"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

მამული







მამული

ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე-რაა მამული!
წინაპართაგან წავიდა ყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა
და მელანდება მე მის წიაღში,
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება,
ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!
დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!



პანთეონი
პანთეონი  ბერძნული სიტყვაა ("pan"- ყველა, "theos" - ღმერთი). იგი  თავიდან ყველა ღმერთის ტაძარს აღნიშნავდაეს ტაძარი რომში მდებარეობდა. იქ წარმართული ღვთაებების კერპები იდგა. მოგვიანებით პანთეონი ეწოდა  გამოჩენილ (ღმერთის ტოლ)ადამიანთა განსასვენებელს.

დიდუბის პანთეონი

     ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივით    XIX საუკუნის 80-90-იან წლებში  დიდუბეში, ღვთისმშობლის ეკლესიის შემოგარენში, შეიქმნა დიდუბის პანთეონი. იქ ასაფლავებდნენ  გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებს: მწერლებს, მეცნიერებს, ხელოვნების დარგის მუშაკებს. მოგვიანებით, იქ ნაკლებად ცნობილი პირების დასაფლავებაც დაიწყეს.  პანთეონმა დაკარგა თავისი პირვანდელი დანიშნულება.   1938 წელს გაუქმდა დიდუბის სასაფლაო. მისი ის ნაწილი,  სადაც გამოჩენილ პირები ემარხა, შემოიფარგლა.  1939 წელს გაიხსნა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი.
 პანთეონში დაკრძალული არიან:
1. მწერლები:
ალექსანდრე აბაშელი (ა. ჩოჩია), ლადო ასათიანი, ბაჩანა (თ. რაზიკაშვილი), აკაკი ბელიაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, ვ. დარასელი, ი. ევდოშვილი, იეთიმ გურჯი (ი. დაბღიშვილი), პაოლო იაშვილი, პ. კაკაბაძე, მურმან ლებანიძე, ი. ლისაშვილი (ი. ხომერიკი), ჭ. ლომთათიძე, სოფრომ მგალობლიშვილი, დუტუ მეგრელი (დ. ხოშტარია), ა. მირცხულავა, ი. მოსაშვილი, შ. მღვიმელი (შ. ქუჩუკაშვილი), რ. ინანიშვილი , ი. ნონეშვილი, უიარაღო (კ. თათარაშვილი), ედიშერ ყიფიანი, დ. შენგელაია, გიორგი წერეთელი (მწერალი), ტერენტი გრანელი, დ. კასრაძე, აკაკი ბაქრაძე, ვახტანგ ჭელიძე, გ. ნატროშვილი;
2.მეცნიერები და საზოგადო მოღვაწენი:
პლატონ იოსელიანი, დ. კარიჭაშვილი, პ. უმიკაშვილი, ი. იმედაშვილი, ნ. ღოღობერიძე, ა. ხახანაშვილი, ა. ჯორჯაძე, ი. ყიფშიძე, ნ. ცხვედაძე, დ. ბაქრაძე, კ. აბაშიძე, ჰ. აბაშიძე, მ. თამარაშვილი (ნეშტი გადმოასვენეს იტალიიდან 1978 წელს), რ. ფანცხავა, თ. ჟორდანია, კ. ჭიჭინაძე, ა. რაზმაძე, ს. დანელია, ი. აბულაძე, იუსტ. აბულაძე, ბ. ჟღენტი, ვ. თოფურია, ს. ყაუხჩიშვილი, შ. მესხია, შ. ამირანაშვილი, ა. ჯანელიძე, ს. კაკაბაძე, ვუკ. ბერიძე, ნ. ანთელავა, მ. ზანდუკელი, კ. ბაქრაძე, ალ. წერეთელი, ვ. გულისაშვილი, ნ. კეცხოველი, ს. წერეთელი, ს. მაკალათია, აკ. გაწერელია, გ. მელიქიშვილი, იროდიონ ციციშვილი, აკაკი ბაქრაძე და სხვები;  3ხელოვნების მოღვაწენი :
 თ. აბაკელია, ს. ინაშვილი, კ. ყიფიანი, ა. ყარაშვილი, მ. ქორელი, ნ. ჩხეიძე, ე. ჩერქეზიშვილი, ა. წუწუნავა, დ. არაყიშვილი, ნ. შენგელაია, ნ. ვაჩნაძე, ლ. კავსაძე, ქ. ჯაფარიძე, მ. თოიძე, ტ. აბაშიძე, თ. წერეთელი, უ. ჩხეიძე, დ. კაკაბაძე, შ. თაქთაქიშვილი, გ. შავგულიძე, ვ. გოძიაშვილი, მ. თარხნიშვილი, ე. ახვლედიანი, ქ. მაღალაშვილი, ბ. კრავეიშვილი, ნ. კანდელაკი, დ. ანდღულაძე, ა. კერესელიძე, პ. ამირანაშვილი, დ. გამრეკელი, ა. ვასაძე, ს. ქობულაძე, ა. ჩხარტიშვილი, ს. ბაღაშვილი, დ. ქუთათელაძე, ვ. ყუშიტაშვილი, ა. კვანტალიანი, პ. კობახიძე, შ. აზმაიფარაშვილი, ე. მანჯგალაძე, დ. აბაშიძე, ქ. კასრაძე, ლ. ელიავა, თ. სუხიშვილი, დ. ციციშვილი, ა. ბასილაია, ა. მიზანდარი, ბ. კვერნაძე, კ. საკანდელიძე და სხვები;
.სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწენი არჩ. ჯორჯაძე, გ. დეკანოზიშვილი, ს. ქავთარაძე, კ.ლესელიძე, ზ. ჟვანია და სხვები.
პანთეონის საფლავების ძეგლთა ავტორები არიან მოქანდაკეები:ი.ოქროპირიძე,ნ.კანდელაკი, ე ამაშუკელი, ე.ბერძენიშვილი,გ.ოჩიაური,,თ.თოდუა, ო.ფაღავა,ნ.შავგულიძე და სხვები.

თამარ მეფის ჩვენამდე მოღწეული ფრესკები

                                     ყინწვისში                              ვარძიაში


                             ბერთუბანში(დავით-გარეჯი)       ბეთანიაში


თამარ მეფის ხელრთვა

"მიხარის გიმზერ..."

File:Caucasus 1213 AD map ka.svg


"ვწუხვარ და გიმზერ...."








ალექსანდრე აბაშელი(ჩოჩია
ალექსანდრე (ისააკ) ბესარიონის ძე აბაშელი ( ჩოჩია)  დაიბადა1884 წლის 27 აგვისტოს, აბაშაში. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის 1906 წელს გადაასახლეს სოლვიჩეგოდსკში 1908 წელსგადასახლებიდან დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო თბილისში "კავკაზისადა "ნოვაია რეჩისრედაქციებში. 1921–22 წლებში დააარსა ჟურნალი "ხომალდ


