"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

სარწმუნოება

2014 წლიდან 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა!





















წმინდა  wmida mamaTa gamonaTqvamebi

  gulia sazomi adamianis rwmenisa, RvTis siyvarulisa da ara welTasimravle taZarSi siarulisa.
       adamiani SeiZleba gamudmebiT dadiodes eklesiaSi, eswrebodes wirva-locvas, magram gulis taZarSi erTxelac ar Seebijebinos. sulis kars RmerTi aRebs eklesiaSi mis mier davanebuli madlis meSveobiT.
    locva ise unda uyvardes kacs, rogorc mSiers - saWmeli da mwyurvals - sasmeli. WeSmariti da gulmodgine locvis Sedegi sulieri warmatebaa, gaumjobesebaa. WeSmariti locva adamianis guls daadnobs, xasiaTs gauumjobesebs, igi boroti gulis vnebebs ise daadnobs, rogorc mzis siTbo Tovlsa da yinvas. Tu marTla gulmodgined da madlianad iloce, taZridan gamosuls mteric ki Segebraleba, xolo Tu mtris mimarT gulSi kvlav siZulvili da mtroba igrZeni, maSin icode, rom Seni locva cru da unayofo iyo.
   Tu dainaxe kaci, rom aravis ekiTxeba rCevas da arc rCevebs asrulebs, maSin elode, rom mcire xanSi xiblSi Cavardeba.
   roca wigns kiTxulob, (ra Tqma unda, sasulieros) Seni goneba iwmindeba.
     Sen mier TiToeuli samuSaos dawyebisas RvTis Zalas mouwode, dasasruls ki Tqvi: dideba RmerTs!
      bevr adamians yvelaferi aqvs, magram mwuxareba Tavs ar anebebs, radgan qriste aklia.
   muceli ar megobrobs sulTan. bevri Wama gandevnis madls, marxva ki miizidavs.
     rogorc qselSi CaurTveli eleqtrolampa TavisTavad ver gaanaTebs, aseve sulic, Tu RmerTs locviT ar SeuerTdeba, ver ganaTldeba da yovladwmida sulis niWebsac ver miiRebs.
    simReriT da siciliT samoTxeSi aravin Sesula.
  kaci, romelsac RvTis SiSi ara aqvs, aucileblad Sescodavs an axalgazrdobisas, an Sua xanSi; yvelaze saSineli codvis Cadena sibereSic ki SeuZlia.
   ginaxavs kaci, romelic vinmes ganikiTxavs SenTan? darwmunebuli iyavi, rom Senc aucileblad gangikiTxavs sxvasTan.
   xSirad eSmaki Tavisi mZvinvarebiT, ise, rom, TviTonac ver xvdeba, RvTis ZaRlad iqceva, romelic gviyefs, gvkbens da RvTis sacxvreSi Segvrekavs.
     vinc fiqrobs, rom monazvnebma sofelSi uda iaron da iqadagon, magonebs im xalxs, romlebic Tvlian, rom eqimebma unda miatovon saavadmyofoebi da klinikebi da sofelSi aparatebiT iaron wnevisa da sicxis gasazomad.
         Tu winaswarmetyveli meored mosvlis, anda antiqristes gamoCenis wels an TariRs daasaxelebs, icode is cru winaswarmetyvelia.
vinc rCevisTvis aravis eTaTbireba, mas TviT gamocdileba aswavlis, romelic xSirad mwara xolme.

ბასილი დიდი და მისი ოჯახი


                                                 
  ბასილი დიდის ოჯახი, მეტად სახელოვანია ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში, ამ ოჯახმა ეკლესიას ცხრა წმინდანი შესძინა: 

-
წმ. ბასილი დიდი;
-
წმ. მაკრინა უფროსი - ბასილი დიდის ბებია;
- წმ. ბასილი უფროსი - ბასილი დიდის მამა;
- წმ. ემილია - ბასილი დიდის დედა; 
- წმ. გრიგორი ნოსელი - ბასილი დიდის ძმა;
- წმ. პეტრე სებასტინელი - ბასილი დიდის ძმა;
- წმ. თეოზვა - ბასილი დიდის ძმა;
- წმ. ნავკრატიუსი - ბასილი დიდის ძმა;
- წმ. მაკრინა უმცროსი - ბასილი დიდის და;







