"ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა! "
"ქართლის ცხოვრება"
"ამან (მეფე ფარნავაზ) პირველმა განავრცო ენა ქართული და არღა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“.
"ამან (მეფე ფარნავაზ) პირველმა განავრცო ენა ქართული და არღა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“.
"შენ, ჰე, ფარნაოზ, ჰქმენ ერთ-მთავრობა,
შენ მოეც ქართველს წიგნი პირველი,
შენ დაუმკვიდრე ერსა ერთობა
და ერთობისა წესი და ძალი! " (გრ.ორბელიანი,"სადღეგრძელო")
ქართლის სამეფო ფარნავაზის დროს
ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ
იოანე-ზოსიმე
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა[1] საწამებლად, რაჲთა[2] ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!
და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ,
და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.
და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ"[3],
და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ - ათასსა მარაგსა,
და ესე არს ოთხი დღჱ [4], და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის - ღებისა მისისაჲთა [5].
და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა,
და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც - და -ათოთხმეტი [6] წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე.
და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ [7], ესე წილი ანბანისაჲ.
_________________________________________
1 მესიისა , 2 რათა , 3 დღჲ , 4 დღეჲ , 5 მამისაჲთა , 6 ას ოთხი , 7 ას ოთხი ესე წელი, და ... (ზოგიერთ ხელნაწერში ასეთი ვარიანტებიც გვხვდება)
იოანე ზოსიმეს ჰიმნი გაიშიფრა.იხ.:
ინტერვიუ ბატონ ალეკო ცინცაძესთან
არსებობდა თუ არა წინარექართული ცივილიზაცია?
ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირდა აღმოჩენა, რომელიც
მნიშვნელოვნად ცვლის წინარესაქართველოს ისტორიას. საუბარია ქართულ ენაში გაშიფრულ
საიდუმლო ცოდნაზე, რომლის წინარექრისტიანული წარმოშობა ეჭვს არ იწვევს, და მასში
მიკვლეული სიბრძის დონე და ხარისხი, გვარწმუნებს, რომ საქმე გვაქვს ცივილიზაციის
პირველსაწყისების კვალთან ქართულში.ავტორი დოქტორი, პროფესორი _ ალიკო ცინცაძე.
ჩვენი კორესპო-დენტი შეხვდა ბ-ნ ალიკო ცინცაძეს და სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრა.
გთავაზობთ ამ საუბრის ჩანაწერს:
კორ.:_ ბ-ნო ალიკო, როგორ შეაფასებდით თქვენ აღმოჩენას, და
ნუთუ ისტორიის დონეზე ცვლის იგი რაიმეს, და მაინც რას?
ა.ცინცაძე_ ერთი ცნობილი ისტორიოგრაფი ამას წინათ შემეხმიანა
და მითხრა: საქართველოს ისტორია თავიდანაა დასაწერიო. ხომ ვერ ვეტყოდი, აქამდე ვინ
გიშლიდათო... (თუმცა, ბოლო ოციოდე წელი ალბათ არავინ უშლიდათ).მართლაც, ახლანდელი
კვლევების შედეგები ძირეულ ცვლილებებს ითხოვს ისტორიაში, მათ შორის გამორჩეულად _
ქართული ჰემატრიის არსებობა. მის ნათქვამში სასიხარულოდ უფრო სხვა რამ მენიშნა,
ჩვენი, რამდენიმე ენთუზიასტის ბოლო წლების გარჯამ უკვალოდ არ ჩაიარა, ყინული
დაიძრა, საქართველოს ისტორია ახლიდანაა გასააზრებელი და ამას უკვე ისტორიკოსებიც
აღიარებენ.
იმის ნიშნები, რომ წინარექრისტიანული პერიოდის საქართველოს
ისტორია არასრულყ-ოფილია, დიდი ხანია გაჩნდა, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ეს საკითხი
გულდასმით იფარცხებოდა, მერე კი ამისთვის არ გვეცალა. არადა, არქეოლოგიური მასალა
ამის მოლოდინს ქმნიდა. ახლა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის კვალზე ძველ ქართულში
მიგნებულმა მსოფლმხედველობრივად უმნიშვნელოვანესმა ინფორმაციამ, და ეს ისაა, რასაც
იოანე-ზოსიმე: „ამას ენასა შინა ყოველი საიდუმლოი“-ს უწოდებს, სრულიად ცალსახად
გვაჩვენა საქართველოს ისტორიის ახლებურად გააზრების აუცილებლობა. სანამ იმაზე
გეტყოდეთ რა შედეგები გვაქვს, თქვენი ნებართვით, ორიოდე სიტყვით იმაზე შევჩერდეთ,
რა გვესმის ცივილიზაციის ცნების ქვეშ, და მერე ვუპასუხოთ, აკმაყოფილებს თუ არა მას
წინარე-ქართული სამყარო.
კორ.: _ დიდი სიამოვნებით, ცივილიზაციაზე როცა ვსაუბრობთ, ეს
ხომ განსაკუთრებული ღირებულებების მატარებელი საზოგადოებაა, ნუთუ ამ დონეზე
შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენს ისტორიასთან მიმართებაში?
ა.ცინცაძე: _ რა არის ცივილიზაცია? ცივილიზაცია ესაა
საზოგადოება, ხალხი, რომელიც განვითარების დონით ადამიანის მოღვაწეობის, როგორც
ყოფიერებით, ისე მსოფლმხე-დველობრივ სფეროებში წინ უსწრებს დანარჩენებს, მისი
განვითარების მამოძრავებელი და მთავარი მონაპოვარი ინფორმაციაა და მისი კრიტიკული
დონის გადალახვის შემდგომ, იგი იწყებს დაგროვილი ცოდნის ექსპორტს. ამიტომ ცოდნის
ექსპორტი ცივილიზაციის განუყოფელი ატრიბუტია. ცივილიზაციის არაერთი მოდელია
ცნობილი, მათგან უმთავრესის მიხედვით ცივილიზაციას აქვს ჩასახვის, განვითარების,
რენესანსის, დაცემისა დ დაშლის პერიოდები. ამის შემდეგ მისი ნარჩენები ან ახალ
ცივილიზაციას აძლევს სიცოცხლეს, ან ნადგურდება და იღუპება (როგორც მაიას
ცივილიზაცია). მისგან რჩება ისევ ინფორმაცია, როგორც თესლი, და თუ ნოყიერი ნიადაგიშეხვდა,
როგორც ითქვა, იგი ღვივდება და ახალ ცივილიზაციაში აღმოცენდება. ეს მნიშვნელოვანი მომენტია
და ამ საკითხს ისევ მოვუბრუნდებით.
კორ.:_ჰქონდა
თუ არა ეს ნიშნები წინარექართულ სამყაროს, ფლობდნენ თუ არა ისინი ასეთი დონის
ინფორმაციას, რომ მის ექსპორტზე შეიძლება ვისაუბროთ?