 ”, რომლის რედაქტორიც თვითონ იყო თავდაპირველად იგი ლექსებს რუსულად წერდა. მისი პირველი ქართული ლექსი "შავი აჩრდილი" 1910 წელს დაიბეჭდა  ჟურნალში"თეატრი და ცხოვრება", 1905 წლ რევოლუციის ოპტიმისტური დარეაქციის პერიოდის სევდიანი განწყობილებები აირეკლა აბაშელის ლექსთა პირველ წიგნში "მზის სიცილი, რომელიც გამოვიდა 1913 წელს.კრებულის ძირითადი თემაა მზის კულტირომელსაცორგანულად უკავშირდება რეალისტური და სიმბოლისტური ტენდენიები. 20-იანი წლების დასაწყისისათვის აბაშელის შემოქმედებაში მომძლავრდა დეკადენტური მოტივები. პოეტი "აკადემიურიმწერლობის კავშირისაქტიური წევრი გახდა გამოიცა მისი პოეტური კრებულები: "ანთებული ხეივანი” (1923), "გაბზარული სარკე” (1929), "მზე და სამშობლო” (1939), "გმირული დღეები” (1942), "ოქროსსაფეხურები” (1947), აგრეთვე თხზულებათა კრებული ორ ტომად (1958–60) და სხვათბილისს მიუძღვნა ლექსები: "საღამო თბილისში”, "თბილისის ღამე”, "მტკვარი”, "თბილისი” და სხვ..   მოთხრობა"ატმისყვავილი" (გამოქვეყნდა 1959), მის კალამს ეკუთვნის კრიტიკული წერილებიდაუმთავრებელი დარჩა რომანი "ირმა". აბაშელის რედაქციით გამოვიდა ვაჟა-ფშაველას თხზულებათა პირველი სრული.ალექსანდრე აბაშელი გარდაიცვალა 1954 წლის 27 სექტემბერს თბილისშიდაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
   შ





შავჩოხიანები:გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა და აექსანდრე აბაშეი

ახალ საქართველოს

მყინვარწვერის თოვლის თეთრო თაველო,
ლურჯო ნისლო, მტკვრიდან ცაზე ასულო,
 ვეფხის ტყავად დაფენილო მთა-ველო,
ორბის ფრთების ჩრდილით გადახაზულო!
გაზაფხულს ოქროვანო წვიმებო,
მზის ყვავილო, ციდან ძირს გადმორგულო,
შოთას ქნარის მოგუგუნე სიმებო
და აკაკის ხმაწკრიალა ჩონგურო!
ძველო ფუძევ, მრავალ ჭირის მნახველო,
ოფლდაღვრილო ბევრჯერ სისხლით ნაბანო!
წინაპარტა ღირსეულო სახელო
და გმირების მუდამ თბილო აკვანო!
ნედლო მიწავ, ერთი ხელის დადებავ,
გამძლეობით უმტკიცესო რვალისა!
ელვის ღვარო და მსოფლიოს ნათებავ
ამ მიწიდან ამოვარდნილ ალისა!
განთიადის ცეცხლის შემოკიდებავ
და საღამოს მთვარევ, ჯიხვის რქიანო!
აღმართ-აღმართ აღმავალო დიდებავ,
შენ ახალი საქართველო გქვიანო!
1941

ცხრა წყარო

ჩვენ რატომღაც ყველაფერი ცხრა გვიყვარს:
ცხრა მზეცხრა ზღვაცხრა მუხა და ცხრა კარი.
აგვაფრენს და ცხრა მთას იქით წაგვიყვანს
ცხრათვალა მზის ცხრაფრთიანი ზღაპარი.

იყვნენშოთაჩახრუხაძეშავთელი, --
პოეზია ანათებდა წინათაც.
ჩამოვთვალე მე ცხრა დიდი ნათელი,
რაც ჩვენს ცაზე სხვადასხვა დროს ბრწყინავდა.

მათ ჩვენს გულში ყველას თავის წილი აქვს,
ჩვენც არ ვაკლებთ დიდებას და ვაშასა -
გურამიშვილსორბელიანსილიას,
ბარათაშვილსაკაკის და ვაჟასა.
ყველაფერი ქართულიაჩვენია,
ქართლის ბაღში რაც იზრდებარაც ჰხარობს,
რუსთაველის მადლი გადაჰფენია
საქართველოს პოეზიის ცხრა წყაროს.
1945
მზე ამოდის
სიომ სარკმელს შეჰსისინა: მზე ამოდის.
გააცინა ფანჯრის მინა: მზე ამოდის!
შემომძახა ცისკიდეზე ქორწილია,
და შენ რაღამ დაგაძინა: მზე ამოდის!
მიწამ ფრთები აიშალა ზურმუხტისა,
ცამ ღრუბლები ააფრინა: მზე ამოდის!
ცის ასული ისე მოჩანს ცეცხლის ნავში,
ვით ქალწული პაწაწინა: მზე ამოდის!
დღე ებრძოდა ღამის თავადს და ქალწული
მან საცოლედ დაირჩინა: მზე ამოდის!
აჰა, საქმრო მოახლოვდა ღრუბლის ჯარით
და მონახა ქალის ბინა: მზე ამოდის!
ცეცხლის ტუჩით ჰკოცნის ვაჟკაცს პატარძალი
კოცნამ ცეცხლი გააჩინა: მზე ამოდის!
1916
ალექსანდრე აბაშელი

ანზორ  აბულაშვილი

 ქართველი პოეტი ანზორ აბულაშვილი დაიბადა 1932 წელს სიღნაღის რაიონ სოფელ ჯუგაანში. მან ლექსების წერა ადრეულ ასაკში დაიწყო. 1961 წელს ჟურნალმა „ნაკადულმა“ გამოსცა პოეტის ლექსების პირველი წიგნი. ანზორ აბულაშვილის ლექსმა „მახარობელიმა“  მკითხველის დიდი სიყვარული დაიმსახურა.

მახარობელი

წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი!
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე,
შენ – ორგულობავ, აბა გაბედე
და გული ჩვენი ისევე კორტნე.
წუხელის შოთაც დაბადებულა,
დაბადებულა თურმე დემეტრე,
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის
რა სიხარული გამოიმეტე!
წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო
ყველა გმირმა და თავდადებულმა,
დაბადებულა თურმე ვახტანგი,
წუხელ დემეტრე დაბადებულა.
საქართველოს ცა, ისეც მაღალი,
უფრორე მეტად ამაღლებულა,
დაბადებულა მთვარე-გიორგი,
თურმე ილია დაბადებულა!
წუხელის მტერი – ერთპირად ჩვენი
მოსპობის მდომი – დადარდებულა;
დაბადებულა თურმე სულხანი,
გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.
დაბადებულა ბიჭი პაატა.
გათენებულა წუხელის თეთრად:
დაბადებულა სამასი გმირი,
ვით დაიხოცნენ, ისევე ერთად!
წუხელის გოგოც დაბადებულა,
ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,
ისეთი გოგო დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე თამარი.
დაბადებულა წუხელის ნინო
და ქეთევანი დაბადებულა.
ის ბნელი ღამე თურმე უეცრად
ღვთიურის ნათლით განათლებულა.
ყველა ზღაპარი – ნაოცნებარი
ახდენილა და გამართლებულა:
დაბადებულა თურმე ნესტანი
და თინათინი დაბადებულა.
და გიხაროდენ! ქართველთა შორის
ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა
და ერთიანი, ნანატრი დროის,
ქართლი ხელახლა დაბადებულა!