wmida anTimoz iverieli


 
  wmida anTimoz iverieli Tavisi droisTvis erT-erTi uganaTlebulesi adamiani iyo, flobda mraval ucxo enas: berZnuls, ruminuls, Zvel slavurs, arabuls, Turquls, gaTvicnobierebuli iyo TeologiaSi, literaturasa da bunebismetyvelebaSi. igi dajildovebuli iyo saocari niWiT, brwyinvaled flobda xelovnebis yvela dargs, gansakuTrebiT mxatvrobas, gravirebas, moCuqurTmebas, qsilografias; cnobili iyo, rogorc SesaniSnavi kaligrafi, daxelovnebuli xeze mWreli da niWieri moqandake. is iyo reformatori saliteraturo ruminuli enisa, brwtinvale mwerali da aRiarebuli oratori.
  anTimoz iverielma sicoxle Seswira meore samSoblod qceuli vlaxeTis ganTavisuflebas TurqTa da fanariotTa uRlisagan.
  cnobebi am saocariadamianis siyrmisa da siWabukis Sesaxeb mwiradaa Semonaxuli. cnobilia, rom is iyo samcxe-saaTabagos mkvidri. mravalmxrivi niWiT dajildovebuli Wabuki arCil mefes axlda ruseTSi da didad exmareboda qarTuli stambis CamoyalibebaSi. saqarTveloSi dabrunebuli anTimozi kavkasielma mTielebma Seipyres da monad gayides. tyveobidan is gamoisyida ierusalimis payriarqma dosiTeosma. sapatriarqoSi yofnis periodi anTimozma Tavisi ganaTlebisa da ostatobis srulyofisaTvis gamoiyena. ukve saxelganTqmuli mxatvari, graviori da kaligrafi gaaxloebiT 1690 wels vlaxeTis mefis konstantine brinkovianus mowveviT vlaxeTSi wavida. anTimozi vlaxeTSi CasvlisTanave saTaveSi Caudga sastambo saqmes. beWdviTma saqmianobam mTels qveyanaSi arnaxuli gaqaneba hpova da umaRles dones miaRwia. yovelive amis sulisCamdgmeli, organizatori da amagdari iyo saqarTvelodan gadmoxvewili qarTveli ostati, romelic yvelgan da yvelaferSi xazs usvamda Tavis qarTul warmomavlobas da aRniSnavda, rom ,,ZiriT qarTveli” iyo. anTimoz iverielma SesZlo gadaeqcia vlaxeTi marTlmadideblobis centrad, romelic mTel qristianul aRmosavleTs wignebiT kvebavda.
  1694 wels anTimozi daniSnes snagovos monastris winamZRvrad. man aq safuZveli Cauyara axal stambas. 1696 wels snagovos stambaSi daibeWda ,,RvTismsaxurebis wesi 21 maiss, dResa wmidanta gandidebisa”. mas xels awers ipodiakoni mixaili, SemdgomSi cnobili pirveli qarTveli stambis gammarTavi mixail iStvanoviCi.
  1705 wels anTimozs, ,,rCeuls vlaxeTis rCeul winamZRvarTa Soris” xeli daasxes rimnikis episkoposad, xolo 1708 wels ungro-vlaxeTis mitropolitad. anTimozis mitropolitad dadgineba mTeli qveynisTvis udidesi bedniereba iyo. am faqtTan dakavSirebiT erT-erTi monastris winamZRvari werda: ,,movida didi adamiani vlaxeTis miwaze, moitana sinaTle RvTaebrivma anTimma, ungro-vlaxeTis ierarqma, Svilman brZen iverTa modgmisa. RmerTma igi daajildova sibrZnis uSreti wyaroTi, raTa mas moemoqmedebina keTili saqmeni da Tavisi stambiT moetana sargebloba xalxisTvis am qveynad.”
  wmida anTimozis uSualo xelmZRvanelobiT vlaxeTSi 20-ze meti eklesia-monasteri aigo, maTgan gansakuTrebiT aRsaniSnavia ,,yovelTa wmidaTa” monastery qalaq buqarestis centrSi. taZris mTavari Sesasvlelis muxis kari da qvaze amotvifruli qarTuli ornamentebi TviT anTimoz iverielma Seasrula. mitropilotma tipikonic Seudgia yovelTa wmidaTa monasters. anTimozi gadamwyvet mniSvnelobas aniWebda monastris damoukideblobis sakiTxs, saxeldobr, man yovelTa wmidaTa monastery berZnuli eklesiisgan damoukideblad gamoacxada.
  mitropolitad dadginebis dRidan wmida anTimozma daucxromeli brZola daiwyo vlaxeli xalxis ganTavisuflebisaTvis ucxoel dampyrobTa Cagvrisgan. pirvelsave dRes mrevlmis winaSe warmdgarma anTimozma Tqva: ,,marTlmadidebloba Tqven SeinarCuneT wmidad da SeubRalavad, miuxedavad imisa, rom garSemortymulni, SeboWilni xarT ucxo xalxTa ZalmomreobiT da ganicdiT auracxel gasaWirsa da ubedurebas, rac yovelTvis gamomdibareobs imaTgan, vinc TviTneburad batonobs am miwa-wyalze... Tumcame viyavi uRirsi da umcrosi sxvaTa Soris, viTarca daviTi iyo umcrosi Tavis Zmebs Soris, RmerTma ar Sexeda Cems siRaribes da ucxoelobas... dae, TqvenTan erTad me Tavs gadamxdes yovelgvari gasaWiri, rasac gvargunebs Cven dro da Jami.”
  misi sityvebi winaswarmetyveluri aRmoCnda. 1714 wels Turqebma sikvdiliT dasajes vlaxeTis mTavari konstantine brinkovianu, xolo 1716 wels _ ukanaskneli vlaxeli mTavari stefane kantakuzeni da samefo taxtze aiyvanes fanarioti nikolo mavrokordati, romlis mTeli saqmianoba mimarTuli iyo TurqeTis interesebis dasacavad vlaxeTSi.
  am mZime dReebSi anTimoz iverielma Tavis garSemo Semoikriba vlaxel boiarTa jgufi, romlis mizani iyo gaenTavisuflebinaT vlaxeli rogorc TurqTa, aeseve fanariotTa batonobisagan. konkretuli RonisZiebebic daisaxa, magram nikolo mavrokordatim anTimozs ubrZana, nebayoflobiT uari eTqva mitropolitobaze. anTimozma kategoriuli uari SeuTvala. maSin mavrokordatim daxmarebisTvis mimarTa konstantinepolis patriarqs ieremias. episkoposTa krebam, romelsac arc erTi ruminuli sasuliero piri ar eswreboda, ,,SeTqmuli da revoluciaze wamqezebeli meamboxe” anTimozi SeaCvena, gankveTa eklesiidan da gamoacxada yovelive samRvdelo ,,Risrsebaaxdilad”, magram nikolo mavrokordatisTvis sakmarisi ar aRmoCnda da anTimoz iverielis ungro-vlaxeTis mitropolitobidan gadayeneba, amitom gadawyvita moeSorebina vlaxeTidan. man miaRzia imas, rom wmida anTimozi sabolood gaZevebul iqna sinas mTaze, wmida ekaterines monasterSi. rumineli xalxis erTguli da mosiyvarule mitropoliti SuaRamisas gadaiyvanes qalaqidan, radgan mosaxleobis mRelvarebis SeeSindaT, magram sinas mTamde anTimoz iveriels ar miuRwevia. galipoolis maxloblad, adrianopolze gamavali mdinaris, dulCias napirebze Turქma jariskacebma aso-aso akuwes anTimoz iverieli da misi wmida nawilebi mdinareSi gadayares.
  ase damTavrda sicocxle erTi qarTveli wmidanisa, romelmac mTeli Tavisi dauSreteli codna, niWi, energia vlaxeli xalxis sulieri gaZlierebisa da erovnuli kulturis aRorZinebis saqmes moaxmara.



