი და თურქი, მონღოლი თუ სხვა უცხო ტომი, დააქცევდნენ დედაქალაქს და ის ისევ აღდგებოდა ფერფლიდან, როგორც ბუფერი, რომელიც ანელებდა, ასუსტებდა დარტყმებს. ასე იბრძოდა, ასე ეცემოდა თბილისი თუნდაც ვენისათვის, დასავლეთ ევროპისათვის, გიორგი სააკაძის – ამ სახალხო ჰერცოგის შემდეგაც სამასი არაგველის მეთაურობით, რომლებიც საქართველოს კარიბჭეს ლომებივით იცავდნენ, ვიდრემდეც ასგზის აღმატებულმა ურდომ ისინი «ალაჰის» ძახილით არ გადათელა.
ჰუგო ჰუპერტი
”
ჰუგო ჰუპერტი
ძვირფასო ქართველო დებო და ძმებო! თორმეტჯერ ვყოფილვარ საქართველოში, თორმეტჯერვე
გულმა აქეთ გამომიწია; თქვენი ზნეობა, თქვენი ლიტერატურა და ხელოვნება მხიბლავს... არაფერი მსმენია აქ სხვათა სიძულვილის, შურისძიების შესახებ... საქართველოს ისტორია სიკეთის სიყვარულის, ხიზანთა შეფარების ისტორიაა...
ჰანს-იორან ჰოქსტენტი, ფინელი სოციოლოგი, პედაგოგიბენგულმა აქეთ გამომიწია; თქვენი ზნეობა, თქვენი ლიტერატურა და ხელოვნება მხიბლავს... არაფერი მსმენია აქ სხვათა სიძულვილის, შურისძიების შესახებ... საქართველოს ისტორია სიკეთის სიყვარულის, ხიზანთა შეფარების ისტორიაა...
საქართველო – მშვენიერი ქვეყანაა. ჩემი თანამემამულეები ხშირად მეკითხებიან, ლეგენდებით მდიდარმა ქვეყანამ, აზიასა და ევროპას შორის კუნძულივით რომ ჩამჯდარა, რით მომაჯადოვა. უამრავი რამით! უცხოელებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს უპირველეს ყოვლისა ქართველთა კეთილშობილური სტუმართმოყვარეობა, რისი წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ გერმანელებს. თან გადაგყვებიან, ყოველ ნაბიჯზე გვხდებიან, სასიამოვნო სიურპრიზებით გახარებენ, მეტადრე თუ ორიოდე სიტყვას იტყვით მათ ენაზე. ქუჩაში საკუთარ მანქანას გაგიჩერებენ, რესტორანში ღვინოს გამოგიგზავნიან, სანაქებო სუფრას გაგიშლიან, ენამჭევრი თამადა მოგხიბლავს... ქართველთა ცხოვრების არსს რომ ჩასწვდე, თვითონ უნდა იყოს მათი ზეიმის მონაწილე. გაგაოცებთ საქართველოს ძველი კულტურა, ციხე კოშკებისა და ტაძრების სახით, დიდი ხელოვნების სახით... ყოველივე ამას იოლად ვერ ჩასწვდებით.
როზემარია კულინგ-ლიტშკე, მოგზაურობა
თუ შეიძლება საქართველოს სიმბოლური სინონიმი გამოეძებნოს, მე ვიტყოდი, რომ ეს ედემია. ეს საოცარი მხარე ზღაპრული მშვენიერების, სიკეთის, სიბრძნის, ბედნიერების, მძლავრი შემოქმედებითი შრომის, სიხარულისა და უკვდავების უშრეტი წყაროა, მისი ყოველი კუთხე-კუნჭული ერთიმეორეზე უკეთესი წალკოტია.
გუნთერ ბროკი, გერმანელი ჟურნალისტი
საქართველო – საოცრებათა ქვეყანაა, ცათა სწორი კავკასიონის მწვერვალებით, მშვენიერი ხალხით, რომანტიკული ციხე-ბურჯებითა და ქალაქებით, იშვიათი ლეგენდებითა და მძლავრი ისტორიული ტრადიციებით. აქ აზიდულა პრომეთეს ამაყი მთა, ღრუბლებს ახევს მისი მწვერვალი, აქაა წარღვნისმერმინდელი ხალხის აკვანი დარწეული.აქ მომხდარა მსოფლიოს შემძვრელი დიდი საქმეები, აქ გამართულა ბევრი გადამწყვეტი ბრძოლა. აქ გადიოდა ყველა ძველი ხალხის დამაკავშირებელი საქარავნო და საცალფეხო გზები, აქეთ ისწრაფვოდენ ძველად და შუა საუკენეებში გამოჩენილი სარდლები და დამპყრობლები, უხსოვარ წარსულშიც და რომანოვების მეუფების ჯამსაც.აქ დამარცხდა პირველად ნიმვროდი, ბაბილონის სამეფოს დამფუძნებელი ბიბლიური გმირი, და აქვე ნახა სამარე. ძველ კოლხეთში უვლიათ არგონავტებს, დამარცხებულნი გაბრუნებულან, ასევე დამარცხდა ცბიერი ოდისევსი.
კავკასიაში გაუვლიათ სკვითების ურდოებს, აქ ულაშქრია მძლე კიროსს, ალექსანდრე მაკედონელს. აქ მეფობდა მითრიდატე. აქ გაავრცელეს ქრისტიანობა ყოველ ხალხზე უწინარეს ნინომ და გრიგოლმა...
აქ დაძრულა დიდი ნაკადები ხალხთა დიდი გადასახლების ჯამს, უმსხვერპლია ყველა კულტურა, ვაჭრობა, მეცნიერება, მაგრამ სამუდამოდ კი არა.
ბერნჰარდ შტერნი
საქართველოს ისტორია ერთიანი მარტიროლოგიაა. შექსპირს შეეძლო აქ ეპოვნა ფასდაუდებელი ტრაგიკულ სიუჟეტების უშრეტი წყარო.მთელს ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებით თბილისში მოღვაწეობის დროს პატივსა ვცემდი, მიყვარდა და ვიცავდი რიცხვმცირე, კაცთმოყვარე, კეთილშობილ ქართველ ხალხს, ვიცავდი ორგულთა ვერაგობისაგან, და ვერასოდეს ვერავითარი მზაკვრული ღონისძიებით ვერ შეარყიეს ჩემი რწმენა, ამ ერისადმი ერთგულება.
ვასილ ველიჩკო (დაიბ. 1860 წ.),
აი, ეს გვერდი მართლა მომეწონა და სიამოვნებით ჩავიკითხე ბოლომდე. და კიდევ არაფერი ვიცოდი ბეთჰოვენის სიმფონიაზე და მადლობა რომ გავიგე. სიამოვნებით მოვუყვები ჩემს ბავშვებს, როა ერეკლე მეფს შესახებ ვისაუბრებთ.
ОтветитьУдалить