ნანა

ნანინა, ნანა, ნანაო,
ჩემო ანუკა. ანო,
ძილმა ერთბაშად იისფე
სხვა მხარეს წაგიყვანაო,
ათასფერ ყვავილებთან და
ჭრელჭრულა პეპლებთანაო.
ხედავ: - თან წვიმს და მინდორი
ოქროსფრად დაინამაო,
ყაყაჩოებით ბრიალებს
იქით ზღვისფერი ყანაო.
უფრო შორს თეთრი კრავები
მზემ ცისკენ გაილალაო,
რა საკვირველი მხარეა,
პირდაპირ - გამოცანაო,
თან მზეს ცხრა თვალი უცინის,
ხან - მთვარე კრთება თანაო,
ან აქ რამ ზარდა ერთპირად
სუყველა ალვისტანაო...
ნანინა, ნანა, ნანაო,
ჩემო ანუკა, ანაო,
სიზმარშიც მხარე გეხატვის
შენი სამშობლოსთანაო.    
                                                                                       ანზორ აბულაშვილი



ქართველი ჟორჟ სანდი - საფო მგელაძე (1894- 1936)



მე მთელი ჩემი სიხარულისიცოცხლევნებაშევწირე წიგნებს და 
ლექსებში რითმებად დავწვი.
    საფო მგელაძე  დაიბადა 1894 წელს. იგი იყო პოეტიბელეტრისტი, XX საუკუნის 30-იანი წლების მღელვარე ლიტერატურული ცხოვრების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე.  იგი სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა მაშინ , როდე




საც მოღვაწეობდნენ : გალაკტიონიტიციანი,  პაოლოგიორგი ლეონიძ , სიმონ ჩიქოვანიიოსებ გრიშაშვილიმიხეილ ჯავახიშვილიკონსტანტინე გამსახურდია და სხვ. ბევრმათგანთან საფოს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდაადვილი არ იყო  თვითდამკვიდრება სიტყვის ასეთი გამორჩეული ოსტატების გვერდითმიუხედავად ამისასაფო მგელაძეს მკითხველთა აღიარებადა სიყვარული არასდროს მოკლებია .  საფომ პოეზიით დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობაშემდეგ კი ბელეტრისტიკაშიც სცადა ბედი.მან მკითხველს დაუტოვა სამი რომანი:"ქარიშხლის ფრთებზე,"გზა დ გზა" და “ლიანა ლორდია“.       მალე „ლიანა ლორდია“ ახალგაზრდების საყვარელ წიგნად იქცა, ხოლო  საფომ "სიყვარულის წიგნის საყვარელი ოსტატის" და  ლამაზი სიყვარულისლამაზი მხატვრის" სახელი  დაიმკვიდრა. „ლიანა ლორდის“ უბით ატარებდა ლადო ასათიანი და მასთან ერთად მთელი თაობა"როგორც ოცნებას არამიწიერს"...

       ფერთა სიუხვითა და თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა საფოს პოეზიასიყვარულმა აამღერა იგი და საქართველოს სიყვარულშივე ჩაიფერფლა,“ წერენ მასზე თანამედროვენი.მძაფრი მოქალაქეობრივი გულისტკივილი ისმის საფო მგელაძის ლექსებში : "დამოუკიდებელი საქართველო", "აჭარა", "ბაგრატის ტაძრის ნანგრევები", "ჩემი ერი", "თუშიდა მრავალი სხვა.  საფოს ქართველ"ჟორჟ სანდსუწოდებდნენ მისი თანამედროვენი.
       ტრაგიკული იყო ბედი მწერლისარომლის ცხოვრება და მოვაწეობა  გასული საუკუნის  სასტიკ 20-30-იან წლებს დაემთხვათავისი დამოკიდებულება იმ რეიმისადმი , რომელშიც უხდებოდაცხოვრება, მან ლადო ასაიანისადმი მიწერილ ბარათში გამოხატა :
  "ეპოქის მარწუხი არავის ისე არ უჭერს ყელშიროგორც მწერალსის გვაძალებს ჩვენ თემებს და იდეებსარ მიიღებ ? ისე გაგსრესსროგორც ჭიასვინა ვარ მე დღეს ? ხელოსანი,რომელიც დაკვეთებს ღებულობს ? სად არის ხელოვანი ? საღათას ძილით სძინავს.თქვენ გგონიათ ადვილია ამგვარი მუშაობა ? მე დავიალესამჯერ გადავაკეთე ჩემი "გზა დაგზასმესამე ნაწილირათა იგი მისაღები გამეხადამეც თვითონ ვირღვევი , ვმცირდებივწვრილმანდებიმე მწამდა ლოზუნგი " ხელოვნება ხელოვნებისათვის" , მაგრამ შეიძლებაასეთი ლოზუნგის მატარებელმა მწერალმა დღეს იარსებოს?!" 
     დიახ,  სწორედ საქართველოს სიყვარულში ჩაიფერფლა 42 წლის ამაყი საფო მგელაძე. იგი გარდაიცვალა 1936 წელს.


საქართველო
თუკი ვინმეს მოესურვა,
 ძველი წყლული გავვიმრთელოს,
 და ამ გრძნობით მოევლინა
 ჩვენს პატარა საქართველოს,
 თუ კვლავ სისხლით აღარ მორწყავს
 მის მთა-გორებსმინდორ –მდელოს,
 თუ უხეშად ხელს არ ახლებს
 ჩვენ სატრფოს და სამლოცველოს,
 თუ რომ იგი უკუ აქცევს
 შემოტანილ ხმალს და ხიშტებს,
 თუ სიფლიდეს არ შევწამებ,
 თუ მტრულად არ შემოგვიტევს,
 თუ ვიხილავ ქართულ დროშას,
 თუ მოვისმენ კვლავ დიდებას
 და ადგილი არ ექნება
 აქ პირადულ განდიდებას,
 თუ კი იგი მშრომელ მუშას
 რასაც ამბობსიმას მისცემს
 და ამავ დროს ქართველობას
 შეურცხვენლად დაამტკიცებს.
 თუ დაიცავს ეროვნულ სულს,
 ბრძოლის ცეცხლში გამოვლებულს.
 არ ვიხილავ ჩემს სამშობლოს
 გოლგოთაზე ჯვარცმულსვნებულს –
 მაშინმაშინ მეც მათთან ვარ,
 წინ ვერ გამისწრებენ სხვები,
 დაჩაგრულთა სამსხვერპლოზე
 მე პირველი დავიწვები!
მაგრამ ვინმე თავხედურად
 თუ ჩვენს საზღვრებს გადმოლახავს,
 ჩემს სამშობლოს დამიმცირებს,
 შემიგინებსშემილახავს,
 დამიჩაგრავსდამიმონებს,
 ცრემლსა დაადენს უმიზეზოდ
 და ჩვენს ლამაზ ბაღ-წალკოტებს
 გადააქცევს მტრების ეზოდ,
 ძალადობას გაგვიბედავს,
 მანდილს მოხდის ქართველ დედას,
 ციხე-კოშკებს შეგვიგინებს,
 ჯაჭვ-ბორკილებს გაგვიჭედავს,
 მწუხარებას შემოგვიტანს,
 მწუხარებას – შავ ფრთა გაშლილს,
 აატირებს მთაწმინდაზე
 ილიას და ბარათაშვილს,
 შავს ჩააცმევს ტურფა თამარს,
 ძაძით მოსავს სათნო ნინოს,
 მაშინდაე ჩვენმა მტერმა
 საპასუხო მოისმინოს:
 იცოდესრომ ვერ დაიპყრობს
 ძალით ჩვენს სულს ვერასოდეს,
 არ გვსურს ვაჟას ნორჩი ნუკრი
 კვლავ სისხლიან ბალახს ძოვდეს,
 იცოდესრომ ვერც ერთს ჩვენგანს
 ის მტრობით ვერ შეიერთებს,
 თაყვანს არ ვცემთ არვის კერპებს,
 არ ვიწამებთ არვის ღმერთებს!
ჩემი ერი ამაყია
 და ის მონა არ გახდება,
 თუ აქამდე არ მომკვდარა,
 მომავალშიც არ მოკვდება!
 მწამს მსოფლიო ასპარეზზე
 ის გაიტანს ზღაპრულ ლელოს
 და კვლავ ვნახავთ
 მკვდრეთით აღმსდგარ
 გამარჯვებულ
 საქართველოს!                                   საფო მგელაძე