  1992 wels rumineTis eklesiam anTimoz iverieli wmidanad Seracxa da misi xsenebis dRed daawesa 14(27) seqtemberi, wmindanis gardacvalebis dRe.. qarTuli eklesia mis xsenebas 13(26) ivniss aRniSnavs.


                                   




პეტრიწონის მონასტერი

წმიდა მოწამე აშოტ კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული (+829)

29 (11.02) იანვარი

აშოტ დიდი კურაპალატი, ქართლის ერისთავ ადარნასეს შვილი იყო. აშოტი 786 წელს გახდა ქართლის ერისმთავარი. ამ დროს საქართველო ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი: ქართლი, ანუ თბილისი მისი შემოგარენით და შუა ნაწილი საქართველოსი არაბთა ამირას ემორჩილებოდა, აღმოსავლეთი, კახთა მთავარს, გრიგოლს ეპყრა, დასავლეთ საქართველოს აფხაზთა მეფე განაგებდა, სამხრეთ საქართველო კი, ღვთის ნებით, იქცა სამკვიდრებელად აშოტ კურაპალატისა და მისი შთამომავლობისა.

ერისმთავრად დადგინების დღიდანვე დაიწყო აშოტმა ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, ისარგებლა არაბთა დაუძლურებით და თბილისიდან განდევნა აგარიანნი. „თბილისს არავინ დარჩა სარკინოზთაგანი, თჳნიერ ალი შუაბის ძისა“, ქართლის შემომტკიცების შემდეგ ბარდავიც ქართლს შეუერთა აშოტმა და სამი წლის მანძილზე მის „სახლად იყო ტფილისი და ბარდავი“. ამასობაში არაბთა ხალიფას ტახტზე ახალი მბრძანებელი ავიდა, „განძლიერდა ხელმწიფება აგარიანთა და იწყეს ძიება აშოტისა და ვერ უძლო წინააღმდგომად მათდა აშოტ და ივლტოდა მათგან“. თბილისი კვლავ არაბებმა ჩაიგდეს ხელში. აშოტი იძულებული გახდა, ქართლს განრიდებოდა და საბერძნეთში წასულიყო ცოლ-შვილთან და მცირერიცხოვან სპასთან ერთად. ჯავახეთს მიწევნული ლტოლვილები ფარავნის ტბასთან შეჩერდნენ დასასვენებლად. მძინარეებს სარკინოზთა ლაშქარი დაესხათ თავს. მცირერიცხოვანი სპა სასიკვდილოდ იყო განწირული, მაგრამ „შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა და კნინსა ლაშქარსა მისსა, მოსცა ძლევა მას ზედა და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი“. ერისმთავარმა ამ გამარჯვებაში ღვთის ნიშანი განსჭვრიტა, საბერძნეთში წასვლა გადაიფიქრა და შავშეთ-კლარჯეთში დარჩენა გადაწყვიტა. ამ დროს სამხრეთ საქართველო საცოდავ მდგომარეობაში იმყოფებოდა. უსჯულოთაგან დარბეული ხალხის გაჭირვებას ქოლერის ეპიდემიაც დაემატა და „მცირედღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ“.
სასომიხდილმა და უბედურებისაგან ქანცგაწყვეტილმა მოსახლეობამ სიხარულით მიიღო აშოტ კურაპალატი. იგი შეუდგა დანგრეული ქვეყნის აღდგინებას, „რომელნიმე სოფელნი მის ქვეყანაჲსანი მოიყიდნა საფასოთი, ზოგნი ოჴერნი აღაშენნა და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმან ქვეყანათა მათ შინა“. აშოტ კურაპალატმა აღადგინა წმიდა კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ აშენებული არტანუჯის ციხე, რომელიც მურვან-ყრუს მიერ იყო აოხრებული, მის მახლობლად ქალაქი გააშენა და კლარჯეთელ ბაგრატიონთა საბრძანებლად გამოაცხადა იგი, ააგო წმიდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესია. „მრავალგზის მოსცა ღმერთმან აშოტ კურაპალატსა ძლევა და დიდი დიდება ბრძოლასა შინა“.
კლარჯეთი ახალ სიცოცხლეს იძენდა. სრულიად საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად ქცეული მხარე სულიერადაც მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა. ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) და მისი თანამოსაგრეების ძალისხმევით უდაბნო დაბა-სოფლებად იქცა, აშენდა ეკლესია-მონასტრები, ჩამოყალიბდა ლიტერატურული სკოლები, ერის საუკეთესო შვილები მიდიოდნენ კლარჯეთში და ღმერთშემოსილი მამების გვერდით საქართველოს კეთილ მომავალს ჭედდნენ.
საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი წმიდა აშოტ დიდი ღვთის მოშიში და მოყვარული იყო. მან დიდი სიხარულით და პატივით ისტუმრა თავის სასახლეში წმიდა მამა გრიგოლი, „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“. ღირსმა მამამ აკურთხა ხელმწიფე: „არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთაჲ ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე“.
წმიდა აშოტ კურაპალატი ღირსი გრიგოლის კეთილ საქმეს მატერიალურადაც შეეწია. „შესწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა“. მეფის შვილებმაც - ადარნასემ, ბაგრატმა და გუარამმაც, დიდძალი საფასე გაიღეს კლარჯეთის უდაბნოთა ასაღორძინებლად.
ბრძოლებში შეუდრეკელი აშოტი უსიტყვოდ ემორჩილებოდა ეკლესიის მსახურებს. ზნეკეთილ მეფეს, „გარდარეული სიყუარულით“ შეუყვარდა ერთი ქალი, დაივიწყა ღირსებაც, პატივიც, მოვალეობაც ღვთისა და ერის წინაშე და დედოფლისთვის აღდგენილ არტანუჯის სასახლეში მიიყვანა იგი. ღირსმა გრიგოლმა შეიტყო „საქმეჲ იგი სულისა განმხრწნელი“, „შეწუხდა ფრიად“, ეახლა მეფეს და ამხილა მისი უღირსი საქციელი. შეცბუნებულმა აშოტმა აღუთქვა განტევება ქალისა, მაგრამ სიტყვა ვერ შეასრულა, „რამეთუ დაემონა გულის-თქუმასა“. ღირსმა გრიგოლმა აშოტ კურაპალატის დაუკითხავად დედაკაცი სასახლიდან წაიყვანა და მერეს დედათა მონასტერში წინამძღვარ თებრონიას (ხს. 5 ოქტომბერს) მიჰგვარა. მეფემ დედა თებრონიას ქალის გაშვება სთხოვა: მონაგები ჩვენი მის ხელთ არისო. დედა თებრონიამ მკაცრად შეახსენა მეფეს, „მიზეზებად მიზეზთა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა“. ხორციელად ძლიერმა ხელმწიფემ თავი დადრიკა „სულით ძლიერი“ დედის წინაშე და ოხვრით წამოსცდა: „ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს“. ღვთისმოშიშმა მეფემ, რომელსაც „მამხილებელად აქუნდა თჳსი გონებაჲ“ ძლია მის პირად გრძნობებს და მიუხედავად უდიდესი შინაგანი ბრძოლისა „სიხარულით წარვიდა, რამეთუ გულითა წმიდითა აქუნდა ნეტართა მათ პატივი, ვითარცა სულისა მისისა საუკუნოდ გჳრგჳნოსან-მყოფელთაჲ“.