ა.ცინცაძე
_ განვიხილოთ ყოფიერებითი სფერო, თუნდაც ის, რაც ვიცით მეტალურგიის
პირველისტორიაზე. ფოლადის იარაღის მჭედლებად ბიბლიაში ქართველური ტომები
(თუბალები) არიან მოხსენიებული. ევროპაში ფოლადი _ „ხალდიკოსი“-ს სახელს ატარებს,
რაც ქართველური ტომების ქალდების სახელწოდებას უკავშირდება. ქართველური ტომები
ფლობდნენ ლითონთა დამუშავებისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მთელ საიდუმლო
ფილოსოფიას, ხოლო ქართულში იმდროინდელ ყველა ლითონს ადგილობრივი წარმოშობის სახელი
აქვს. ანუ ამ ცოდნის მომპოვებელი ხალხი მეტალურგიის პიონერი იყო. უახლოესი
გამოკვლევებითაც, ხომ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიაზე პირველი სიღრმისეული
მაღაროს არსებობა (საყდრისი), სადაც მოპოვებული ოქრო შუამდინარეთამდე მიჰქონდათ და
იყენებდნენ. ახლა ის გავარკვიოთ, იწყება თუ არა ცოდნის ექსპორტი. სტრაბონი წერს:
„ხალიბური რკინა საუცხოოა, იმიტომ რომ
რკინის გაკეთება მათ როგორღაც სხვანაირად იცოდნენ... ისინი რკინას ტყვიას კი არ
ურევდნენ, არამედ ერთგვარ იქაურ მიწას“. ეს უკვე გამორჩეული ცოდნაა და მისი
ექსპორტის წინაპირობის კვალი.
კორ.:_ბუნებრივია, მე
კარგად მესმის, რომ წერილობითი წინარექართული წყაროების არარსებობის პირობებში,
მხოლოდ დამპყრობელ ხალხთა მემატიანეებზე დაყრდნობით, ძნელია სრულყოფილი სურათის, ე.ი.
წინარექრისტიანული პერიოდის საქართველოს ისტორიის აღდგენა.
ა.ცინცაძე:_ ჩვენი წინარექრისტიანული ისტორია ძირითადად სხვა
ხალხთა წერილობით წყაროებზე დაყრდნობითაა დაწერილი. ახლა, ოცდამეერთე საუკუნეში
ჭირს სიმართლის გატანა და მაშინ რა იქნებოდა?! ფაქტობრივად, ყოფიერების ისტორიის
არცერთ დარგში სრულყოფილი ფუნდამენტური გამოკვლევა არ გვაქვს, რომელიც ერთხელ და
სამუდამოდ გადაწყვიტავს საკითხს, ვიდექით თუ არა ამა თუ იმ დარგის სათავეებთან.თუ
არ ვუპატრონეთ, მოვიძიეთ და დეტალებიდან არ აღვადგინეთ, უფრო სავალალო სურათი შეიქმნება.
კიდევ ერთი მაგალითი იგივე სფეროდან. ალბათ, გარკვეულ პოლიტიკურ ძალთა დაკვეთით
ამას წინათ ინტერნეტში გაიხსნა დისკუსია თემაზე: არის თუ არა საქართველო ღვინის სამშობლო?
და დასკვნა იყო: არა, საქართველო ღვინის სამშობლო არაა. რა თქმა უნდა, ამას გარედან
„სამეცნიერო“ კვლევებით უმაგრებდნენ საფუძველს.
ძვ.წ.აღ. მეექვსე ათასწლეულით თარიღდება შულავერში ნაპოვნი
დიდი ღვინის დერგი, მამაკაცის, მსოფლიოში ყველაზე უძველესი ღვინის ღვთაების
გამოსახულებით (თ.კობაიძე), დაახლოებით იგივე პერიოდისაა კიდევ არაერთი ნიმუში. თანაც
არც ერთი მათგანი მხოლოდ ჭურჭელი აღარაა, ხელოვნების ნიმუშია. მიგნებულია
გაკულტურებული ყურძნის წიპწები და სხვ. ფაქტობრივად, უნიკალური ფაქტები გვაქვს. ამ
დროს არათუ ღვინის კულტურის, სიტყვა ღვინის ქართული წარმოშობა დადგა კითხვითი
ნიშნის ქვეშ.
საჭიროა კომპლექსურად შევხედოთ კვლევებს და ერთიანი სურათი
შევქმნათ. აქ სულ პატარა დეტალმა შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ასე მაგალითად:
ბ-ნმა ჰამლეტ წულაიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ღვინიობისთვე ქართულში
თებერვალს აქვს შერჩენილი. ამ დროს ეს ოქტომბერი უნდა იყოს, ღვინის თვე ისაა. ერთი
ზოდიაქოდან მეორეში მზის გადასვლას დაახლოებით 2200 წელი სჭირდება. ოქტომბრის
დღეები, რომ თებერვალში აღმოჩენილიყო ამას ოთხი ზოდიაქოს ცვლა, ანუ ოთხჯერ 2200
წელი დასჭირდებოდა, ე.ი. ღვინიობისთვე სახელი, ანუ სიტყვა „ღვინო“ სულ ცოტა 8000
წლის წინანდელი ყოფილა. ეს სწორედ ის, ზემოხსენებული ძვ.წ.აღ. მეექვსე
ათასწლეულია. ბუნებრივია, ეს მხოლოდ ერთი დეტალია, მაგრამ ძლიერ საჭირო და
საინტერესო, მას კიდევ კვლევა და დაზუსტება სჭირდება, მაგრამ კარგად გვიჩვენებს თუ
როგორ შეიძლება არატრადიციული კვლევის მეთოდების ეფექტურად გამოყენება.
ასე რომ,თუ აქამდე ცივილიზაციის ყოფიერებით სფეროებში
არქეოლოგიურ ნიმუშებზე დაყრდნობითმეტ-ნაკლებად სრული სურათის წარმოდგენა შესაძლებელი
იყო, სულ სხვა სურათი გვქონდა ჩვენი წარსულის მსოფლმხედველობრივ-სარწმუნოებრივი
სფეროების კვლევისას. ახლა, ძველ ქართულში
მიგნებულმა ცოდნამ ეს ვაკუუმი შეავსო. პირიქით, ჩემი აზრით იქ კიდევ უფრო ნათელი
სურათი შეიქმნა ვიდრე ყოფიერებით დარგებში. ანუ ცივილიზაციის ყველა ატრიბუტი
სახეზეა.
კორ.:_ რის საფუძველზე იქნა მიგნებული დაფარული ცოდნა და რა
შეიცვალა ამით?
ა.ცინცაძე_რომ არა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი ვერაფრით ვერ
წარმოვიდგენდი, რომ ძველი ქართული სიტყვების უკან ერთიანი რიცხვული სქემა
იფარებოდა. მასზე მუშაობამ მოითხოვა ეს და ხელში საოცრება შემრჩა. უდიდესი
ცივილიზაციის გზავნილს წავადექი ძველ ქართულში (მათგან ზოგიერთ სიტყვას დღესაც აქტიურ
მეტყველებაში ვხმარობთ), ამ დროს თურმე რა განძი გვაქვს?!ხელნაწერზე მუშაობამ
მოითხოვა და იძულებული გავხდით ჯერ ქართულში ჰემატრიის არსებობა დაგვემტკიცებინა
და შემდეგ მისი წესები აღგვედგინა. ჰემატრია ბიბლიის გაშიფვრის მეთოდთაგან
ერთ-ერთია და ყველაზე ეფექტური მათ შორის. აქამდე ითვლებოდა, რომ იგი მხოლოდ
ბიბლიის შემქმნელ ხალხებს (ებრაელებს, ბერძნებს) უნდა ჰქონოდათ, და ქართველებს
არა. ახლა აღმოჩნდა, რომ ძველ ქართულში არსებობს მისი პირველყოფილი ფესვი. უფრო
გასაგებად, რომ ვთქვა, ეს ერთიანი რიცხვული საფუძველია, რომელზე დაყრდნობითაც
შეიქმნა ძველი ქართულის უმთავრესი ლექსიკა. ეს ბიბლიის შემქმნელი ხალხის ნიშანია.