გრიგოლ  აბაშიძე 

ქართველი პოეტი და პროზაიკოსი  გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძე დაიბადა 1914 წლის 1 აგვისტოს ჭიათურის რაიონ სოფელ ზედა რგანში. 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.  პოეტის  პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს. მწერლის რომანები:“ დიდი ღამე“, „ლაშარელა“, „ცოტნე“ და „ყორნალი“  მკითხველის დიდი მოწონებით სარგებლობს. გრ. აბაშიძე  სხვადასხვა დროს იყო ჟურნალების: "ნიანგის", "დროშისა" და "მნათობის" რედაქტორი. 1967 წელს გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, ხოლო 1973 წელს - თავმჯდომარე. ავტორია ისტორიულ და თანამედროვე თემაზე დაწერილი მრავალი ლექსისა.    1951 და   1959 წლებში  გრიგოლ აბაშიძე დაჯილდოვდა სახელმწიფო პრემიით.  გრ. აბაშიძემ ქართულად თარგმნა  მიცკევიჩის, ნერუდას, პეტეფის, ემინესკუს, ბოტევის, ვაზოვისა და სხვათა  ლექსები და პოემები.    გრიგოლ აბაშიძე გარდაიცვალა 1994 წლის 29 ივლის.დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

აბაშიძე გრიგოლ
ჯაჭვგაუხდელი
თავმოძულებულს თათრის ბეგარით,
გაალმასებულს სპარსთა უღელით
ძილშიაც ეცვა ქართველს ბეგთარი,
სუფრაზეც იჯდა ჯაჭვგაუხდელი.
უკანასკნელი თურქთა ასკერის
ასჯერ ხომ მაინც მოხვდა მახვილი,
წყლულს იშუშებდა შუბლდანასერი,
დარბაზებს დგამდა ომგადახდილი!
ცხარე ბრძოლიდან მობრუნებული,
გაგრილებული რკინის პერანგით,
თვალს აგელებდა, რომ უნებური
არ დასცემოდა მზირი ვერაგი.
ხნავდა თუ ვენახს ხარდანს უცვლიდა,
გარჯა თუ ლხინი ჰქონდა ახალი, _
თანდაყოლილი დედის მუცლიდან
ყველგან თან ჰქონდა ქართველს ფარ-ხმალი.
რწმენა და ენა ბევრმა იცვალა,
მხოლოდ ის დარჩა მარად უცვლელი,
ტაძარს აგებდა, _ ეცვა წვრილთვალა,
ვეფხის წიგნს სწერდა ჯაჭვგაუხდელი.
თავმოძულებულს თათრის ბეგარით,
გაალმასებულს სპარსთა უღელით
ძილშიაც ეცვა ქართველს ბეგთარი,
სუფრაზეც იჯდა ჯაჭვგაუხდელი.
თბილისი

ნუ დაუჯერებ ზღაპრად მოთხრობილს,
მაგრამ ეს ლექსი არის ნამდვილი:
მე დაჭრილი ვარ, როგორც ხოხობი
და თბილისში ვარ ჩამოვარდნილი.
მე ისე ლექსს რა გამაბედვინებს,
გულში თუ ტრფობის ქარი არა ქრის.
მიწა სჭამს ყველა ჯალალედინებს,
მიწა კვლავ ბრწყინავს თბილის-ქალაქის.
და დილით, მზე რომ გააღებს ცისკარს,
ერთ სხივს ჩემკენაც გამოაგზავნის,
მე მზის სხივის და თბილისის ხნის ვარ,
მეც გაჩენილი ვარ გორგასალის.
მეც არ ვუჯერებ ზღაპრად მოთხრობილს,
მაგრამ ეს ლექსი არის ნამდვილი:
მე დაჭრილი ვარ, როგორც ხოხობი,
და თბილისში ვარ ჩამოვარდნილი.

თუმც უნაპირო გაქვთ მიწა-წყალი

თქვენ მიაღწიეთ მიზანს სასურველს,
თეთრო ვეშაპო, შავო ურჩხულო
ჩვენს მოსასპობად სხვები აღჭურვეთ,
თავს დაგვახვიეთ ყველა ურჯულო.
შემოგვასიეთ ყველა მზაკვარი,
სისხლის წყურვილით მხეცი აღანთეთ...
იწვის ქართველი ბავშვის აკვანი
და ჩვილის სისხლი ღმერთს შეჰღაღადებს!
ქარი ქრის, მთებში გზა დათოვლილა,
ისმის მოთქმა და წყევლას უთვლიან
მათ, ვინც აქცია მკვიდრი ლტოლვილად
და ამოძირკვა დედა-ბუდიან.
თუ წყევლა-კრულვა ხალხების ახდა,
ნათელი როგორ უნდა იხილოთ?!
თქვენ საპყრობილე აშენეთ ხალხთა
და არ გრცხვენოდათ, ვაი სირცხვილო!
სულ სხვის მიწაზე გეჭირათ თვალი
და შიშს სთესავდით ხიშტით, შეტევით,
თუმც უნაპირო გაქვთ მიწა-წყალი,
მაინც არ გყოფნით და ვერ ეტევით.
კმარა! სისხლიან ხელს ნუღარ იწვდით,
შველას, მშვიდობას ყველგან ითხოვენ...
და თქვენც გაძღებით ბოლოს იმ მიწით,
მიწით, რომელიც შეგჭამთ თვითონვე!

ოქროს ვენახი

უქრობი შუქით შემოსილს გხედავ,
შენი მზის ჩასვლა ნუმც დამენახოს,
ჩემი ოცნების სატრფოვ და დედავ,
ჩემი ცხოვრების ოქროს ვენახო.
მზეც მიყვარს,
ჩრდილიც ამ მთა-გორების,
მდინარეების ჩქარი დინებაც,
ჩემი სიმღერის და შთაგონების
შენ ხარ ფესვიც და დაგვირგვინებაც.
შენ ჩემთვის მზე ხარ ამომავალი,
სულის სიმაღლევ, გულის ნათელო,
არის ლამაზი მხარე მრავალი,
მაგრამ არ არის სხვა საქართველო.
და როცა კრძალვით შენს ქებას ვბედავ,
გულის ძაფებს მსურს, ხელი შევახო,
ჩემი ოცნების სატრფოვ და დედავ,
ჩემი ცხოვრების ოქროს ვენახო.


უკანასკნელი სათხოვარი
უფალო, ყური მოაპყარ ჩემკენ,
თხოვნა მაქვს მცირე და უმნიშვნელო,
რაკი არ მკითხე და ისე შემქმენ,
რას იზამ, შენვე უნდა მიშველო.
მე დავიცალე რჩეულ სიტყვებად,
მათ ვტოვებ, როგორც წმინდა ნაწილებს,
მგონი არც ვინმეს ვალი მიმყვება,
არც წყევლა-კრულვით ვინმე მაცილებს.
მათუსალობის არ ვარ მდომელი,
სიკვდილშიც არვინ არ მეცილება,
ვიცი, გარდაქმნა ბევრჯერ მომელის,
ბევრი მომელის სახეცვლილება.
წინ გრძელი გზა მაქვს ბნელით მოცული,
უსასრულო და უსწორ-მასწორო,
ფრთოსნად, ბალახად, წვიმად მოსული,
მშობელ ქვეყანას არ მომაშორო.
აქ დავასვენებ ჩემს დაღლილ სხეულს,
სადაც მის მცველად უნდა ვმდგარიყავ,
ფრინველად ქცეულს, მცენარედ ქცეულს,
საქართველოდან ნურსად გამრიყავ.
ჭურჭლად, რაც გინდა მიეცი ჩემს სულს,
როგორც სიმაღლის ნატვრა მთასვლელებს,
მე თვით სამოთხის ნათელშიც შესულს
სამშობლოს ნატვრა არ მომასვენებს.
როცა ქართულ ცას თვალს ვეღარ მოკრავს,
ვიცი, არ უნდა ამას მისნობა,
ჩემს სულს სამშობლოს სიშორე მოკლავს,
როგორც ჰაერის უკმარისობა.
და გამიღებს კარს მე მაცხოვარი,
ყოვლის შემნდობი, რისხვის გარეშე,
მე ერთადერთი მაქვს სათხოვარი
“იქაც” მამყოფოს მშობელ მხარეში!..