ღვთისა და ქვეყნის მოყვარული მეფე მთელი ქართლის დაბრუნებისათვის ემზადებოდა, მაგრამ „მოვიდა ხალილ იაზიდის ძე არაბი და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი“.
წმიდა აშოტი საბრძოლველად მოემზადა, მალემსრბოლი გაგზავნა ლაშქრის შესაკრებად, მაგრამ, სანამ ჯარი შეიკრიბებოდა, „დაესხნენ სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი“. ხელმწიფემ ნიგალის ხევს მიჰმართა და „იწყო ძებნად ერისა, რათამცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თჳსი“. საუბედუროდ, წვეულთა შორის მოღალატენიც აღმოჩნდნენ. მეფე ძალიან გვიან მიხვდა ღალატს. მან თავი ტაძარს შეაფარა, მაგრამ იუდას ცოდვით დამძიმებულებმა იქაც შეაღწიეს და მოკლეს მეფე „მახჳლითა საკურთხეველსა ზედა“. „დაკლეს იგი, ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს“, - წერს სუმბატ დავითის ძე თავის წიგნში „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“.
ასე მოწამეობრივად აღესრულა პირველი ბაგრატოვანი ხელმწიფე, „კეთილად მორწმუნე, რომლისა გამო დაემტკივა ქართველთა ზედა მთავრობაჲ მისი და შვილთა მისთაჲ“.

ქართველებმა მტერს არ შეარჩინეს საყვარელი ხელმწიფის სიკვდილი. დოლისყანას მყოფებმა გაიგეს, რომ „მოიკლა მათი უფალი აშოტი“, დაედევნენ მკვლელებს, ჭოროხის მიდამოებში დაეწივნენ გაქცეულებს და ისე ამოწყვიტეს, რომ ამბის წამღებიც არ დარჩენილა.
წმიდა მოწამის, აშოტ დიდის ნეშტი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ, წმიდა მოციქულთა, პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში.



