"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

ფოლკლორი



ქართული მითოლოგიის მცირე  ლექსიკონი
აგუნა – სიმწიფის, მოსავლის, ხვავის, ღვინის ღმერთი.                               ადადი – სინათლის, ჭექა-ქუხილის ღმერთი.
ალერტი – ბნელეთის, ქვესკნელის ღმერთი, სიცოცხლის მომნიჭებელი ძალა.
ალიშკიტირი – ძაღლების ღმერთი.
ანთარი – მესაქონლეობის და ნადირების მფარველი ღმერთი.

ბენდიდებული – საქონლის მფარველი ღმერთი.
ბჟა – დედა-ღმერთი.

გალენიში – მიცვალებულთა სულის პატრონი ღვთაება.
გარგანჩია – ცეცხლის ღმერთი.

ზებერდე – მეთევზეების მფარველი ღმერთი.
ზუღაშ ნანა – ზღვის მფარველი ქალღმერთი.

თახა – ამინდის ღმერთი.
თუთა – მეგრელთა დიდიღმერთი, ზეცის მბრძანებელი.

კაპუნია – ცეცხლისა და ნათელის მბრძანებელი.

მარგარე - კოლხთა მფარველი ვარსკვლავი.
მესეფები - ნადირის უფროსნი, ამინდის ღმერთები.
მიზიტხუ – ტყეების ღმერთი.
მირსა – საქონლის ღმერთი.

ნანა – სილამაზის ქალღმერთი.
ნარნარი – მთვარის ღვთაება.
ნაფრა(ნაფარნუხა)– ქალღმერთი, რომელიც ადამიანებს თვალის, თავის, ძვლის და სხვა
ტკივილებისგან იფარავს.
ნერჩი - მიწის მფარველი ღმერთი.
ნოღა – ქალაქების ღმერთი.

ობი – წვიმის, ჭექა-ქუხილის ღმერთი.

ჟინი ანთარი – საქონლის მფარველი ღმერთი.
ჟინი ორთა – ყოველთა სულდმულთა მამოძრავებელი უხილავი ძალა.

ფალაშა - აყვავების, მცენარეობის ღმერთი.

ჩანა – ყვავილების მფარველი ღმერთი.

ცეში - სინათლის ღმერთი.
ცია – ყვავილების ქალღმერთი.
ცირცე – მკურნალობის ღმერთი.


ჯგერაგუნა – ფუტკრების მფარველი ღმერთი.

Комментариев нет:

Отправить комментарий