შვიდასი წელი

კოხტასთავის შეთქმულებს
მე ჯერ ქაოსი მერტყა წყვდიადად,
თქვენ რომ გეხვიათ მზეზე ფუტკარი,
მე შვიდასი წლით დამაგვიანდა,
თქვენს შეთქმულებას ვერ მოვუსწარი.
მე მაინც ვიყავ თქვენთან შეთქმული,
თქვენსკენ უხილავ ცეცხლად დაძრული.
მე გაჩენამდე თქვენი ერთგული,
თქვენსკენ მოვქროდი ხელგაბაწრული.
თქვენ კი იტანდით ტანჯვას ზვიადად,
თუმცა გერჩიათ გულში ისარი...
მე შვიდასი წლით დამაგვიანდა,
იმ წამების დროს ვერ მოგისწარით.
მაგრამ არ არის დრო გამთიშველი
მათთვის ვინც იყო ქვეყნის ერთგული,
მე თქვენს ლანდებთან მოვალ შიშველი,
არყოფნის ჟამსაც თქვენთან შეთქმული.
რომ თქვენებრ მწვავდეს მზე თქვენი მწველი,
თქვენებრ მეხვიოს მზეზე ფუტკარი,
რომ ვთქვა: წამს ჰგავდა შვიდასი წლი,
მოველ, წამებას მეც მოვუსწარი.   
                                                                                                    გრ.აბაშიძე


რა არის სამშობლო?  

სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.
ახლა აღარ მახსოვს კარგად, რომელ კლასში ვიყავი, მეოთხეში თუ მეხუთეში:
-
დუმბაძე ადექი და მიპასუხე, რა არის სამშობლო,- ამაყენა ქართულის მასწავლებელმა.
-
სამშობლო.. სამშობლო ადგილი სადაც დავიბადე და
-
კიდევ? – ჩამეკითხა მასწავლებელი.
ძალიან დადხანს ვიფიქრე, – დაჯექი დუმბაძე, მითხრა მასწავლებელმა, პასუხი რომ აღარ ვაღირსე.
-
არ დამიწეროთ, მასწავლებელო, ორი. ვიცი და ვერ ვამბობ, – შევეხვეწე მე და ტირილი დავიწყე..
სამშობლო ისეთი `უსაშველო ფენომენია, რომელსაც ასაკი არ გააჩნია, ისევე, როგორც დედას, და დედასავით მარადიულია. გამოდის, რომ სამშობლო ყოველდღე გვბადებს, ყოველდღე იბადება ჩვენთვის, თავად კი არასოდეს არ კვდება, უკვდავია.
მაინც რა არის სამშობლო?
იქნებ რაფიელ ერისთავის ეს ორი სტრიქონია, `როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა! მაშ, იმხელა ლექსი რაღად დაწერა? ეს ორი სტრიქონი დასკვნაა მხოლოდ თუ ფორმულა?
ან იქნებ აკაკის `განთიადია სამშობლო? ან ვაჟას სიმღერა – `სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინება!
ვფიქრობ, სამშობლო დავით აღმაშენებლის `გალობანი სინანულისანი არის, დემეტრე მეფის `შენ ხარ ვენახია, პაატა სააკაძეა, ქეთევანის დაშანთული მკერდი, თამარის გვირგვინი და `ვეფხისტყაოსანია
იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვარდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაჰკრიფო, თუ მაღლარიაცაში ხელაპყრობილმა. ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს.
რაც მე მახსოვს და ვიცი, სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული.
კიდევ რა არის სამშობლო?
თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედავ, კავკასიონის უზარმაზარ თეთრ ფაფარს რომ დაინახავ და ყელში ბურთი გაგეჩხირებაეს არის სამშობლო.
კიდევ?
თბილისის პატარა უბანი, დილიდან საღამომდე რომ ვერ გახვალ ქუჩის ბოლომდე, იმდენი მეგობარი შეგხვდება, მოგიკითხავს და მოგეალერსება.
კიდევ რა? – სოფელი, სადაც ცოლს ვერ შეირთავ, რადგან ყველა გოგო შენი დობილია და საპატარძლოს საპოვნელად იძულებული ხარ, სხვა სოფელში წახვიდე
როგორც ჩანს, სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.
-
მეგობარო, გაჩერდით ერთი წუთით, რა არის სამშობლო? – ვაჩერებ ქუჩაში გამვლელს.
-
მე მეკითხებით? – მეუბნება განცვიფრებული გამვლელი.
-
დიახ, თქვენ, იქნებ არ იცით?
-
როგორ არ ვიცი, მაგრამ ასე უცებ, დაუფიქრებლად, ქუჩაში
-
დიახ, ასე უცებ, დაუფიქრებლად, ქუჩაში
-
ასე უცბად, დაუფიქრებლად, ქუჩაში სამშობლოსთვის სიკვდილი შეიძლება, მაგრამ იმის თქმა, თუ რა არის სამშობლო, არ შეიძლება, ბატონო, – მპასუხობს ის და ჩქარი ნაბიჯით მცილდება
                                                                                     ნოდარ დუმბაძე




კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის მიმართვა ქართველ ერს 1918 წლის 26 მაისს

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კირიონ მეორემ გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი და სიტყვა წარმოსთქვა:

ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა”. (ფს.117.24)
დიდება ღმერთსა სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა!
დიდი ისტორიული დღე გაგვითენდა. 26 მაისი სამუდამოდ და საშვილიშვილოდ დარჩება ფრიად მნიშვნელოვან დღეთ. აღსრულდა ჩვენი უდიდესი ნატვრა, ჩვენ ნეტარ ხსენებულთა წინაპართა მუდმივი ლტოლვილება. ღმერთმა განუსვენოს იმ თავდადებულ მამულიშვილებს, რომელთაც თავი შესწირეს სამშობლოს კეთილდღეობისთვის და თავგანწირულად იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის განთავისუფლებისათვის. დიდი წვალების შემდეგ იშვა ჩვენი თავისუფლება და ობლის კვერივით გვიან გამოცხვა.
მადლობა ღმერთს! ასი წლის მონობის ბორკილი აეხსნა მრავალტანჯულ ქართველ ხალხს. ეს უდიდესი აქტი ერთხმად მიიღო ყველა წოდების ქართველმა, მიუხედავად პარტიებისა და რწმენისა. აღსრულდა მუდმივი ნატვრა საქართველოსი. 26 მაისს 5 საათზე გაისმა პირველი თავისუფალი სიტყვა თავვისუფალ საქართველოში. მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვაკისრებს დიდ ზრუნვას და დიდ მოქალაქეობრივ სიბრძნე-სიფხიზლეს თხოულობს ჩვენგან.
ერთობაში არის ძალაო, ამბობენ და თუე სეა, ეხლანდელი მომენტი მით უმეტეს მოითხოვს ყველასგან ძმურ შეერთებას და შრომას.
თავისუფლება ის წმინდა და ტკბილი დედის ძუძუა, რომელმაც გამოგვზარდა ჩვენ და კაცად გვაქცია. როდესაც კაცს უბედურება თავზედ დაატყდება დაჰკარგავს მას, ველური კაცის ხარისხზედ ჩამოდის იგი. მონობისთანა მწარე ხვედრი დედამიწამ არ იცის. თავისუფლებას ბინა აქვს თავისუფალი კაცის გულში. იგი დამაგვირგვინებელია ჩვენი ხცოვრებისა. თავისუფლება ღმრთიური ნიჭია.
ჭეშმარიტი მამულიშვილი მოვალეა, თუ პოლიტიკური გარემოება მოითხოვს, იარაღით ხელში დაიცვას მამაცმა მამულიშვილმა მოპოვებული თავისუფლება. “კაცი ჯაბანი რითა სჯობს-ამბობს უკვდავი შოთა-დიაცსა ქსლისა მბეჭველსა და სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა”.
მაშ, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
გაუმარჯოს თავისუფალ ქართველ ხალხს!
გაუმარჯოს ყველა იმ ერებს, რომელნიც ჩვენთან ერთად იცხოვრებენ თავისუფალ საქართველოში!
მიიღე ეს უძველესი ბაირაღი, რომელიც დიდი სიფრთხილით დაცული იყო ერთს ქართველ ოჯახში და რომელიც არა ერთხელ ჩვენ წინაპართა ძლევამოსილი მოუტანიათ სამშობლოში,-გაუფრთხილდეთ მას, როგორც ეროვნულ სიწმინდეს.
ლოცვა კურთხევა და მადლი უფლისა ჩვენისა გიძღოდეთ და მარად ჰფარვიდეს ქართველ ერს. ამინ!

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე:

ძენო ქართლისაო, სრულიად საქართველოს ვაჟკაცნო და ქალნო! მადლი და კურთხევა იესო ქრისტესი თქვენდა!
საუკუნოებით განწირულ საქართველოს განგებამ არგუნა ხვედრი, გახდეს სამარედ სკვითებისა, რომელთაც შემუსრეს რუსეთი და რომელნიც აზია-ევროპაში ყველაფერს მხოლოდ ანგრევდნენ და ანადგურებდნენ.
თითქოს უკეთურნი უახლოვდებოდნენ ჩვენს დედაქალაქს და დამშეულნი ელოდებოდნენ თბილისში გემრიელი პურითა და ღვინით გაძღომას, თბილისის განთქმულ აბანოებში დასუფთავებას. მაგრამ, როგორც მტკვარი არ იბრუნებს პირს უკუღმა, ისე ჩვენი ვერაგი მტერი ვერ მიაღწევს ბოროტ განზრახვას, ღმერთი არ აღირსებს მას საქართველოს დაპყრობას. ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი ცეცხლად შეარგებს მას ჩვენი მამულის პურსა და ღვინოს....
საყვარელნო, ფრონტის ზურგში მყოფნო, შევინარჩუნოთ სრული დარბაისლობა, გულის სიმშვიდე და ხასიათის სიმტკიცე. ნუ მივეცემით საშინელ და ცრუ ხმებს...
ღმერთმა აკურთხოს და ჩქარი ძლევამოსილებით შემოსოს ჩვენი ამაყი ლაშქარი!“

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთისაქართველო“, 1921 წლის 21 თებერვალი



იამაყე შენი ქართველობითა და გმირი წინაპრებით!

მსოფლიოში არსებული 14 ანბანური დამწერლობა:
11. ჩინური
22. ბერძნული
33. ლათინური
44. ებრაული
55. ქართული
66. სირიული
77. არაბული
88. სომხური
99. ეთიოპიური
110.            იაპონური
111.            სლავურ-კირილური
112.            ინდური
113.            მონღოლური
114.            კორეული
  



დღე გლოვისა ...      დღე სიხარულისა !


       1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდასაქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ ორგანიზებული მრავალდღიანი ანტისამთავრობო მშვიდობიანი აქცია თბილისში სასტიკად იქნა დარბეული მოსკოვის კრემლის (უშუალოდ კომპარტიის ცკ- პოლიტბიუროს) მითითებით, საბჭოთა არმიის სპეციალურად გაგზავნილი სადესანტო შენაერთის მიერ, რომელსაც გენერალ-პოლკოვნიკი როდიონოვი ხელმძღვანელობდა. შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეულმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, კიდევ უფრო მეტის ჯანმრთელობა კი სამხედროების მიერ გაშვებულმა მხუთავმა გაზმა შეიწირა.

               დარბევიდან ზუსტად ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღოსაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“.

 



ძე ქარიშხლისა


 ზვიად გამსახურდიას წერილი მიძღვნილი მერაბ კოსტავასადმი

მერაბ კოსტავას, როგორც მამულიშვილს და ეროვნულ მოღვაწეს, ქართველი ხალხის წინაშე წარდგინება არ სჭირდება. მას იცნობენ აგრეთვე, როგორც ნიჭიერ მუსიკათმცოდნეს და თეატრალურ კრიტიკოსს, მაგრამ მისი ნაცნობმეგობრების ვიწრო წრის კიდეგან უცნობია მისი პოეზია, მისი ლექსის გზნება და მადლი

არ უყვარდა მერაბს თავისი ლექსების პოპულარიზაცია. მიტინგებზეც იშვიათად თუ წაუკითხავს საკუთარი ლექსები. „შიმშილობაწაიკითხა ერთხელ ნოემბრის დღეებში, მოშიმშილეთა გასამხნევებლად დაშავი ჯოჯოხეთის კუპრი“, გამოქვეყნებაზე კი ფიქრიც არ სურდა.

ჩვენ, თანაკბილანი, სიყრმიდანვე ვმეგობრობდით. ჯერ პირველ ვაჟთა საშუალო სკოლაში ვსწავლობდით ერთ კლასში, შემდეგ . ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში. მერაბი ჩინებული პიანისტი იყო, მშვენივრად ასრულებდა გრიგს, ბეთჰოვენს და შუბერტს. ბეთჰოვენის და ვაგნერის გმირული მუსიკა იყო იმჟამად ჩვენი სტიქია. მერაბში თითქოს ორი სული იბრძოდა. ფაუსტის მსგავსად, მუსიკის და პოეზიისა. ბოლოს პოეზიის სულმა იმძლავრა, მერაბი მუსიკას შეეშვა და პოეზიას მისცა თავი, თუმც მისი ლექსი არ გაჰყრია მუსიკას. მუსიკის ტალღათა მძლავრი პულსირება საცნაურია მის სტრიქონებში.

ამასთან ერის წყლული წყლულად გვაჩნდა და არც პოლიტიკაში ვიყავით უმოქმედონი. მამაჩემი იმთავითვე შთაგვაგონებდა ორივეს ეროვნულ იდეებს, გვათვითცნობიერებდა, თვალს გვიხელდა სინამდვილეზე. დამოუკიდებელი საქართველოს ოცნებით, რაც ბრწყინვალედ აისახა მერაბის შესანიშნავ ესსეში კონსტანტინე გამსახურდიას შესახებ („გამოსათხოვარი“. „ოქროს საწმისი“ 1977, # 4). იმჟამინდელი ჩვენი განწყობილებები კი აირეკლა ლექსში, რომელიც ვუძღვენი მეგობარს 15 წლის ასაკში:

ჩვენ ძლიერ ხშირად გვიფიქრია ძმაო ამაზე,
როდის აღსდგება სამშობლო ჩვენი,
და დაბრუნდება კვლავ სილამაზე
თავისუფლების და აღმაფრენის.
როდის დადგება ის დღე დიადი
როს ბორკილს შევხსნით ერს დამცირებულს,
და დაუბრმავებს თვალს განთიადი,
ჩრდილეთის წითელ ჯალათთა კრებულს!..
და საქართველო დიდჭირნახული
გამოფხიზლდება ყველა იოგით
ჩვენ ღვთისმშობელი გვწყალობს ხახულის
და გვიცავს მარად თეთრი გიორგი.