Opiza2011.jpg
                                                         ოპიზა





წმინდა არსენი დიდი, კათოლიკოსი (+887)
25 (08.10) სექტემბერი

                               წმიდა არსენ დიდი, კათოლიკოსი დაიბადა დაახ. 820 წელს, სამცხის ცნობილი და გავლენიანი დიდებულის, მირიანის, ოჯახში.
აფხაზეთს მიმავალმა წმიდა გრიგოლის თანამოსაგრეებმა, თეოდორემ და ქრისტეფორემ (ხს. 5 ოქტომბერს), გზად სამცხეში, მირიანის სახლთან გაიარეს, მირიანმა სახლში მიიწვია ბერები. დილით მან და მისმა მეუღლემ, ბერებს შვილები დაალოცვინეს, შემდეგ კი, მათი სათნოებით გაკვირვებულებმა, უმცროსი ძე, ექვსი წლის არსენი მისცეს აღსაზრდელად. ბერებმა მშობლებს აღუთქვეს, კლარჯეთის უდაბნოს არქიმანდრიტს, გრიგოლს, წარუდგენდნენ ყრმას.
როცა ღირსმა გრიგოლმა თავისი რჩეული ძმები - თეოდორე და ქრისტეფორე მოიძია აფხაზეთში და მათთან ერთად კვლავ კლარჯეთს დაბრუნდა, ყრმა არსენი, მომავალი „კათოლიკოზი ქართლისა და მცხეთის საყდრის გვირგვინი დაუჭნობელი“ და ჭაბუკი ეფრემი, შემდგომ აწყურის სასწაულთმოქმედი ეპისკოპოსი, თან გაიყოლა.
მონასტრის ბერებმა მოძღვრის და ძმების დაბრუნებით გაიხარეს, მაგრამ ყრმების მოყვანას დრტვინვით შეხვდნენ, რადგან სამონასტრო წესდება ამას კრძალავდა. ღირსმა გრიგოლმა აუწყა საძმოს, რომ ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი, თვით ღვთის ნებით ნაკარნახევი, რათა „ვითარცა ეფრემ ასური და არსენი ჰრომაელი, კაცთაგან განშორებულნი და ღმრთისა მიახლებულნი, ესრეთ იყვნენ ღირსნი ესე ყრმანი აღზრდილ უბიწოდ ხანძთას შინა ვიდრე ჟამადმდე პატივისა მათისა“.
როდესაც არსენი სრულწლოვანი გახდა, მამამ, მირიან აზნაურმა, იგი საეკლესიო და სამღვდელმთავრო კრების დაუკითხავად, სამცხის ერისკაცთა დახმარებითა და რამდენიმე ეპისკოპოსის თანადგომით, კათოლიკოსად დაადგინა. ეს იყო საეკლესიო კანონების უხეში დარღვევა და ერისკაცის კადნიერი ჩარევა მის საქმეებში.
ქართლის და კლარჯეთის სამღვდელოებამ სადავო საკითხის გადასაჭრელად საეკლესიო კრება მოიწვია ჯავახეთში. კრებას თავმჯდომარეობდა ეფრემ მაწყვერელი. საეკლესიო სამართალი მამათა მხარეს იყო. არსენს გადაყენება ემუქრებოდა, მაგრამ კრებაზე გამოცხადდა მამა ყოველთა მეუდაბნოეთა - გრიგოლ ხანძთელი და ყველა, მათ შორის ეფრემიც, დაარწმუნა იმაში, რომ არსენის კათოლიკოსის ტახტზე დადგინება ღვთის ნებით აღსრულდა: „ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობიჲ არსენისი სისრულისა მისისათჳს, არამედ მირეან მამან მისმან აუგიან ყო უჟამოდ შესწრაფებითა, ვითარცა ადამ ჭამა ხილი იგი, რომელი არ-ღა მწიფე იყო“.
მღელვარება ჩაცხრა. ეფრემსა და არსენს შორისაც განახლდა სიყვარული.
კათოლიკოსმა არსენმა აკურთხა ხანძთის ძველი ეკლესია, თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით და ქრისტესმიერი სიყვარულით ქართლის ეკლესიებს სიხარული მოჰფინა, „საყდარი მამათმთავრობისაჲ შეამკო სრულიად და შეიმკო მადლითა“.
წმიდა არსენი შესანიშნავი ჰაგიოგრაფი და ისტორიკოსი იყო. მას ეკუთვნის უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-პოლემიკური თხზულება „განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა“, რომელშიც გადმოცემულია სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების ისტორია.
არსენ დიდსავე მიაკუთვნებენ „აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებასა და წამებას“.
წმიდა არსენი ოცდაშვიდი წლის მანძილზე განაგებდა ქართლის ეკლესიას. გარდაიცვალა 887 წელს და „მხიარულებით მიიწია ქრისტესა და აქუს მადლი შეწევნად ჩუენდა“.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.


წმინდა  ეფრემ  მაწყვერელი (IX)
17 (30) აპრილი





წმიდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმიდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
საეკლესიო საქმეებისთვის აფხაზეთს მიმავალმა გრიგოლმა ქართლში „ნებითა ღმრთისაჲთა... პოვა ეფრემ ყრმაჲ, ჭაბუკი ღირსი და ღირსებასა შინა იხილვა მამაკაცებასა სრულსა მიწევნული სიწმიდითა და სიწმიდესა შინა აწყურისა ეპისკოპოსი სასწაულთმოქმედი“. უკან დაბრუნებულმა გრიგოლმა ყრმა ეფრემი თან წაიყვანა ხანძთას არსენთან (ხს. 25 სექტემბერს) ერთად და აღსაზრდელად თავის თანამოღვაწეებს, ქრისტეფორესა და თეოდორეს (ხს. 5 ოქტომბერს) ჩააბარა.
ხანძთის სავანეში ყრმების გამოჩენამ საძმოს უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ეს მონასტრის წესდებით აკრძალული იყო. ბერებმა ღირს გრიგოლს მიმართეს: „საქმენი შენნი განუკითხველ არიან ყოველნი თჳნიერ ამისა, რომელ ყრმანი ესე მოყვანენ და წესსა შენგან დამტკიცებულსა შენზევე გამოეხუების მომავალთა ჟამთა საკდემელად ჩვენდა. დაღაცათუ უშიშ არს გული ჩუენი ჟამისა ამისათვის, არამეგ გარეშე წესისა არს საქმე ესე და აწ ესე არს სიტყვა ჩვენი, წმიდაო ღმრთისაო“. ღირსმა გრიგოლმა ძმებს აუწყა, რომ ყოველივე ღვთაებრივი გამოცხადებითა ჰქმნა: „ქრისტემან ღმერთმან წმიდისა ანგელოზისა პირითა მაუწყა ამათი საქმე ყოველი, რამეთუ ვითარცა ეფრემ ასური და არსენი ჰრომაელი, კაცთაგან განშორებულნი და ღმრთისა მიახლებულნი, ესრეთ იყვნენ ღირსნი ესე ყრმანი აღზრდილ უბიწოდ ხანძთას ჟამამდე პატივისა მათისა“.
ღირსი ეფრემი აწყურის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ის უდიდესი მოღვაწე იყო იმდროინდელი საქართველოს ეკლესიისა. ჯავახეთში შეკრებულ საეკლესიო კრებაზე, რომელსაც კათოლიკოსის ტახტზე არსენის დარჩენა-გადადგომის საკითხი უნდა გადაეწყვიტა, ერთ-ერთი უპირველესი ეპისკოპოსთაგანი, რომლის სიტყვასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, სწორედ ეფრემ მაწყვერელი იყო. ეფრემი იყო წინამძღოლი ეპისკოპოსთა და სამღვდელოთა იმ დასისა, რომელიც კათოლიკოსის ტახტზე უკანონოდ აღსაყდრებული არსენის გადაყენებას მოითხოვდა. კრების მონაწილენი მისგან ელოდნენ ჭეშმარიტი მსჯავრის დადებას, ამიტომაც პირველი სიტყვის თქმა მას სთხოვეს: „ბრძანე პასუხი, რაჲ ჯერ არს“. ღირსმა ეფრემმა მორჩილად თქვა: „სადა მამაჲ გრიგოლ იყოს, მე მუნ არა ვიკადრებ სიტყუად“. გრიგოლ ხანძთელმა ეკლესიის მამებს და კრების ორგანიზატორებს, გუარამ მამფალს აუხსნა, რომ არსენი ღვთის ნებით გახდა კათოლიკოსი საქართველოჲსა, „არამედ მირეან მამამან მისმან აუგიან ყო უჟამოდ შესწრაფებითა, ვითარცა ადამ ჭამა ხილი იგი, რომელ არღა მწიფე იყო“. კრების შემდეგ ეფრემისა და არსენის სიყვარული კვლავ განახლდა.
წმი?მა უდიდესი ღვაწლი დასდო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საბოლოოდ განმტკიცების საქმეს. მისი შემწეობით საქართველოს ეკლესიამ მირონის მცხეთაში კურთხევის უფლება მიიღო. მანამდე საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები წმიდა მირონს ანტიოქიის ეკლესიიდან იღებდნენ (მთავარეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის გამოკვლევითა და ვარაუდით, ქართული ეკლესია IV საუკუნეში ხარშავდა და აკურთხებდა მირონს მცხეთაში, ანტიოქიიდან კი მხოლოდ  „წმიდა მირონის არომატი“ ნივთიერებები შემოჰქონდათ).
წმიდა ეფრემი ორმოცი წელი განაგებდა აწყურის კათედრას. მას ღვთისგან მიმადლებული ჰქონდა განჭვრეტის, სასწაულთა ქმნისა და კურნების ნიჭი.
წმიდა ეფრემ დიდი მაწყვერელი ღრმად მოხუცებული მიიცვალა. მის წმიდა ნაწილებთან სარწმუნოებით მისულნი მრავალგვარ სნეულებათაგან იკურნებოდნენ.


ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.





საბაწმიდა






                                                              .საბაწმიდის ლავრა  უძველესი და უმნიშვნელოვანესი მონასტერი პალესტინაში, იერუსალიმი სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 13-15 კმ-ზე. სავანე დააარსა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ საბა განწმენდილმა(439-532) V საუკუნის 80-იან წლებში, იქ შეიქმნა ქრისტიანული მწერლობის მრავალი მნიშვნელოვანიძეგლი ბერძნულ, ქართულ, სომხურ,სირიულ,არაბულ ენებზე.


საბაწმიდის ლავრა მდებარეობა პალესტინა                     Mar Saba um 1900.jpg

      საბაწმიდა მეხუთე საუკუნეში დაარსდა მეტად პირქუშ და სასტიკ ადგილას. ეს იყო თვალჩაუწვდენელი უფსკრულებით, პირალესილი კლდეებით გარშემორტყმული ხრიოკი, უწყლო ადგილი, მაგრამ სულის ხსნის მოშურნე ბერ-მონაზვნობა სწორედ ასეთფიცხელადგილებს ეტანებოდა და მალე ლავრა მოსაგრე მამებით აივსო. ლავრაში იღვწოდნენ ბერძენი, სირიელი და სხვა ეროვნების ბერები. VI საუკუნიდან კი მათ ქართველებიც შეუერთდნენ. სულ მალე ქართველი ბერები საბაწმიდაში ისე მომრავლდნენ, რომ საკუთარიეკლესიაც კი ააშენეს და ზოგიერთ საეკლესიო წიგნს მშობლიურ ენაზე კითხულობდნენ.

                                 

   IX საუკუნეში საბაწმიდაში მივიდა და იქ რამოდენიმე წელს დარჩა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ილარიონ ქართველი. ცოტა მოგვიანებით, ლავრას მიაშურა ჯვრის მონასტრის დამაარსებელმა პროხორე ქართველმა.



                                                              
ილარიონ ქართველი                                                                                               პროხორე ქართველი


საბაწმიდაში ადრეული ხანიდანვე მოღვაწეობდა და დიდ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა ქართველ მწიგნობართა მრავალრიცხოვანი ჯგუფი (მარტვირი საბაწმიდელი, პიმენ კახი, იოანე ზოსიმე, სვიმეონ მგალობელი და სხვები). იქმნებოდა ქრისტიანული მწერლობის შედევრები. VIII-IX საუკუნეებში სწორედ აქ გატარდა ქართული სალიტერატურო ენის რეფორმა და შემუშავდა ბიბლიური წიგნების საბაწმიდური რედაქცია. ამავე დროს, ვითარდებოდა თვითმყოფადი ქართული ჰიმნოგრაფია*.    
    დაუცხრომელი მუშაობა გააჩაღა ცნობილმა ქართველმა სასულიერო მოღვაწემ და მწერალმა იოანე ზოსიმემ, რომელიც მეათე საუკუნეში მოღვაწეობდა. მან შეადგინა საგალობელთა კრებულები, იქვე შეთხზა იდუმალი და საოცარიქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“, რომელიც ცხადყოფს 
ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებასა და ამაღლებას.