რაც ცვლის ხმის მიბაძვით სიტყვაწარმოქმნის თაობაზე აქამდე არსებულ შეხედულებას.
ანუ სიტყვები ნათელხილვით პერიოდში ასტრონომიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით
წინასწარგანსაზღვრულ რიცხვულ სტრუქტურაზე იქმნება. მიგნებულია ასეთი 500 სიტყვა.
თუ ანბანი არ გაქვს ჰემატრიულ სიტყვას ვერ ქმნი, ამდენად, თუ ახ.წ.აღ. მეოთხე საუკუნემდე
ქართველებს ანბანი არ გვაქვს, ასევე არ გვქონია უმთავრესი
მსოფლმხედველობრივ-სარწმუნოებრივი სიტყვები (ღმერთი, ღორონთი, ღერბეთ, არ გვცოდნია
თვლა და ა.შ.), ასე რომ, მეოთხე საუკუნე მხოლოდ ანბანის გამხელის თარიღია. იგივე
რიცხვულ სქემაში ჯდება წარმართულ ღვთაებათა სახელები. თუ მეოთხე საუკუნემდე ანბანი
არ გვაქვს, მაშინ გამოდის, მეოთხე საუკუნის შემდეგ ვქმნით წარმართულ ღვთაებათა
სახელებსაც. ე.ი. ჯერ გავქრისტიანდით და მერე ავღმართეთ კერპები? უნდა ვაღიაროთ:
ქართული ანბანი არსებობდა და არსებობდა დაფარულად, და ამასაც თავისი მიზეზები
ჰქონდა.
რა იცვლება ამით: ირკვევა, რომ არსებობდა ქართული
წელთაღრიცხვა, მზის კალენდრებს წინარექართული ფესვები აქვთ, არსებობდა ქართული
მოქცევა, იგი 128-წლიანია, იცვლება ქართული დასაბამითგანი, რომელიც აქამდე
„სხვათაგაინმე მოცდუნებით“ არასწორად იყო განსაზღვრული, იგი ძვ.წ.აღ. 5492 წელია
(მას აქამდე იერუსალიმური დასაბამითგანი ეწოდებოდა). ქართული ანბანის შესაქმე სულ
მცირე 1500 წლით იწევს დროის მიღმეთში. მიგნებულია
შუმერ-ბაბილონი(ქალდეა)_წინასაქართველოს მემკვიდრეობითობის არგუმენ-ტები. პირველი
შეფასებით სწორედ ამ ცოდნის ერთი ნაწილის გამხელა მოხდა ფარნავაზის მეფობისას.
ეს გაცილებით მეტია, ვიდრე თუნდაც უძველესი არქეოლოგიური
ნიმუში (რომელიც მხოლოდ ერთჯერად, წერტილოვან ინფორმაციას გვაძლევს), რადგან
შესაძლებელი ხდება თვალი მივადევნოთ ამ ცოდნის მოპოვების შესატყვის
სიტყვაწარმოქმნას, ისტორიულ ქრონოლოგიას, ანუ იმას, რაც აქამდე მხოლოდ
შუმერ-ბაბილონის(ქალდეას) მიღწეულ დონედ ითვლებოდა მსოფლიო მეცნიერებაში და ახლა
ქართულ ენაში იშიფრება.
სრულიად ნათელი სურათი შეიქმნა იმის, თუ როგორ გადის ეს ცოდნა
ჩვენგან და მისგანაა ნასაზრდოები ელინური ცივილიზაცია და ებრაული ცოდნის ძირები.
მიგნებულია ქურუმთა ფარული ენა, რომლის ძირი ძველი ქართულია, როგორც უმთავრესი
დასკვნა უნდა ვთქვათ:წინარექართულმა ცივილიზაციამ დიდწილად მოამზადა ქრისტეშობის
მისტიური სასწაული და განსაზღვრა დასავლური ცივილიზაციის დღევანდელი სახე.
თუ აქამდე, ხალხური შემოქმედების ნიმუშები, ტრადიციასა და
ყოფაში ჩარჩენილი უძველესი რიტუალები უდიდესი ცივილიზაციის კვალს აჩვენებდნენ,
ახლა, ძველი ქართულის გაშიფვრამ, და მასში მიგნებული უდიდესი საიდუმლო სიბრძნის
გაცხადებამ ეს ცივილიზაცია რეალურ კონტურებში აღადგინა. საქართველო, კავკასია
უდიდესი ცივილი-ზაციის კერაა და ეს ჩვენი სამშობლოს წარსულია.
კორ.:_როგორც ვიცი ამ კვლევებს ბევრი არაფერი აქვთ საერთო
ეზოთერულ საწყისებთან...
ა.ცინცაძე:_როგორც მართებულად შენიშნა შნეიდერმა ასეთი დონის
ამოცანის გადაწყვეტა ნიშნავს იმას, რომ მის შესახებ რაღაც მეტაინფორმაცია
შევიძინეთ; თუმცა მინდა დაგარწმუნ-ოთ, რომ კვლევები მკაცრ მეცნიერულ საფუძველზე
დგას... ეს მათემატიკური ლოგიკის, რიცხვითი სიმბოლიზმის, რიცხვთა თეორიის,
მათემატიკური მოდელირების გამოყენებით მიღებული შედეგებია.
კორ.:_ე.ი. ჩვენ გვაქვს მათემატიკური სიზუსტით განსაზღვრული
ფაქტი იმისა, რომ წინარექართული ცივილიზაცია არსებობდა?
ა.ცინცაძე_ყოველგვარი ეჭვის გარეშე და შემთხვევითობის
გამორიცხვით!როცა ასეთ პრეტენზიულ განცხადებას აკეთებ მისი დამტკიცებაც უნდა
შეგეძლოს, და ჩვენ ამას ერთმნიშვნელოვნად ვამტკიცებთ რიცხვთა თეორიისა და
ალბათობის თეორიის გამოყენე-ბით. რაც შეეხება წინარექართულ ცივილიზაციას. იბერიულ-კავკასიური
ცივილიზაცია სრულიად ახალ თვისებას ამჟღავნებს (რაც არც ერთ დღემდე ცნობილ
ცივილიზაციურ მოდელში აღწერილი არაა), იგი პულსირებადი ცივილიზაციაა. აღწევს
მაქსიმუმსა და ვრცელდება, შემდეგ თითქოს ჩაქრება („დამარხულ არს...“), მაგრამ
რაღაც ეტაპზე ისევ აღსდგება (როგორც ლაზარე), განვითარდება და მიაღწევს მაქსიმუმს
(„იბერია გაბრწყინდება!“) და ა.შ.. წინარექართული ცივილიზაცია არათუ არსებობდა,
ფაქტობრივად, დღევანდელი კაცობრიობა მის მონაპოვრებზე დგას,მის ცოდნის ექსპორტით
საზრდოობს. სამწუხაროდ, ჯერ მთლიანად არ აუთვისებია მისი გაკვეთილები, თუნდაც
ადამიანური ურთიერთობის მოდელებში და ა.შ.. დარწმუნებული ვარაქამდეც მივა საქმე.
კორ.:_და ეს ფანტასტიკური შედეგები ძველი ქართულის ჰემატრიით,
გნებავთ რიცხვითი ანალიზითაა მიგნებული? ნუთუ შესაძლებელია ასეთი ხარისხის
ინფორმაციის სიტყვიდან გამოტანა?
ა.ცინცაძე_ნახეთ
რა წერია იოანეს სახარების ყველასთვის კარგად ცნობილ პირველი თავის პირველი მუხლში:
„პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთთა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი.“
სახარების ამ უმნიშვნელოვანეს თეზაში ჩანს, თუ რამდენად დიდია სიტყვის ღირებულება,
რაოდენ მჭიდროდ უკავშირდება იგი ღმერთს და რამდენად ფასეული ინფორმაციის გამოტანა
შეიძლება მისი სიღრმისეული ანალიზით. ხმის მიბაძვით სიტყვაწარმოქმნის მექანიზმი
შეიძლება კიდევაც ამართლებდა ყოფიერებით, მეორე-ხარისხოვან სიტყვათა არეალში,
მაგრამ გავკადნიერდები და ვიტყვი: ცივილიზაციის პირველსაწყისებთან მდგარ ხალხებში,
როგორც ახლა ჩანს, უმთავრესი სარწმუნოებრივ-მსოფლმხედველობრივი ლექსიკა წინასწარშემუშავებული
ალგორითმებით იქმნებოდა (ასეა შექმნილი ძველი ივრითი _ კაბალისტების ენა, კოპტური
_ ეგვიპტელი ქურუმების ენა და როგორც ჩანს, ძველი ქართულიც) და ხმის მიბაძვით
სიტყვაწარმოქმნა ამ უძველეს ენებთან მიმართებაში უფრო სატყუარაა, კვლევების სწორი
გეზიდან ასაცდენად. ქართული ჰემატრიის აღდგენამ შესაძლებლობა შექმნა გაცილებით
ღრმად ჩავიხედოთ უმთავრეს სიტყვათა წარმოქმნის მექანიზმში, მივიღოთ მისგან
ნათელხილვითი პერიოდის მსოფლმხედველობრივ-სარწმუნოებრივი ინფორმაცია.
მეცხრამეტე
საუკუნეში იბერიულ ენაზე, როგორც პირველ ენასთან ყველაზე ახლო მყოფზე ბევრი ითქვა
სერიოზული სამეცნიერო ცენტრებისა და სამეცნიერო ავტორიტეტების მხრიდან.მაგრამ
შემდეგ დადგა მეოცე საუკუნე, დარვინიზმის, ხმის მიბაძვით სიტყვაწარმოქმნის, დიალექტიკური
მატერიალიზმის საუკუნე და იბერიულ ენაზე საუბარი შეწყდა. ბიბლიურ ხალხებთან
ნათესაობის კვლევას კრძალავდა საბჭოთა ცენზურაც. ახლა კი ჩანს, რომ დიალექტიკური
მატერიალიზმის მომხრეთაგან ეს ყველაფერი უმიზეზოდ არ ხდებოდა, ძველი ქართულის
ანალიზს ზოგადსაკაცობრიო სიბრძნის პირველწყაროსკენ მივყავართ. უფრო შორს ვიდრე
თუნდაც ეგვიპტური ცივილიზაცია იყო.
კორ.:_ როგორ მდგომარეობაშია მიღებული შედეგების აღიარების
საკითხი?
ისტორიოგრაფიასა და ძველი ქართულის კვლევისას მიღებული
შედეგები, ეჭვგარეშეა, უნდა დაყვანილი იქნას სამეცნიერო და ფართო საზოგადოების
დონემდე; და მიეწოდოს საზღვარგარეთის სამეცნიერო წრეებს. უკვე დაწერილი
ტრილოგიიდან მხოლოდ პირველი წიგნია გამოცემული, დანარჩენი ორი თავის ჯერს ელის.
თუმცა იყო საჯარო ლექციები, მოხსენებები პატრიარქისა და
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დონეზე, მაგრამ ეს არაა საკმარისი. არც ის
საკითხია, რომელის საერთაშორისო დონეზე გადატანას ან ფიარ.მხარდაჭერას ერთი
ადამიანი შეძლებს. იგი ცვლის
წარსულის ბევრ მნიშვნელოვან
მომენტს და მისი ახლებურად გააზრების საჭიროებას აჩენს. ახლა უკვე სახელმწიფოს მხრიდანაც
რეალური დახმარების დროა.
ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე მინდა ვთქვა: ეს
ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის დონის შედეგია(რომელმაც შეცვალა ეგვიპტოლოგიის
გეზი). ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, ან ასე ხმამაღლა იმიტომ ვაცხადებ, რომ
აქ მთავარი, ის კი არაა ვინც გაშიფრა, არამედ ის ჩვენი წინაპარი, რომელმაც თავის
დროზე შექმნა დაფარვის ეს სქემა და
მართლაც ხელშეუხებელი განძი გამოგვიგზავნა. გამოგვიგზავნა დასტური იმისა, რომ
ცივილიზაციის სათავეებთან თვითონ იდგა. ქართველოლოგიაში ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს.
რაც შეხება საზღვარგარეთ აღიარებას, არც ეგვიპტური
იეროგლიფების გაშიფვრა აწყობდა იქნებ მავანთ, მაგრამ მისი აღიარება მოუხდათ. ასე
მოხდება ამ შემთხვევაშიც.
ქართული ენა - ლადო ასათიანი
მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა
შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხლტომა,
მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა,
ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,
გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება
და ქართული ფარის ფარზე დაჯახება!
უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა,
სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს
და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს,
ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში
რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,
როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ
და სიზმრები როცა თვლემენ სასთუმალთან…
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ! 1943 წ.
დედაენის ძეგლი თბილისში, დედაენის ბაღში,
მოქანდაკეებია: მერაბ ერძენიშვილი და ნოდარ მგალობლიშვილი
ქართლი ენა
დღევანდელი ჩვენი მწერლობის კარგ დამკვირვებელს შემჩნეული ექნება ის სიტყვათა სიცოტავე, რომელიც საშინელ დაღს ასვამს ყოველი მწერლის შემოქმედებას. ხოლო, რაც უარესია, ეს პატარა საუნჯეცდაუდევრად იხმარება, რის მიზეზადაც ცოდნის ნაკლებობა მიგვაჩნია. ქართველმა მწერალმა არ იცის ქართული ენა. იგი იოლად მიდის იმ “ცოდნით”, რომელიც გამოაყოლა თავისმა პროვინციამ და მისისტილიც ამ პროვინციით განისაზღვრება. არავინ არ დაგიდევთ, შეიძლება თუ არა იმ “გრამატიკის” ხმარება, რომელიც თავში აქვს ჩაჭედილი ამა თუ იმ კუთხის წარმომადგენელს, და ამის გამო გაირყვნა ენა,გაირყვნა ისე, რომ სულ ადვილად შეიძლება ნაწერის მიხედვით გამოარკვიოთ ავტორის დაბადების ადგილი.
და ჩვენდა სამწუხაროდ ეს ახასიათებს ჩვენ თანამედროვე მწერალთა დიდ უმრავლესობას. ყველა თავისი ჟარგონით სწერს. და ამ ველურ ღრიანცელში იკარგება ის ენა, “რომლითაც თამარ ბრძანებას სცემდა”.საერთო სალიტერატურო ენა მუზეუმში დარჩა და ცოცხალ მოქალაქის ძოწით დადის მხატვრულ თვისებებს მოკლებული სიტყვა, რომელიც ყოვლად მიუღებელია სრულიად საქართველოსთვის.
აბა გადაავლეთ თვალი ძველ მწერლობას და ნახავთ, რომ იყო ერთი სამწერლო ენა. რაღაც ორმოცი წლის შემდეგ კი ისე გავერანდა ჩვენი მწერლობის მოედანი, რომ ყველა თავისი “სტილით” მოდის დაპოეზიის მაღალ ფირმის ქვეშ ასაღებს ყოვლად დაბალ ლექსიკონს.
ჩვენ ქინააღმდეგნი კი არა ვართ ამა თუ იმ პროვინციიდან მოტანილ სიტყვისა, პირიქით, ბევრი კარგი რამ მოიძებნება ჩვენს განაპირა ადგილებში, მაგრამ ეს შენაკადები უნდა ჰხვდებოდეს მთავარმდინარესთან, რომელსაც სამწერლო ენა ჰქვიან, და რომელიც მეტროპოლიაში არის განმტკიცებული. იქნებ ვინმემ თავი იმართლოს ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის მაგალითებით? – ეს თავის მართლება არგამოადგებათ, რადგან ვაჟაც და ყაზბეგიც მთის ენით ლაპარაკობდნენ. მთას ელაპარაკებიან და მთის გარეშეც არსად მიდიან. მათიას, ელგუჯას თუ გოგოლაურს რომ ლიტერატურული ელაპარაკნათ, ესდაუშვებელიც იქნებოდა და სიყალბეც, ისევე, როგორც ნაძალადევი იქნებოდა დ. კლდიაშვილის გმირების სალიტერატურო ენა.
პროვინციალ კილოს ხმარება თემის საკითხია, და თუ ეს უკანასკნელი საერთო არის, ენაც ასეთი უნდა ჰქონდეს. და კურიოზია, მაშ რა არის როდესაც ჩვენი ინტელიგენტი მწერლები რადიუმზე დაეინშტეინზე სწერენ იმავ “სტილით”, რა სტილითაც იწერებოდნენ “პროვინციული სცენები”. განა ასეთივე კურიოზი არ იქნებოდა, რომ ბლოელ აფშინას და შიოლა ღუდუშაურის დიალექტით გვეწერნა“ესთეტიკური ტრაქტატები” ან პოემები “ასტრალურ” ან “ურბანულ” ქვეყანათა შესახებ? დიახ, იქნებოდა კურიოზი, ამას ადვილადაც შევამჩნევდით, მაგრამ რომ უკვე განმტკიცებულია კურიოზი, მეორე მხრივ,ამას ვერ ვამჩნევთ და განვაგრძნობთ ჩვენი ლიტერატურის მონაგვიანებას. ეს მტკივნეული ადგილი ყველამ უნდა დაინახოს, რომ შეჰზარდეს საკუთარი ნაწერი და ენის განწმენდისათვის მომართეს თავისიძალა და უნარი.
ჩვენ ბევრს ვყვიროდით მაღალ და მაგარ საკითხების შესახებ. რადგან ერთი ანდაზისა არ იყვეს “არც კალა მიგვდის და არც ნიშადური”. პირიქით, ვიძენთ კიდეც, რადგან ვაოცებთ და ვაფიქრებთ მიამიტხალხს, მაგრამ გვგონია, რომ ყვირილსაც დაეკარგა მჭრელობა. ჩვენი კულტურა კი მთლიანად უკვე გადადგა საქმიანობის სტადიაში. აქ კი უდიდესი ამოცანაა ენის დაწმენდა. და ამ საქმის პირველი მეთაურიქართველი მწერალი უნდა იყვეს. ხოლო ამ უკანასკნელს რომ შეეძლოს სხვათა მხილება, ჯერ თვით უნდა განიკურნოს.
ეს მეტად ადვილი საქმეა, მხოლოდ ერთი პირობაა საჭირო: აკადემიური მუშაობა რამდენიმე ხნის განმავლობაში, რაც, ალბათ, მიუღებლად მოეჩვენებათ “ჩოხიან დადაისტებს”, მაგრამ მისაღები უნდა იყვესიმათთვის, ვისაც სწამს მწერლობა, როგორც ღვაწლი და უდიდესი პასუხისმგებლობა ერის წინაშე.
მიხეილ ჯავახიშვილი
1943.
ალიკო ცინცაძე:
ქართული
ანბანი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წლით ადრე არსებობდა!
მე-10 საუკუნის ქართველი
მწერლისა და ჰიმნოგრაფის იოანე-ზოსიმეს
საგალობელი ,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი’’ უკვე რამდენიმე ათწლეულია, ქართული ენათმეცნიერების კვლევის საგანია. ამ ტექსტზე არაერთ გამოჩენილ
ქართველ მკვლევარს უმუშავია
და, როგორც იტყვიან, თავი უმტვრევია, რათა მასში დაშიფრული საიდუმლო ამოეხსნა. როგორც ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ალიკო ცინცაძე აცხადებს, მან იოანე ზოსიმეს ტექსტის გასაშიფრად სპეციალური მათემატიკური მეთოდი - ჰემატრია
გამოიყენა და საუკუნოვან თავსატეხს ახადა ფარდა.
,,ქებაი და დიდებაი’’ რომ დაშიფრული ტექსტია, ეს ქართული ენათმეცნირებისათვის თავიდანვე ცხადი იყო. ერთი შეხედვით, ტექსტში უამრავი უზუსტობაა, ზოგჯერ ავტორი სიტყვას ასოებს უმატებს, მაგალითად, ,,დღემდე’’-ს სამი ,,მ’’-თი წერს და ტექსტში ვკითხულობთ ,,დღემმმდე’’... თუ ,,დამარხულს’’ ერთგან სწორად წერს, მეორეგან ,,ლ’’-ს აკლებს და ა.შ.
თვლიდნენ,
რომ იოანე- ზოსიმე ცუდად ხედავდა ანდა ბუნდოვანება მისი წერის სტილი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. ოანე- ზოსიმე ტექსტში ახსენებს სიტყვას - ,,მარაგი’’ - ესე არს სიტყვა, რომელსაც ღრუბელი რამე ემოსოს და ორ-სამ რიგად უნდა გაისინჯოს’’.
ბატონმა
თამაზ ჩხენკელმა დაასკვნა, რომ ‘’ქებაი და დიდებაის’’ ტექსტი დაშიფრულია, ალეკსანდრე ცაგარელმა, კორნელი კეკელიძემ დ ა პავლე ინგოროყვამ კი ამ ტექსტის შინაარსი ასე განმარტეს - ‘’ქართული უფლის ენაა, სხვაზე აღმატებული და უკეთესი. მეორედ მოსვლს შემდეგ უფალი ქართულად განიკითხავს’’.
ამდენად,
იოანე ზოსიმეს ტექსტს დიდი სარქმუნოებრივი მნიშვნელობა მიეცა. 130 წელია, რაც ეს ტექსტი იქნა ნაპოვნი. მე-19 საუკუნის 30-იან წლებში იგი ჯერ იპოვა კონსტანტინე ფონ ტიშენდორფმა. ტექსტის ფრაგმენტები
გამოაქვეყნა მარი ბროსემ, მაგრამ ტექსტი ისევ დაიკარგა და მე-19 საუკუნის 9-იან წლებში იგი იპოვა ალექსანდრე ცაგარელმა.
130
წლის განმავლობაში ქართული ენათმეცნიერება ამ ტექსტს უტრიალებდა. მის გაშიფვრასთან ყველაზე ახლოს იყო ბატონი თამაზ ჩხენკელი.
საერთოდ , ,,ქებაი და დიდებაის’’ შესახებ ასამდე სამეცნიერო ნაშრომია დაწერილი.
აღმოჩნდა, რომ ასეთი ტექსტების დაშიფვრის მეთოდი მსოფლიო ენათმეცნიერებისათვის ცნობილია და, სამწუხაროდ, მხოლოდ ქართული ენათმეცნიერებისათვის იყო უცნობი. დიახ, როცა ასეთი დაშიფრული ტექსტი იწერება, მაშინ შიფრის გასაღები თვითონ ტექსშივეა და არა სადმე სხვაგან.
ამ თვალსაზრისით რომ შევხედეთ იოანე ზოსიმეს ხელნაწერს, აღმოვაჩინეთ, რომ იგი ერთსა და იმავე ინფორმაციას ორ წინადადებაში იძლევა. აი, მაგალითად, იოანე ზოსიმე ერთგან წერს, რომ ქართული, როგორც ლაზარე, ოთხი დღის მკვდარია და თითო დღე უნდა ვიანგარიშოთ, როგორც 1000 წელი, რაც ჯამში 4 ათასს იძლევა. ტექსტში მეორეგან წერია - ,,სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათეისა წილი ზის, რომელ ასოი არს და იტყვის
ყოვლად ოთხ ათსსა მარაგსა’’.
ე.ი. სახარებაში ასო წილი ზის და გვაძლევს 4 ათასსო, წერს იოანე ზოსიმე. მოგეხსენებათ, ქართულ ანბანში 4 ათასს აღნიშნავს ასო ,,წ’’ (წილი).
დიახ, როცა ციფრბი შემოღებული არ იყო, რიცხვების ჩასაწერად ასოები გამოიყენებოდა და ამდენად, ანბანის ყველა ასოს თავისი რიცხვითი მნიშვნელობა და რიგითი სათვალავი აქვს. ქართულ ანბანში ,,წ’’-ს (წილის) რიცხვითი მნიშვნელობა არის 4 000.
როგორც კი დავადგინეთ, რომ იოანე ზოსიმე ორ სხვადასხვა წინადადებაში ერთსა და იმავე
ინფორმაციას იძლევა, მივხვდით რომ აქ საქმე გვქონდა რაღაც დაშიფრულ ინფორმაციასთან.
კიდევ ერთხელ დააკვირდით - იოანე -ზოსიმე წერს, ,,წილი ზის, რომელ ასოი არს და იტყვის ოთხ ათასსა’’...ე.ი. მას ასო გადაჰყავს რიცხვით მნიშვნელობაში, რაც პირდაპირ იძლევა ბიბლიის დაშიფვრის ერთ-ერთი მეთოდის მექანიზმს.
ბიბლიის დაშიფვრის სამი მეთოდი არსებობს - ნოტარიკონი, თემურა და ჰემატრია. პირველი ორი ლექსიკური ფორმაა და, როგორც გაირკვა, სტატისტიკურად და ალბათურად სრულიად არასანდოა. ამას ებრაელი მეცნიერები აღიარებდნენ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან და ნოტარიკონსა და თემურას აღარ იყენებენ.
რაც შეეხება ჰემატრიას, ეს არის დაშიფრული ტექსტის გახსნის რიცხვული მეთოდი, რომლის საიმედოობაც მაღალია და ენათმეცნიერები, ძირითადად, სწორედ ამ მეთოდს იყენებენ.
მეც ,,ქებაი და დიდებაის’’ ტექსტის გაშიფვრას სწორედ ჰემატრიული
მეთოდით მივუდექი, რომლის საფუძვლებიც არის მათემატიკური ლოგიკა, მათემატიკური სტატისტიკა, ალბათობის თეორიისა და რიცხვითი სიმბოლიზმის ელემენტები.
აქამდე ცნობილი იყო, რომ ჰემატრია მხოლოდ ბიბლიის შემქმნელ ხალხებს ჰქონდათ. ებრაელი მეცნიერები წერენ, რომ ჰემატრია მხოლოდ ძველი ივრითის გაშიფვრის მეთოდია და იგი ქალდეაში შეიქმნა.
სწორედ
ამიტომ, ,,ქებაი და დიდებაის’’ ტექსტის გასაშიფრად ჯერ ქართული
ჰემატრიის წესები უნდა აღდგენილიყო, რაზეც ბატონმა ალიკო ცინცაძემ დაიწყო მუშაობა.
ებრაელ
მეცნიერებს ძველი ივრითის გასაშიფრად ჰემატრიის
70 წესი აქვთ აღდგენილი, ხოლო ბატონმა ალიკო ცინცაძემ
20 წესი აღადგინა. როგორც გაირკვა, ქართული ჰემატრია გაცილებით მარტივია, რიცხვით მნიშვნელობებს არ იყენებს
და ასოების რიგით სათვალავს ეყრდნობა.
უკვე ის ფაქტი, რომ ქართული ჰემატრიის არსებობა დადასტურდა სრულიად ცალსახად, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.
ებრაელი მეცნიერები
წერენ, რომ, თუ სადმე უნდა გამოყენებულიყო
ჰემატრია, ეს უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში, ღმერთების პანთეონთან მიმართებაში, რადგან ღმერთების სახელებს ინახავდნენ დაშიფრული მეთოდით.
აი, ასე, იოანე-ზოსიმეს ტექსტის გაშიფვრიდან, რომელიც მე-10 საუკუნის ხელნაწერია, ჰემატრიის კვლევისას თავი ამოვყავი წინარექრისტიანული პერიოდის ძველი ქართული სიტყვების კვლევაში
- ამბობს ბატონი ალიკო ცინცაძე.
რაც ებრაული ჰემატრიისათვის გამოიყენება, იგივე წესი გამოიყენება ქართული ჰემატრიისათვის, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ებრაელებისათვის
მზე რვათვალაა,
ჩვენთვის -ცხრათვალა.
ამიტომ, ებრაელებისათვის ღმერთის
რიცხვი არის 88 ან 888, ხოლო ჩვენთვის უნდა ყოფილიყო 99 ან 999.
,,აღმოვაჩინე წინარექართველური სიტყვა, რომელიც თან ღმერთს აღნიშნავს და თან 99-საც იძლევა და 999-საც, ეს სიტყვაა ღორონთი, რაც მეგრულად ღმერთს ნიშნავს- დასძენს ბატონი ალიკო ცინცაძე. აღმოჩნდა, რომ ჰემატრიით 99-ს იძლევა არამარტო სიტყვა ,,ღორონთი’’, არამედ სიტყვა ,,მამა ღმერთი’’, ,,ქრისტე’’ და ა.შ.
ქართულ
ჰემატრიაში ორი რიცხვი აღნიშნავს ღმერთს -99 და 51. ერთი ღმერთის ღვთაებრივი ბუნებაა, მეორე ადამიანური. 99 - აღნიშნავს მამა ღმერთს, ქრისტეს, ხოლო 51 - ღერბეთს, რაც სვანურად ნიშნავს ღმერთს, ასევე უძველესი სვანური და ფშავ-ხევსურული
ღვთაებრივი კვირია და მორიგე, რომლებიც ქრისტეს წინარესახეებია, ჰემატრიით იძლევა 51-ს.
ჩვენი წინაპრები - ქალდეველები ინფორმაციას იღებდნენ ცაზე. კერძოდ, ზომავდნენ მზის გადახრის კუთხეს. მზე დედამიწაზე ერთსა და იმავე ადგილზე არ ამოდის. იგი გადაიხრება ორ ბუდობას შორის 47 გრადუსზე და ნახევარ წელში უკან ბრუნდება. ე.ი. 47 გრადუსით იქით გადაადგილდა, 47 გრადუსით - აქეთ, ჯამში კი 94 გრადუსი მოგვცა.