ღვთის რწმენა თავიდანვე გვქონდა, მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიურად დავადექით რელიგიური და თეოლოგიური შემეცნების გზას 60–იან წლებში. საიდუმლო ღვთისმეტყველებამ და მისტიკამ გაგვიტაცა. ამ პერიოდში მერაბის ლექსები მისტიური სიღრმით და რელიგური აღმაფრენით გამოირჩევიან. სწორედ იმ ხანებში მიძღვნა მან ასეთი ლექსი:

მეგობარ ზვიადს

შენი სამშობლო არის სულეთი
სხვა სრა-სასახლე, ძმაო, ნუ გინდა.
დე, ხალხის თვალში დარჩი სულელი,
მამის წინაშე იყავი წმინდა.
დაე, გფარავდეს ვარსკვლავთ კრებული
და მიქაელის ცეცხლის მახვილი,
დაე, ღირსად გვცნონ, იქმნა ვნებული,
წმინდა ზვარაკის ტკბილი სასმელით.
არ მიიკარო მწიკული ზადის
შენი ტანია თვით ეკლესია,
სცან ღაღადისი, გზა განიმზადე,
დედამიწაზე დადის მესსია!“

იმავე პერიოდში მიძღვნა ლექსიპაემანი“, სადაც საოცრად იწინასწარმეტყველა ის, რომ იგი ჩემზე ადრე დასტოვებდა ამ წუთისოფელს და მე, მის აკლდამასთან, თალხით მოსილი, დაველოდებოდი მეგობრის აჩრდილს. აკი ამიხდა ყოველივე.

მე ვიყავი მისი ყოველი ნაწარმოების პირველი მკითხველი, ისევე როგორც იგი იყო ჩემი პირველი მკითხველი და შემფასებელი წლების მანძილზე. ბოლოს მაიძულა (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით), ჩემი კრებულის მიტანამერანში“ 1973 წელს, რაც დამთავრდა მთავლიტის მიერ ამ წიგნის აკრძალვით და ანაწყობის განადგურებით. (ხელისუფლება ჩვენი დაპატიმრებისათვის ემზადებოდა და რა დროს ლექსები იყო). თავისი ლექსები კი ვერაფრით მივატანინე ვერც ჟურნალგაზეთების რედაქციებში, ვერც გამომცემლობებში.

ბიჭო, შემიგროვე შენი ლექსები, შენ არაფერში შეგაწუხებ, მე გადავაბეჭდინებ და წიგნსაც მე შეგიდგენ, ახლა მაინც სხვა დროა და გამოსცემენ-მეთქი“ - რამდენჯერ ვუთხარი. 
სად მცალია ან შეგროვებისათვის“- ნიადაგ ასეთი იყო მისი პასუხი.

ახლა ვნანობ, კიდევ მეტი დაჟინებით რად არ მოვთხოვე. თვალით ენახა, გაეხარა ერთხელ მაინც თავის ცხოვრებაში

დიახ, გაუხარები იყო მისი ყოფა, ისევე როგორც ყოველი ჩვენგანისა წლების მანძილზე. ბოლო ხანებში ერთადერთი რამ გვახარებდა: აზვირთებული ახალგაზრდობა, ეროვნული დროშების ფრიალი, ლაღი მიტინგები და მსვლელობები, რაც ესოდენ ჩაგვიმწარდა 9 აპრილს! მაგრამ 26 მაისი იმავე წლისა ხომ აღდგომა იყო ნამდვილითუმც ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, ვინაიდან ეს ცალკე თემაა.

ლექსი მისი საქართველოს გოლიათი ციხეების დუღაბით ნაგებს ჰგავს, ენა ძარღვიანი, ძველ ქართულს ნაზიარევი, პოეტური ნეოლოგიზმები თამამი, რითმათა სამყარო უჩვეულო, რიტმი ძლიერი და დაძაბული, როგორც მისი სახის კუნთები.

, ამ მრისხანე გამოხედვის ქვეშ რა ჩვილი გული იმალებოდა, რა თანაგრძნობა მოყვასისადმი, ყოველი დევნილისა და ჩაგრულისადმი!

ლექსის აბჯრით არის თითქოს შეჭურვილი, ლექსის შუბით და ლახვრით ეომება მტერს! ნახეთ მისიდიდგორი“, „ღირს მამა დავითს“, „დოსტოევსკი“, „გალაკტიონი“ (რა ძეგლები დაუდგა თავის საყვარელ მეფეებს, წმინდანებს, პოეტებს)!

როგორც ვთქვი ურთიერთის პირველი მკითხველები ვიყავით. სუკ-ის ციხეში ერთწლიან პატიმრობის შემდეგ შეგვახვედრეს გამომძიებლის კაბინეტში 1978 წლის მარტში, დაპირისპირების ფორმალური პროცედურის ჩასატარებლად (ვინაიდან არაფერი გვქონდა დასაპირისპირებელი, ერთმანეთზე არავითარი ჩვენებები არ მიგვიცია და არც სხვებზე). ჩვენიდაპირისპირებაგამოიხატა იმაში, რომ ამბის გამოკითხვის შემდეგ ერთმანეთს ვუკითხავდით საკანში დაწერილ ლექსებს, ასე რომდაპირისპირებაპოეზიის საღამოდ გადაიქცა და ამ უჩვეულო საღამოს აუდიტორიას წარმოადგენდნენ ჩვენი გამომძიებლები! ასეთი რამ ნამდვილად არა გვქონიაო პრაქტიკაში, ღიმმორევით ამბობდნენ ისინი, დაპირისპირებისას თანამოსაქმე პატიმრები ერთმანეთს ლანძღავდნენ, საცემრად და ზოგჯერ მოსაკლავად იწევენ, ესენი კი ჯერ როგორ შეხვდნენ ერთმანეთს და ახლა კი ლექსებს კითხულობენო.

ციხეში დაწერაღირს მამა დავითს“, „დოსტოევსკიდა სხვა ლექსები. პერმისკენ მიმავალ ეტაპში კი, 1978 წლის 12 აგვისტოს დაწერა ჩემდამი მიძღვნილი ლექსი, „ძმას ქრისტესმიერს“, რომელიც შემდგომ ლაგერიდან გამომიგზავნა, მაგრამ ჩემამდე ვერ მოაღწია, დედანი ამ ლექსისა გადმომცა 1980 წელს, ციმბირში, სოფელ კვიტოკში, სადაც თავისუფალ გადასახლებაში იმყოფებოდა და სადაც მე და ირაკლიმ, მისმა ვაჟმა ვინახულეთ. ეს ლექსი მოცემული კრებულის თავშია და მსურს ორიოდე სიტყვით დავახასიათო, აქ არის თითქოს ჩვენი ბრძოლის ისტორია, ჩვენი ბიოგრაფია, პოეტური სიტყვით გადმოცემული და რაოდენ ლაკონურად! აი, სად ასრულდა რუსთაველის ნათქვამი: გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო!!! რამდენი დასტია მან ამ ლექსში, რა გრძნობა, რა განცდები, რატრაგედია! „ნამეტანი გადააჭარბე მეთქი ჩემი როლის შეფასებისას“ – ესღა ვუთხარი.
შუბლი შეიჭმუხნა, როგორც სჩვევოდა და არაფერი მითხრა.
მცირე ხნის პაუზის შემდგომ მეუბნება:

გავიგე, ვიღაც პროვოკატორები გარწმუნებენ თბილისში, თითქოს მე შენს . . მონანიებას ვგმობ და სისუსტედ გითვლი. ხომ გითხარი, არ წამოეგო-მეთქი ეგეთებზე, წერილი მაინც არ დამეწერა საკანში შენი თანდასწრებით! წინასწარ შეთანხმებულნიც რომ არ ვყოფილიყავით შენს უკანდახევაზე, განა არ მესმის რომ სხვა გზა არ იყო, უცხოეთში შენი გაძევებით ხომ დაიღუპებოდა ჩვენი მოძრაობა! აბა, დაუკვირდი, ამ ლექსის დამწერი განა შეიძლება, რომ სხვაგვარად ვფიქრობდე?!“

მე სახტად დავრჩი. განა არ მსმენოდა ამგვარი რამ, მაგრამ როგორ ვუსაყვედურებდი ჩემს ტანჯულ ძმას, ისიც ისეთ სიტუაციაში, მაგრამ გულთმხილავი თავად მიმიხვდა და წყლულზე მალამოსავით წამაცხო ეს ლექსი, რომელიც, ალბათ, შედევრია მისი პოეზიისა.

თანაც დასძინა: „გახსოვდეს, რომ გამოძიებამ მაჩვენა ორივე ფირი შენზე, სუკ-ის მიერ დამონტაჟებული, რომელსაც ტელევიზიით უჩვენებდნენ და სწორედ ამის შემდეგ დავწერე ეს ლექსი მაგათი გულის გასახეთქად!“ ასეთი იყო მისი პოზიცია, რაცგლასნოსტშიგამოქვეყნებული წერილიდანაც ჩანს.

როდესაც 1981 წელს პირველად დაუმატეს წლები ციმბირში, „სასამართლოზეგანაცხადა: „თქვენ ისე მექცევით, როგორც რუსეთი ექცევა საქართველოსდა განაცხადა უვადო შიმშილობა, ვინაიდან ახლობლებთან შეხვედრის უფლებაც წაჰგვარეს.

მისმა ერთმა ციმბირელმა მეგობარმა შემატყობინა მისი ჯანმრთელობის კატასტროფული მდგომარეობა. სასწრაფოდ ვაფრინე ტელეფონოგრამა ჟორჟ მარშესთან, ფრანს პრესის მეშვეობით, მარშე მიტერანს დაუკავშირდა, მიტერანი ჯერაც ცოცხალ ანდროპოვს, ახმაურდა პრესსა, აყვირდნენ რადიოსადგურები და მისცეს მერაბს ახლობლებთან შეხვედრის უფლება.

ირაკლის ტრაგიკული თვითმკვლელობის შემდეგ კვლავ მომივიდა ციმბირიდან ცნობა, მერაბი განწირულიაო! კვლავ დავტრიალდი, ვეცი დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებს, ავტეხე ხმაური. იმხანად ამოხეთქა ჩემი გულიდან პასუხმა მის ლექსზე, რომელსაც ახლა ვაქვეყნებ:

ერზე მჭვუნვარე ძმათა კრებული
ერის საფიცარ რაინდს გიწოდებს,
უკვდავ საქმისთვის ჯვარზე ვნებული
სასუფეველში შეხვალ, იცოდე!
ქრისტემ მოგმადლა ცის გასაღები
და სერაფიმთა ჰაეროვნება,
არ გწამს მონღოლის ნატრაბახევი
და არც მარდოხეს ყალბი ცხოვნება.
გვეტანებოდნენ ძაღლნი და ღორნი,
შემუსვრა სურდათ ელვარე ჭაღის,
მაგრამ ხომ დავრჩით, მაინც ჩვენ ორნი,
მკრთალი რაინდნი მწუხარე სახის!
კვლავაც დავუდგეთ დარაჯად საფლავს,
ყველა ცოცხალთა მიზანს და მიზეზს,
ამგვარ წამებას ხომ შვებაც ახლავს,
ხვალეც იმედის თვალებით გვიმზერს.
ცხოველმყოფელი საფლავი იგი
გვიწამებია ცხოვრების წყაროდ,
დაგვცქერის თვალი არსთაგამრიგის,
ის აგვარიდებს ბედის შავ ტაროს.
და ოცნებებიც ცას მისწვდნენ ჩვენნი,
ცა გარდაგვეხსნა მარადჟამული,
ხელთუქმნელ ხატის დიდებით მშვენი
ღვთის წილხვდომილი ჩვენი მამული.
დე, ელვარებდეს ივერთა ცაზე
მზე შუაღამის, ბარძიმი წმინდა,
გვწყალობდეს, ვინაც გვიკურთხა ვაზი
და ღვთისმშობელი ვინაც დაწინდა.
ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე,
ბნელში მსხდომთ კვლავაც ავუნთოთ კვარი
და მიგვიძღვოდეს ეკლიან გზაზე
წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი.
თავისი ცხოვრებისეული კრედო კი მერაბ კოსტავამ შემდეგ სტრიქონებში ჩააქსოვა:
წილხვედრ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად,
მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო,
ჩემი სამშობლო ზეცაა თავად,
შემდეგ ეს მიწა და საქართველო!“
და მისი პოეზიაც ხომ ზეცის, მიწის და საქართველოს მარადიული დიდებაა.
ზვიად გამსახურდია

1990
წელი, I ნათლისღება

მ          ქუთაისი- მსოფლიოს უძელესი ქალაქი

1.იერიქონი - მსოფლიოში უძველესი ქალაქი მკვდარი ზღვის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი ქრისტეს შობამდე 9 ათასი წლით ადრე შეიქმნა. იერიქონი     რამდენიმეჯერ მტრის მიერ სრულად განადგურებული იყო, თუმცა, მოსახლეობამ მისი აღდგენა მაინც შეძლო. ქალაქი ულამაზესი ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა

   2. ბაბლოსი - ქალაქი რომელიც ქრისტეს შობამდე 6 ათასი წლით ადრე დაარსდა.  ქალაქი გამორჩეული იყო იმ დროისათვის შესაბამისი მეთოდებით წარმოებული მედიკამენტებით, რომლითაც მიმდებარედ არსებული ქალაქებიც სარგებლობდნენ.

ა  3. არგოსი - ქალაქი, რომელიც ქრისტეს შობამდე 5 ათასი წლით ადრე დაარსდა. არგოსი შესაძლოა ევროპაში ყველაზე ძველი ქალაქია. ქალაქმა ძალიან დიდი როლი შეასრულა ბერძნული მითოლოგიის შექმნაში

 4 4.სიდნი - ქალაქი, რომელიც ქრისტეს შობამდე 3 ათასი წლით ადრე დაარსდა. ქალაქი დაარსებიდან დღემდე ერთგვარი პორტის ფუნქციას ითვისებდა. ქალაქი ჰომეროსის ნაწარმოებშიც რამდენიმეჯერ არის ნახსენები.

    5.ქუთაისი - ქალაქი, რომელიც ქრისტეს შობამდე 1400 წლით ადრე დაარსდა. ქალაქი საქართველოს დასავლეთით მდებარეობს, იგი უძველესი სახელმწიფოს გული და დედაქალაქი იყო. თავად საქართველო კი არგონავტების მოგზაურობასთან და მედეასთან არის ასოცირებული.

კოტე აფხაზი
(1967-1923)
„    "მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!”
კ      (კოტე აფხაზის სიტყვა დახვრეტის წინ, 1923 წლის 20 მაისს)

 1           1917 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძის დისწულმა კოტე აფხაზმაეროვნულ საბჭოს გადასცა ილიას ბანკის შენაძენი ქონება 26 მილიონი ოქროს მანეთის ღირებულებისა (.. 8 მილიარდი ფრანკის) და ისე დაედვა საფუძვლად ჩვენს დამოუკიდებლობას.   (რევაზ გაბაშვილი „დაბრუნება“, ტ.მე-3,გვ.22)


       

3 комментария: