"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

ჩვენ შესახებ

      


ჩვენ ქართველები ვართ!
      ვცხოვრობთ საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ვსწავლობთ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლაში. 
გვიყვარს სიცოცხლე, მთელი სამყარო, ჩვენი სამშობლო- "დიდი სამოთხის კუთხე პატარა".  გვიყვარს მოყვასი,რადგან ბავშვობიდანვე გვასწავლეს დიდი სიბრძნე:
"ვინც მოყვარესა არ ეძებს,იგი თავისა  მტერია!"
     გვსურს, გვყავდეს მრავალი მეგობარი როგორც ჩვენში,ასევე საზღვარგარეთ! 
ვართ როგორც ცოდნის,ასევე ცნობისმოყვარენი, ვიცით რომ:
"ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო,
                            ვინ არის,სიდან მოვიდა,სად მიდის,წავა სადაო".
განსაკუთრებით ვუფრთხილდებით წინაპართაგან დატოვებულ 7 საუნჯეს. ესენია: მამული, ენა, სარწმუნოება, ტრადიციები, ერთურთის დანდობა, ღირსება და ზრდილობა.
 თუ თქვენც ჩვენსავით ფიქრობთ,შემოგვიერთდით!

16 комментариев:

  1. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить
  2. ანა ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვს , აუცილებლად გააგრძელე, წარმატებას გისურვებ

    ОтветитьУдалить
  3. ყველაფერში გიერთდებით ტოლერანტობის გარდა,ეს საშინელი სიტყვა გახდა ჩვენისთანა პატარა ერებისთვის ჩვენს ეპოქაში...

    ОтветитьУдалить
  4. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить
  5. ძალიან საინტერესო ბლოგია... დიდი ინტერესით ველით ახალ ინფორმაციებს... გისურვებთ წარმატებებს

    ОтветитьУдалить
  6. ანა, თავს უფლება ვერ მივეცი არ გამოგხმაურებოდით! არაჩვეულებრივია თქვენი დამოკიდებულება საქმისადმი, მოხიბლული ვარ! გისურვებთ წარმატებას!

    ОтветитьУдалить
  7. მშვენიერი ქალბატონის მშვენიერი ბლოგი! აღფრთოვანებული ვარ და წარმატებებს გისურვებ!

    ОтветитьУдалить
  8. ქალბატონო ანა, არაჩვეულებრივად კარგი ბლოგი გაქვთ, ძალიან ვისიამოვნე, მადლობელი ვარ! მხოლოდ ერთ მოკრძალებულ შენიშვნას შემოგკადრებთ... ტერმინი ,,მართლმადიდებლობა”, როგორც ცნობილია, საქართველოში გაჩნდა მე-11 საუკუნის შუა წლებში. თქვენ უფრო ადრინდელი მოღვაწეები და მათი საქმიანობა გაქვთ წარმოდგენილი.იქნებ შეცვალოთ ქვესათაური... P.S. მეც მართლმადიდებელი გახლავართ.

    ОтветитьУдалить
  9. "თქვენითა გულობს ეს გული," გმადლობთ კეთილი სიტყვისათვის. გავითვალისწინებთ ყველა რჩევას, შენიშვნას, სურვილს.თქვენგან წახალისებული , "ვეცდები ჩემს საცდელს" ,თუკი უფალი ინებებს!

    ОтветитьУдалить
  10. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить
  11. იშვიათია ასეთი საინტერესო და საჭირო ბლოგი ... ხშირად გესტუმრებით ჩემი მოსწავლეებითურთ ... <3

    ОтветитьУдалить
  12. მომეწონა, საინტერესო ბლოგია, ხშირად გესტუმრებით. გისურვებთ წარმატებებს.

    ОтветитьУдалить
  13. ანა! ძალიან მომწონს ეს ბლოგი...სიამოვნებით გესტუმრები ხოლმე.სულიერად დავისვენე და მივიღე ესთეტიკური ტკბობა...

    ОтветитьУдалить
  14. საინტერსესო და სასარგებლო ბლოგია,დიდი შრომა გაგიწევიათ.ქალბატონო ანა,უღრმესი მადლობა თქვენ იმ სიამოვნებისთვის,რაც ამ ბლოგის დათვალიერებით განვიცადე!

    ОтветитьУдалить
  15. მომეწონა ანა, საინტერესო ბლოგია, გამოყენებადი.. წარმატებები

    ОтветитьУдалить