ეს სწორედ ის 94 გრადუსია, რომელზეც იოანე ზოსიმე წერს -,, და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც-და-ათოთხმეტი
წელი...’’ ანუ იგი საუბრობს ყოველ წელიწადში მზის 94-გრადუსიან გადახრაზე.
იოანე ზოსიმე ბერი იყო, სინას მთაზე ცხოვრობდა და კარგად იცნობდა ბერძნულ ჰემატრიას, რომელიც გამოსცადა ქართულ ენაზე და აღმოაჩინა, რომ ქართულ სიტყვებში სასწაული ინფორმაციაა დაშიფრული.
იოანე-ზოსიმემ, ფაქტობრივად, პრიზი დააწესა - ვინც მის ხელნაწერს გაშიფრავდა, ხელში ის გასაღები აღმოაჩნდებოდა, რომლითაც ძველ ქართულში დაშიფრულ სასწაულზე შეიძლებოდა მუშაობა. ასე აღმოვჩნდით წინარექრისტიანულ პერიოდში და ქურუმთა ფარული ენის კვალს მივაკვლიეთ.
ყველა ქართული სიტყვა, რომელიც დროის ერთეულს აღნიშნავს, შედგენილია ჰემატრიით.
სიტყვებია წელი, წელიწადი, წანა (მეგრულად წელს ნიშნავს). მოქცევა (წელიწადსაც ნიშნავს და ქრისტიანობასაც).
მზის ამოსვლის წერტილი წლის განმავლობაში კუთხურად გადაიხრება 94 გრადუსით, ანუ 47 გრადუსი
იქით და 47 -აქეთ. სიტყვა წანა (მეგრულად) წელი ჰემატრიულად სწორედ 47-ს იძლევა, ხოლო სიტყვები - მოქცევა და წელიწადი - იძლევა 94-ს.
აქვე დასძენს ალიკო ცინცაძე, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წლით ადრე მზის ნახევარწლიური გადახრა იყო 48 გრადუსი. სიტყვა ,,წელი’’ ჰემატრიულად იძლევა სწორედ 48-ს, რადგან დროის მონაკვეთის აღმნიშვნელი სიტყვები ჰემატრიის პრინციპით არის შედგენილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წლით ადრე ქართული ანბანი არსებობდა. ის ცოდნა, რომელიც ქალდეურ ენად ითვლებოდა და ძველ ქალდეურს უკავშირდებოდა, სრულიად ცხადად გამოჩნდა, რომ ძველ ქართულშია ჩადებული. ქურუმთა ფარული ენა ორგანულად
იყო დაკავშირებული ძველ ქართულთან. სიტყვები ,,ქალდეა’’ და ,,იბერია’’ ჰემატრიულად იძლევა 47-ს ---- ანუ მზის გადახრის ნახევარწლიურ კუთხეს, ანუ ქალდეა და იბერია ერთი და იგივეა. შემდეგ, როცა ჩვენ ქრისტიანობა მივიღეთ, იბერია გახდა ივერია. ჰემატრიულად ივერია იძლევა 51-ს, ანუ იმავე რიცხვს რასაც იძლევა
სიტყვა იესო.
ლირიული ინტერმეცცო
ხომ არ მოგეწყინა, ჩემო მკითხველო?მეც თავათ მოწყენამ ამაღებინა კალამი ხელში და ვინძლო ჩემმა მოწყენამ შენი გააქარვოს.ათასზე მეტი ღამეა ვზივარ, ვზივარ და გითხრობ განთიადიდან განთიადამდის.თამაშითა და ბრძოლით
ვწერ
ჩემი
გმირების
თამაშისა
და
ბრძოლის
ამბავს.
და ღამეები მიჰქრიან, როგორც ნაბდით დაჭედილი ბედაურები.
სავსებით მარტო ვარ ამ წუთშიაც. მთვარე სამთვარიოში ჩასულა უკვე და მესმის თუ როგორ ღუღუნებს ჩემი ბინის ელექტრომრიცხველი - ეს ინდუსტრიის
ცისფერი
მტრედი.მესმის
თუ
როგორ
სუნთქავენ,
ლაპარაკობენ
და
მოძრაობენ
ჩემივე
გმირები
ჩემში
და
განვიცდი
უმძიმეს
ორსულობას
შემოქმედებისას.ვღელავ
და
ვძრწი
მათ
მაგივრად.
მათ
მაგივრად
ვფიქრობ
და
ვდარდობ
და
ღამეები
მიჰქრიან,
როგორც
ნაბდით
დაჭედილი
ბედაურები.ჯერ მეც არ ვიცი მათ რა მოუვათ.
თამარ
შარვაშიძე
რომელს
შეიყვარებს...
არზაყან
ზვამბაიას,
თუ
თარაშ
ემხვარს?
ან არზაყანის გული ვის მიენდობა? სათნო ძაბულის თუ თამარ შარვაშიძეს? ტარიელ შარვაშიძე და კაც ზვამბაია როგორ შეეთვისებიან ახალ დროს?
ან
ის
ბედდამწვარი
ლუკაია
ლაბახუა
როგორ
დაასრულებს
ცხოვრების
ეტლს?ან გვანჯ
აფაქიძე
რას
მოიმოქმედებს,
გვანჯ
აფაქიზე
- „ქრისტეს
ფეხის
მკვნეტელი?“ვზივარ,
ამ
სტრიქონებს
ვწერ
და
ღამეები
მიჰქრიან,
როგორც
ნაბდით
დაჭედილი
ბედაურები...მკლავი
მომექანცა,
მეტკინა
წელი,
ვზივარ
და
მაინც
ვწერ
(ჩემი
სული
ჩემ
სხეულზე
უფრო
ძლიერი
აღმოჩნდა).
შევდგები. ჩემს ხელნაწერს ვათვალიერებ. გაოცებული შევსცქერი
ბნელი
საუკუნეების
საშოში
უთარიღოდ
წარმოშობილ
ფანტასტიურ
ჰიეროგლიფებს.
შევსცქერი ქართულ ასოებს და ასე მგონია: მე მათ შორის უნდა ამოვიკითხო მეთქი ჩემი გმირების უცნაური ბედი.
ანი, ნამგლისთვის მიუმსგავსებია მიწის მოყვარულ
ქართველ
ხალხს
(ამიტომაც
შეურქმევიათ
„გეორგოს“
ძველბერძნებს
ჩვენთვის).
ბანი, ყელმოღერილ სურებს, დოქებსა და ჭინჭილებს არა ჰგავს?
განი, ლაგვინებს და ჭურებს (ღვინის მოყვარული ხალხის მონაგონია უთუოდ).
ღ, ყ, ლ, დ. - წათებს, წერაქვებს და ჩაქუჩებს. ეს მელითონეთა და რვალის ხუროთა მიერ მონაგონია.
ენის,
სანის,
ხარის,
ნარის,
ვინის,
ფარის,
წილის,
ჭარის კლერტოები ლეკურებს, ხმლებს, სატევრებს, წათებსა და ხელშუბებს მაგონებს.
აჰა, მოდიან ღეროვანი ასოების ლეგიონები. ისინი ხან ლელივით იკეცებიან, ხანაც ცხენოსანი ჯარის პიკეტებსავით მოემართებიან ამპარტავნად
ზეაღმართულნი.
და ამ ჲ-ს, ჭ-ს, ჯ-ს პაწია მარყუჟები ვაზისადმი სიყვარულის ანარეკლია (ამ დიონისურ ქვეყანაში წარმოშობილი).
კლერტო რაესი მონადირე ტომის ტრფიალს გამოხატავს, ირმებისა და ჯიხვების რქებისადმი ტრფიალს.
ეს თავმოდრეკილი დონები, ღანები, ლასები ჩვენს გუთნებს, აჩაჩებსა და კავებს მაგონებს.
ხოლო ინი, ინი პირწავარდნილი ნალია ცხენისა. ვინ იცის, ეგებ ცხენოსან ერს თან მოეტანოს იგი მესოპოტამიიდან ომითა და ზათქით
წამოსულს.
განუსაზღვრელად
მახარებს
მათი
მზერა
და
მათი
დაწერა
და
ამიტომაც
მოცლილ
ბალღსავით
ვეთამაშები
ქართულ
ასოებს,
და
განზრახული
მაქვს
უთუოდ
დავწერო
ანბანთა
ქება
მე
ხელმეორედ.
სწორედ
ამ
ასოების
მზერისას
ხმიანდება
ჩემს
გულში
სახე,
ფერი
და
მოძრაობა.
და მე მაგონდება ბნელი ღამე ატლანტიის ოკეანეზე განცდილი ოდესღაც.
ზღვა ჯერ წყნარი იყო, ნამრუდისფერი, არა, ლილისფერი, აჰ, ლილისფერი კი არა, ნავთგარეულ წყლისა ფერისა. უცებ იელვა და გაფხრიწა ცა ელვათკრთომამ. ადგნენ ზვირთები,
აბიბინდნენ
და
აიქოჩრნენ.
ნელის
ლაშლაშით
შემოერტყნენ
მყის
ჭვინტს
გემისას.
ისევ
დადუმდა
ოკეანე
თვალშეუვები.
ისევ გაუსვა ქარმა ქორის ფრთა და დააწვინა ტალღა ლელივით. ისევ აბორგდნენ, ახმაურდნენ მალი ტალღები, შემოესიენ, შეელეწნენ გემის კიდეებს.
და შეუბღვირა ლეგა ზეცამ ზღვას ფერგადასულს; ცა ისევ გასჭრა
ელვათაკრთომამ
(ლეკურსა
ჰგავდა
მარჯვედ
მოქნეულს).
არ ვიცი, ღამემ, შემოქნევამ ცეცხლის ლეკურის რა ჩასჩურჩულეს დადუმებულ ზღვას. აზვავდა ტალღა, მას მეორე გამოეკიდა და ყოველმხრიდან წამოვიდნენ ლეგიონები
და
გაიმართა
ტრიამელ
ზღვაზე
თავწაწყვეტილი
ტალღათ
ჯირითი.
როგორც გაზულუქებული ველური ტახები ტყეში შეჰქმნიან ნავარდს უცნაურს, ზეახტებიან გახურებულნი და შერჩებიან თამაშის დროს მუხის ტანს ეშვით, წამოვიდოდნენ ისევ ტალღები,
შეახტებოდნენ
გემს
გაქანებულს,
თავათ
ნამცვრებად
გადაქცეულნი.
კვლავ მოგვესიენ ბობოქარი ტალღები თქეშით. ზმუოდა ზღვა და ცას სხეპავდა ელვის ლეკური. ქაოსს გაეხსნა ვეშაპის ხახა და ურჩხულების ბობოქარის ლეგიონები მოლაშლაშებდნენ მოდრეკილნი წყალთ
უდაბნოდან.
აიმღვრა
ცა
და
ზღვა
უფრო
აფორიაქდა
და
ტალღა
ტალღას
შეაწყდა
ბნელში
და
ურჩხულებად
ქცეულნი
ზვირთნი
ადგნენ,
შესხეს
ტვინი
მრუმე
ცას.
და ასე.
როცა მე მეგონა მკლავი შესდგაო, როცა ვფიქრობდი დამეშრიტა გონების ძალი და ფანტაზიას ჩემსას ფრთენი შეეკვეცაო, ენა ქართული, ეს უფსკრული თვალშეუდგამი ისევ აზღვავდა,
ისევ
ადგა
ამ
ჩემს
ცხელ
სისხლში
და
წამოვიდნენ
სახეები
ტალღების
დარად.
მერმე
აზვავდა
სისხლი
ჩემი
და
მოქანცული,
მდორე
გონება
თითქოს
უეცრად
დასხეპაო
ელვის
ლეკურმა.
მოვსდექ და ისევ შევუტიე ამ უფსკერო ზღვას თვალსეუდგამს და გახელებულს და კვლავ მომინდა დავსწერო წვრილად მე ქებაჲ დიდებულისა ქართულისა ენისაჲ.
ისევე ვზივარ განთიადიდან განთიადამდის და ღამეები
მიჰქრიან,
როგორც
ნაბდით
დაჭედილი
ბედაურები...
გარეთ კი ღუღუნებს ელექტრომრიცხველი - ეს ინდუსტრიის ცისფერი მტრედი.
კონსტანტინე გამსახურდია „მთვარის მოტაცება“
დასავლელი მეცნიერების დასკვნა
15 ათასი წლის წინ ევროპელი და აზიელი ადამიანების წინაპრები
საერთო ენაზე საუბრობდნენ, რომლის წარმოშობის ადგილი, სავარაუდოდ, კავკასია,
კერძოდ კი ახლანდელი საქართველოა.
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ დასავლელი მეცნიერები. ინფორმაციას ამის
შესახებ Fox News ავრცელებს ჟურნალ Proceedings of the National Academy of
Sciences-ზე დაყრდნობით.
ჩვენ
შეგვიძლია ენის კვალს 15 ათასი წლის წინანდელ პერიოდამდე გავყვეთ, რომელიც
უკანასკნელი გამყინვარების ხანის დასასრულს შეესაბამება", - განაცხადა
კვლევის თანაავტორმა მარკ პეგელმა, რედინგის უნივერსიტეტის ბიოლოგმა.
თუმცა, ყველა ლინგვისტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ადამიანები ერთ ენაზე საუბრობდნენ და ცდილობენ საპირისპიროს დამტკიცებას. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ ენის ფესვების კვალს 3 000-დან 4 ათასამდე წლის წინ მივყავართ.
თუმცა, ყველა ლინგვისტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ადამიანები ერთ ენაზე საუბრობდნენ და ცდილობენ საპირისპიროს დამტკიცებას. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ ენის ფესვების კვალს 3 000-დან 4 ათასამდე წლის წინ მივყავართ.
მარკ
პეგელის მოსაზრებით, 23 სიტყვა, მათ შორის "მე", "შენ",
"დედა", "კაცი", "ცეცხლი" და "ხელი", არ
არის გამორიცხული ისევე ჟღერდეს, როგორც 15 ათასი წლის წინ.
მექსიკის
უნივერსისტეტის ლინგვისტი უილიამ კროფტი კი მიიჩნევს, რომ კვლევა ასევე უშვებს
იმის შესაძლებლობას, მეცნიერებმა გააერთიანონ ლინგვისტური მონაცემები
არქეოლოგიასთან და ანთროპოლოგიასთან კაცობრიობის პრეისტორიის მოყოლის მიზნით. ასე
მაგალითად, უძველესი მიგრანტებისა და ადამიანთა შორის კონტაქტის ხელახლა
აღდგენით.
მომზადებულია Fox News-ის მიხედვით
მომზადებულია Fox News-ის მიხედვით
Комментариев нет:
Отправить комментарий