                              
                  
იოანე-ზოსიმე

ფართოდ გაიშალა მთარგმნელობითი მუშაობა, ითარგმნა და შედგა ჰაგიოგრაფიული თხზულებები, ჰიმნების კრებულები, გახშირდა ხელნაწერთა დამზადება, მომრავლდნენ კალიგრაფები (ანუ გადამწერები). სავანეში დამზადებულ ხელნაწერთა შორის უმნიშვნელოვანესია 864 წლის მრავალთავი, რომელიც უძველესი პირველი თარიღიანი ქართული ხელნაწერია.
                                                                        
          

         საბაწმიდის სავანეს ცხოველი ურთიერთობა ჰქონდა სამშობლოსთან. საბაწმიდაში შექმნილი მწიგნობრობის ძეგლები ქართველ მოღვაწეთა და მომლოცველთა საშუალებით გავრცელდა როგორც პალესტინაში, ისე საქართველოში და საგრძნობი გავლენა იქონია ქართული ლიტერატურის განვითარებაზე.
                ქართველები საბაწმიდაში XI საუკუნემდე მოღვაწეობდნენ, შემდეგ კი არაბთა მომძლავრებისა და მონასტრის ხშირი დარბევის გამო, სავანეში დარჩენა თანდათან გაძნელდა, ბოლოს კი შეუძლებელი გახდა. ქართველმა მამებმა სხვა სავანეებს მიაშურეს და ხელნაწერი წიგნებიც ახალ სამყოფებში გადაიტანეს.
*ლავრა - ბერთა დიდი მონასტერი.სამონასტრო კომპლექსი.
*ჰიმნოგრაფია - სასულიერო პოეზია, რომელშიც შედის ღვთისმსახურებაში გამოსაყენებელი საგალობლები, ანუ ჰიმნები.

ეფრემ ასურის ლოცვის განმარტება 

(იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი)

 ჩვენი მფარველი მთავარანგელოზები


ორშაბა

                                   

მთავარანგრლოზი მიქაელი

მძლეველი ყველა მტრული ძალისა, მფარველი ყოველგვარი უბედურებისა, მწუხარებისა  და ბოროტებისაგან.

     წმიდაო ანგელოზო უფლისაო მიქაელ, მაშორე შენი ელვისებური ხმლით მაცდური ბოროტი სული, ჰოი, დიდო არქისტრატო ღვთისაო მიქაელ ბოროტ სულთა მძლეველო, სძლიე და შეჰმუსრე  ხილული და უხილავი  ყველა ჩემი  მტერი და ევედრე ყოვლისმპყრობელ უფალს გვიხსნას და დაგვიფაროს  ჩვენ ყოვლისა ურვისა, ყოველგვარი სენისა, სიკვდილ-შემოსილისა წყლულებისა  და  ამაო სიკვდილისაგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 


                სამშაბათი


მთავარანგელოზი გაბრიელი

სიმაგრე ღმრთისა და კეთილი მაცნე ღმრთის საიდუმლოსი

      წმიდაო  მთავარანგელოზო გაბრიელ, ყოვლადწმიდა ღვთიშობლისადმი ზეციდან გამოუთქმელი სიხარულის მომტანო, სიხარულით და მხიარულებით აღავსე  სიამაყით ნატკენი  ჩემი გული.
ჰოი, არქისტრატო ღმრთისაო გაბრიელ, შენ უწმიდესი ქალწულის ღვთისმშობლის მახარობელო, შენ მაუწყე მეცა  ცოდვილსა დღე საშინელი სიკვდილისა და ევედრე უფალსა ჩემი ცოდვილი სულისათვის, რათა მომიტევოს ცოდვები ჩემი და ნუ დამაკავებენ მე ეშმაკნი საზვერეში ჩემი ცოდვებისათვის.
 ჰოი, დიდო მთავარანგელოზო გაბრიელ, დამიცევ მე ყოველი უბედურებისაგან და ავადმყოფობისაგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!



 ოთხშაბათი


 მთავარანგელოზი    რაფაელი

ავადმყოფობისაგან მკურნალი და გზაზე დამყენებელი

       ჰოი, დიდო არქისტრატი ღმრთისაო, რაფაელ,უფლისაგან ნაბოძები სნეულებათა განკურნების მიმღებელო, განკურნე ჩემი გულის უკურნებელი წყლულებანი და ხორცთა ჩემთა ყველა სნეულებანი.
       ჰოი, დიდო არქისტრატო უფლისაო, რაფაელ, შენ ხარ მეგზური ექიმი და მკურნალი, გვიხელმძღვანელე ჩვენ, რათა ვიხსნეთ და განკურნე სულიერი და ხორციელი ყველა სნეულებანი ჩვენნი. მიგვიყვანე უფლის საკურთხეველთან და შეევედრე მას, მის სახიერებას,ჩემი ცოდვილი სულისათვის, რათა მოგვიტეოს და დაგვიფაროს ჩვენ ცოდვილნი, მტრის და ბოროტი კაცისაგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ხუთშაბათი


 მთავარანგელოზი ურიელი

აღმძვრელი ლოცვების სურვილისა და განმანათლებელი უცოდინართა

         წმიდაო მთავარანგელოზო ღმრთისაო ურიელ, სიუხვით აღვსილო მხურვალე სიყვარულით, მგზნებარე სულით და ღმთიური ნათლით გაცისკროვნებულო, სტყორცნე  ეგ ცეცხლოვანი ალის ნაპერწკალი ჩემს გულქვა გაციებულ გულს და დაბნელებულ სულს და ღვთიური ნათლით გააცისვნე.

ჰოი, დიდო არქისტრატო ურიელ, შენ ხარ ღმრთიური ცეცხლის ნათელი, განმანათლებელი ცოდვილთა, განგვინათლე გონება, გული, სული ჩემი, ნებისყოფა ჩემი წმიდა სულით, დამაყენე მე სინანულის გზაზე და ევედრე უფალსა ღმრთსა, რათა გვიხსნას საშინელი ჯოჯოხთისაგან და ყოველი ხილული და უხილავი მტრისა ძალისაგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!



პარასკევი


 მთავარანგელოზი სერაფიელი

მკურნალი ამაკანკალებელი ავადმყოფობისა (მალარია, ეპილეფსია) და ღმერთთან მლოცველი ხალხისათვის


       წმიდაო მთავარანგელოზო ღვთისაო, სერაფიელ, მოგვმადლე და მასწავლე ლოცვა მლოცველი  ღრმა  გულსყურით, ლმობიერი, თავმდაბალი, მჭმუნვარე გულით.  ჰოი, დიდო არქისტრატო ღმრთისაო სერაფიელ, მორწმუნეთათვის ღმრთის წინაშე მეოხო, ევედრე მის სახიერებას, რათა მიხსნას მე ცოდვილი ყოველი უბედურებისაგან, ურვისა სნეულებისა და მუდმივი ტანჯვისაგან და დაგვიმკვიდროს ცათა სასუფეველი ყოველთა წმიდათა შორის აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!

შაბათი

მთავარანგელოზი ეგუდიელი 

მფარველი მგზავრობისა, გაჭირვებულთა დამხმარე


წმიდაო მთავარანგელოზო ღვთისაო ეგუდიელ, ქრისტეს გზაზე მოღვაწეთათვის, მარად მსწრაფლშემწეო. აღმეგზნე მძიმე სიზარმაცის წინააღმდეგ, და კეთილი გმირობით გამაძლიერე მე.
ჰოი, არქისტრატო ღვთისაო ეგუდიელ, შენ უფლის დიდების ერთგულო მლოცველო, ქება დიდების აღმგზნებელო წმიდაო სამებაო, გამიღვიძე სურვილი მე ზარმაცს, ვადიდო მამა, ძე და სული წმიდა, და ევედრე ყოვლისამპყრობელ უფალს დააფუძნოს ჩემში სული წრფელი, აწ განმიახლოს გვამსა ჩემსა სულითა მეუფებისა მისითა და დაამტკიცოს, რათა თაყვანს ვცემდე ჭეშმარიტი სულითა მამასა, ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამი!


 ბოლო დროის საქართველოს სამი დიდი წმინდანი: მამა ვიტალი, მამა გაბრიელი და მამა გიორგი.ისაქართველოს შემწენი და მფარველნი.




წმ. ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელი-სალოსი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე) და მამა გიორგი ბასილაძე-ფეხითმოსიარულე-საქართველოს შემწენი და ქომაგნი.

მოაბიჯებს მადლომოსილი ბერი

სხივი ადგას საქართველოს მიწას,
კელიაში აელვარდა ჭერი,
ლოცვის მადლით გვიფარავს და გვიცავს,
უფლისაგან მადლმოსილი ბერი.

გაბნეული მრევლისათვის წირავს,
ღმერთს ავედრებს გადარჩენას ერის,
და როდესაც საქართველოს სძინავს
ცისკარს ლოცვით ეგებება ბერი.

კაცთა მოდგმის ტკივილი და ცრემლი,
დროში მავალს უთქმელადაც ესმის,
იმედებით ელოდება მრევლი,
შეგონებას ღვთისნიერი მწყემსის.

ოდითგანვე იფარავდა მამულს,
წმიდა ბერთა გულიანი ლოცვა,
ქართულ მიწას მირონებით ნამულს,
ურჯულონი აოხრებდნენ როცა.

გარს არტყია ტანჯულ ხალხთა რიგი,
უფლისათვის ხმადათაფლულ მგოსანს.
მხოლოდ უფალს თუ უჩოქებს იგი
და წმინდანთა საფარველი მოსავს.

მართალ სიტყვას დაუდგება ჯერი,
სუყველაფერს ხომ თავისი დრო აქვს,
მოაბიჯებს მადლმოსილი ბერი,
დაღლილ მხრებით საქართველო მოაქვს.

ნანა მეფარიშვილი


დიდი პარასკევიშვიდი შეძახილი ჯვრიდან
როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, ჯვარს აცვეს იქ ისიცა და ბოროტმოქმედნიც, ერთი მის მარჯვნივ და მეორე მარცხნივ. ლუკ. 23:33
შეძახილი 1. ხოლო იესო ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან. ლუკ.23:34.
პატიების აუცილებლობის მაგალითიმიუხედავათ ზიანის სიდიდისა შეურაცხმყოფელთა მხრიდან.
შეძახილი 2. იესომ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში. ლუკ.23:43
მუდმივი მზადყოფნა მოყვასის სახსნელადმიუხედავად სიტუაციის შეუფერებლობისა თუ სიმძიმისა.
შეძახილი 3. ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე!
მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედაშენი; და ამ საათიდან მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი. იოან.19:26,27.
მეხუთე მცნების (პატივი ეცი მამას და დედას) სიდიდისა და უცვალებლობის მაგალითი.
შეძახილი 4. და ასე, მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელი, ელი, ლამა საბაქთანი? რაც ნიშნავს, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე? მათ.27:46
სუფთა ლოცვის მაგალითი, რომელიც თავისუფალია ბედის წყევლაკრულვისაგან; სხვათა დადანაშაულებისაგან, და სავსეა უპირობო მორჩილებით მამისადმი, მიუხედავად უმძიმესი ტანჯვისა და მტანჯველი სიმარტოვის განცდისა.
შეძახილი 5. შემდგომ ამისა, რაკიღა მიხვდა, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, იესომ თქვა: მწყურია. იოან.19:28
მაგალითი წერილის (მცნების) სიყვარულისა და შესრულებისამიუხედავად არასასურველი თუ მძიმე ყოფისა.
შეძახილი 6. როდესაც იგემა ძმარი, იესომ თქვა: აღსრულდა; . იოან.19:30
მაგალითი მიზნისადმი სრული მიძღვნისასასიკვდილო აგონიაში მყოფს ცხლად ახსოვდა მისია რომელიც მას უნდა აღესრულებინა.
შეძახილი 7. მაშინ ხმამაღლა შეღაღადა იესომ და თქვა: მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს; და ამ სიტყვებით განუტევა სული. ლუკ.23:46
მაგალითი მამისადმი მორჩილებისა და კუთვნილებისა სიცოცხლესა თუ სიკვდილში.


Top of Form
Bottom of Form

1 комментарий: